კატეგორია - საქართველო
საქართველოში ტელევიზორს 1956 წლიდან უყურებენ. აქედან, ათწლეულების
მანძილზე, საყვარელი პროგრამის სანახავად ტელევიზორთან ზუსტ დროს უნდა
ვყოფილიყავით, და თუ რაიმეს გამოვტოვებდით, მისი განმეორებითი
ჩვენების იმედად გვიწევდა ყოფნა.
90-იანი წლების მიწურულს, ტექნოლოგიების განვითარებამ ტელეყურების კულტურაც შეცვალა, ჯერ შეერთებულ შტატებში, შემდეგ სხვა ქვეყანებში. საქართველოში მოგვიანებით — მეტწილად, 2010 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში IPTV ტექნოლოგიის (*ტელევიზიის გავრცელება ინტერნეტ პროტოკოლის ქსელებით) დანერგვამ პროგრამების დროში გადანაცვლებით ყურების შესაძლებლობა გააჩინა.
მონაცემების წყარო: TMI
მონაცემების წყარო: TMI
მონაცემების წყარო: TMI
მონაცემების წყარო: TMI
ამ ფუნქციით, ყველაზე ხშირად უყურებენ ტელევიზიებს:
მონაცემების წყარო: TMI
ძველებურად, აღარც პოპულარობაა სატელევიზიო შოუების წარმატების ერთადერთი გასაღები, რადგან თუ ამ პოპულარულ შოუებში მაყურებელი არ ნახავს რეკლამას, რეკლამის განმთავსებლებისთვის აღარ არსებობს მიზეზი ამ პროექტებში ფულის დასახარჯად.
შესაბამისად, მსოფლიოს მასშტაბით, სატელევიზიო აუდიტორიების შემსწავლელმა დიდმა კომპანიებმა დაიწყეს "ცოცხალი მაყურებლისა" და "დროში გადანაცვლებული აუდიტორიების" რეიტინგების განცალკევებულად დათვლა და ამ აუდიტორიებზე კომერციული რეკლამის განსხვავებული ფასების დადგენა.
90-იანი წლების მიწურულს, ტექნოლოგიების განვითარებამ ტელეყურების კულტურაც შეცვალა, ჯერ შეერთებულ შტატებში, შემდეგ სხვა ქვეყანებში. საქართველოში მოგვიანებით — მეტწილად, 2010 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში IPTV ტექნოლოგიის (*ტელევიზიის გავრცელება ინტერნეტ პროტოკოლის ქსელებით) დანერგვამ პროგრამების დროში გადანაცვლებით ყურების შესაძლებლობა გააჩინა.
რას ნიშნავს IPTV ტექნოლოგია?
- მარტივად: ეს საკაბელო ტელევიზიისა და სატელიტური მაუწყებლობის გაუმჯობესებული ალტერნატივაა, რადგან მაუწყებლობის ტრანზიტის ტრადიციული ტექნოლოგიები, ტელევიზორის მხოლოდ რეალურ დროში ყურების შესაძლებლობას იძლევა.
- მათგან განსხვავებით, IPTV ტექნოლოგია, სხვა შესაძლებლობებთან ერთად, ვიდეოს მოთხოვნით მიწოდებას გულისხმობს და მუშაობს ისე, რომ შეძლო "დაპაუზება", დროში წანაცვლებით ყურება, ან ერთი არხის პროგრამიდან სხვა არხის პროგრამაზე ისე გადართვა, რომ უკან დაბრუნებისას იქიდან განაგრძო ყურება, სადაც შეწყვიტე.
რამდენად ხელმისაწვდომია გადახვევის ფუნქცია საქართველოში?
- საქართველოში, აბონენტებმა IPTV ტექნოლოგიით სარგებლობა 2010 წლიდან დაიწყეს და წლის ბოლოს მათი რაოდენობა 13 000 იყო.
- კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ანალიტიკური გვერდის მიხედვით, 2018 წლიდან დღემდე, ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მზარდია.
- 2022 წლის სექტემბრის მაჩვენებლით, მაუწყებლობის IPTV ტექნოლოგიით ტრანზიტის სერვისს საქართველოში 589,408 აბონენტი იყენებს.
მონაცემების წყარო: TMI
რამდენად პოპულარულია?
- საქართველოში ტელევიზიებს მეტწილად, რეალურ დროში უყურებენ. შესაბამისად, ტელეყურების საერთო მონაცემებში, გადახვევით ყურების პროცენტი დაბალია.
- ამ ფუნქციის გამოყენება შედარებით გაიზარდა კოვიდ 19-ის დროს ლოქდაუნისას, 2020-21 წლებში და 12-13% შეადგინა.
მონაცემების წყარო: TMI
ასაკობრივი სეგმენტი
- საქართველოს 7 დიდი ქალაქის — თბილისის, რუსთავის, გორის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმისა და ფოთის მოსახლეობის მონაცემების მიხედვით, პროგრამებს გადახვევით ყველაზე მეტად, საშუალოდ, 41-დან 45 წლამდე მაყურებელი უყურებს .
მონაცემების წყარო: TMI
რას უყურებენ?
- 2018 წელს, გადახვევით ყურების მაჩვენებლებში მხატვრული ფილმები ლიდერობდა;
- 2022 წელს, ისევე, როგორც ბოლო წლებში, პირველ ადგილზე სერიალებია, შემდეგ თოქ-შოუები და საინფორმაციო პროგრამები.
- 2018 წლიდან დღემდე, გადახვევით ყურების პარამეტრით, ქართულ ტელესივრცეში ყველაზე პოპულარულია "ფორმულა კრეატივის" სატელევიზიო სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები".
მონაცემების წყარო: TMI
ამ ფუნქციით, ყველაზე ხშირად უყურებენ ტელევიზიებს:
- "იმედი", "მთავარი არხი", "GDS" და "რუსთავი 2".
- TMI-ის მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში
მონაცემების წყარო: TMI
როგორ აისახა ეს ტექნოლოგია სატელევიზიო რეკლამის ჩვენებებზე?
ამ ტექნოლოგიამ კონფორტი შეუქმნა მაყურებელს, ტელე და სარეკლამო ინდუსტრიას კი — სირთულეები.ძველებურად, აღარც პოპულარობაა სატელევიზიო შოუების წარმატების ერთადერთი გასაღები, რადგან თუ ამ პოპულარულ შოუებში მაყურებელი არ ნახავს რეკლამას, რეკლამის განმთავსებლებისთვის აღარ არსებობს მიზეზი ამ პროექტებში ფულის დასახარჯად.
შესაბამისად, მსოფლიოს მასშტაბით, სატელევიზიო აუდიტორიების შემსწავლელმა დიდმა კომპანიებმა დაიწყეს "ცოცხალი მაყურებლისა" და "დროში გადანაცვლებული აუდიტორიების" რეიტინგების განცალკევებულად დათვლა და ამ აუდიტორიებზე კომერციული რეკლამის განსხვავებული ფასების დადგენა.
- მათ შორისაა გაყიდვების სახლი Video Research (იაპონია), რომელიც 1962 წლიდან სწავლობს და აანალიზებს სატელევიზიო აუდიტორიას. მათ ამ მიდგომას 2016 წლის შემდეგ მიმართეს.
- მიდგომები და მონეტიზების გზები შეცვალა ამერიკულმა კომპანია "ნილსენმაც", რომელიც ახლა აუდიტორიას ითვლის არა ძველებურად, არამედ უკვე იმის გათვალისწინებით, ყოველდღიურად, რამდენ დროს ატარებენ ადამიანები ტელევიზორთან დაკავშირებულ მოწყობილობებთან, ისეთებთან, როგორიცაა: DVD/Blu-Ray მოწყობილობები, სათამაშო კომპიუტერთან და ინტერნეტთან დაკავშირებულ სხვა მოწყობილობებთან, და მათ შორის, სტრიმინგ-პლატფორმებთან (მაგ: ნეტფლიქსი, ჰულუ და ა.შ.), თუ "ჭკვიან ტელევიზორებთან". შემდეგ კი ამ მონაცემებს ადარებენ ტელევიზორის ტრადიციული ფორმით ყურებაში გატარებულ დროსთან.
- თუმცა, 2019 წელს, კვლევითმა ცენტრმა Informs-მა (*ოპერაციების კვლევისა და მენეჯმენტის მეცნიერებათა ინსტიტუტი) ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვით, დროში წანაცვლებული ყურების ქცევას არ შეუმცირებია იმ მაყურებელთა რიცხვი, ვინც პირდაპირ ეთერში უყურებს ტელევიზიას და რომ პირიქით, ამ შესაძლებლობამ მაყურებელთა საერთო, ჯამური რაოდენობა გაზარდა.
- იგივეზე მიუთითებს კარნეგი-მელონის კვლევითი უნივერსიტეტის 2019 წლის კვლევა.
- საქართველოში, დიდ სარეკლამო კომპანია Butterfly Media-ს ვკითხეთ, დროში წანაცვლებული ყურების ფაქტორის გათვალისწინებით, მათაც შეცვალეს თუ არა მიდგომა რეკლამის განთავსებისას. რუსუდან ბერიანიძემ, კომპანიის მედია დირექტორმა გვითხრა, რომ ფასების დადგენა ამ კრიტერიუმით არ ხდება. კამპანიის დაგეგმვისას ხელმძღვანელობენ პარამეტრებით, რომელიც დაფუძნებულია რეიტინგების ჯამურ მაჩვენებელზე. იგულისხმება იმ წუთების რეიტინგების ჯამი, რომელშიც კონკრეტული სარეკლამო რგოლი გავიდა.
16.12.2022
ვრცლად