კატეგორია - საქართველო
კომუნიკაციების კომისიამ დასაშვებად ცნო მმართველი პარტია
“ქართული ოცნების” საჩივარი, რომლითაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად
განწყობილი არხების დასანქცირებას ითხოვს აქცია “შინ ევროპისკენ”
ვიდეორგოლის გაშვების გამო.
კომისიის წევრების თქმით, საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე რეკლამის შინაარსში არ შედიან და ჩაითვლება თუ არა ვიდეორგოლი პოლიტიკურად არსებითი განხილვის სხდომაზე იმსჯელებენ.
კომისიის გადაწყვეტილებით, არსებითი განხილვა 23 აგვისტოს 15:00 საათზე გაიმართება.
ვრცლად “შინ ევროპისკენ” ვიდორგოლზე წაიკითხეთ ამ ბმულზე.
“მთავარ არხში”, “ფორმულასა” და ტელეკომპანია “პირველში” ამბობენ, რომ “ოცნების საჩივრის მიზანი ტელევიზიებისთვის ფინანსური პრობლემების შექმნაა. კრიტიკულ მედიასაშუალებებში მიიჩნევენ, რომ რომ კომუნიკაციების კომისია სამივე ტელევიზიას დააჯარიმებს და ამით “ხელისუფლების დაკვეთას შეასრულებს.”

რატომ არის მნიშვნელოვანი?
არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული შინაარსის ვიდეორგოლების განთავსების ხელშეშლა ქვეყანაში საფრთხეს უქმნის პლურალიზმს და ამგვარი დამოკიდებულება შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პრინციპებთან.კონტექსტი
“ქართული ოცნება” “მთავარ არხს”, “ფორმულასა” და ტელეკომპანია “პირველს” კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უჩივის 2022 წლის 23 და 24 ივნისს გასული ვიდეორგოლის გამო. მმართველი პარტიის აზრით:- ვიდეო წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა და არაწინასაარჩევნო პერიოდში ასეთი რეკლამის განთავსება და გავრცელება კანონდარღვევაა.
- ემსახურება “ქართული ოცნების” და მისი იდეის უარყოფითად ფორმირებას და მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში არჩევისათვის ხელის შეშლას.
ვრცლად “შინ ევროპისკენ” ვიდორგოლზე წაიკითხეთ ამ ბმულზე.
ხელისუფლებისადმი კრიტიკული მედიასაშუალებების არგუმენტები
საკითხის განსახილველად დასაშვებობის სხდომაზე ტელეკომპანია “პირველის”, “ფორმულისა” და “მთავარი” არხის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მმართველი პარტიის საჩივარი კომისიას დასაშვებად არ უნდა ეცნო, რადგან:- სადავო ვიდეორგოლი ვერ ჯდება პოლიტიკური წინასაარჩევნო რეკლამის განმარტებაში.
- დაინტერესებული მხარე ვერ იქნება “ქართული ოცნება”, რადგან ვიდეოში “ქართული ოცნების” სიმბოლიკა არაა გამოყენებული და მასში პირები წარმოდგენილი არიან როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირები და არა პარტიის: ვიდეოში წარმოჩენილი არ არიან საარჩევნო სუბიექტები.
- ეს არის სოციალური რეკლამა და შეუძლებელია აზიანებდეს პარტიას, რომელიც არ ჩანდა კლიპში.
- ვიდორგოლში გასული განცხადებები კონტექსტიდან ამოგლეჯილი არ ყოფილა.
- ეს რეკლამა სოციალური შინაარსის იყო და ამ შემთხვევაში მხარემ სასამართლოში უნდა იდავოს.
“მთავარ არხში”, “ფორმულასა” და ტელეკომპანია “პირველში” ამბობენ, რომ “ოცნების საჩივრის მიზანი ტელევიზიებისთვის ფინანსური პრობლემების შექმნაა. კრიტიკულ მედიასაშუალებებში მიიჩნევენ, რომ რომ კომუნიკაციების კომისია სამივე ტელევიზიას დააჯარიმებს და ამით “ხელისუფლების დაკვეთას შეასრულებს.”
11.08.2022
ვრცლად