06.09.2017
1
The Chicago Tribune-მა აპრილის მასალაში ცნობილი ტელეევანგელისტის ბილი გრაჰმის გარდაცვალების შესახებ წერდა. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც მედიასშუალებებმა ტელეევანგელისტი გარდაცვლილად გამოაცხადა. 2011 წელსაც, CBS-ის შვილობილმა WBTV-მ მისი სიკვდილის შესახებ გადმოსცა ინფორმაცია. T
he Chicago Tribune-ის შესწორებაში ვკითხულობთ: “ორშაბათის მასალა ბილი გრაჰამის სიკვდილის შესახებ იუწყებოდა - ის ცოცხალია”.
2
The New York Times-ის მექანიკური შეცდომა განხილვის საგანი გახდა, გამოცემამ 5 აპრილის მასალაში ივანკა ტრამპი პრეზიდენტ ტრამპის მეუღლედ მოიხსენია. გამოცემამ მოგვიანებით, მასალა ასე შეასწორა: ტექნიკური შეცდომის გამო, ჩვენს მასალაში ივანკა ტრამპი მოხსენიებული იყო, როგორც პრეზიდენტ ტრამპის მეუღლე. მისი მეუღლე არის მელანია, ივანკა პრეზინდეტ ტრამპის ერთ-ერთი შვილია”.
3
The New York Times-მა 26 მარტის მასალაში - “რატომ მოდის ყველა ჯიჰადისტი ბირმინგემში” - ორი რელიგია ერთმანეთში აურია. “მასალას, რომელიც ბირმინგემში მცხოვრებ მუსლიმებს ეხებოდა, ფოტო შეცდომით ერთვოდა. მასზე გამოსახული იყო არა მუსლიმი, არამედ რელიგიური მიმდინარეობა - სიხის წარმომადგენელი მამაკაცი”, - ვკითხულობთ გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ შესწორებაში.
წყარო: Imediaethics