25.04.2017
“სხვები რომ დავარწმუნოთ, ჩვენი უნდა
სჯეროდეთ. ჩვენი რომ სჯეროდეთ, უნდა გვენდობოდნენ. და თუ გვსურს, რომ
გვენდონ, მაშინ სიმართლე უნდა ვთქვათ, ” - ედვარდ
მაროუ.
25 აპრილს, ცნობილი ჟურნალისტისა და წამყვანის დაბადების დღეა. ედვარდ
მაროუ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჟურნალისტია. თუმცა, თავად არც
წარმოედგინა რეპორტიორი და წამყვანი თუ გახდებოდა. მან 1930 წელს
ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლიტიკის მეცნიერებისა და
საერთაშორისო ურთიერთობების განხრით დაამთავრა. კარიერაც უფრო
აკადემიური მიმართულებით დაიწყო. მოგვიანებით, 1935 წელს მომავალმა
ჟურნალისტმა CBS-ში კომუნიკაციების დირექტორად დაიწყო მუშაობა.