02.06.2015
„იგი მხილებულია სულ მცირე ხუთი სტატიის პლაგიატში“ - განაცხადა The Time Leader-ის აღმასრულებელმა რედაქტორმა ჯორჯ სფორმა.
როგორც გაირკვა, ჟურნალისტი მასალებს სხვადასხვა ონლაინ გამოცემებისგან იპარავდა და ზოგ შემთხვევაში, მის მიერ გამოქვეყნებული მასალები თითქმის ერთი-ერთში ემთხვეოდა პირველწყაროს.
გაზეთის რედაქტორმა ჟურნალისტის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სარედაქციო სვეტის საშუალებით გაავრცელა, მან პალაგიატის ავტორი ჟურნალისტის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა საზოგადოებას მისი საქციელის გამო ბოდიში მოუხადა.
„გარწმუნებთ, რომ ჩვენი რედაქტორები ეძებენ ყველა შესაძლო ხერხს, რომ ასეთი ცუდი ჟურნალისტიკის გამოჩენა გაზეთის ფურცლებზე მაქსიმალურად შეამცირონ, ჩვენ ასევე გადავდგით ნაბიჯები რათა გაზეთი გახდეს უფრო გამჭვირვალე ჩვენი მკითხველებისათვის და ეს სვეტი სწორედაც, რომ ამის დასტურია“ - განაცხადა The Time Leader-ის აღმასრულებელმა რედაქტორმა ჯორჯ სფორმა.
წყარო www.imediaethics.org