19.09.2018
Times-ის მოსაზრების სვეტის რედაქტორმა ჯეიმს დაომ განმარტა, რომ პიროვნებამ, რომელსაც ის კარგად იცნობდა და ენდობოდა, მას განუცხადა, რომ თეთრ სახლში იყო ადამიანი, რომელსაც op-ed-ის დაწერა სურდა და რომ მას ავტორთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა.
მიუხედავად რედაქციის განმარტებისა, The New York Times-ის ამ ანონიმურმა Op-ed-მა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ეთიკური თვალსაზრისით რამდენიმე კითხვა წამოჭრა.
- იმ დროს, როდესაც თავად New York Times და სხვა მედიასაშუალებები
ანონიმური წყარობის გამოყენების შემცირების შესახებ საუბრობენ, Times
კიდევ უფრო შორს მიდის და ანონიმურ წყაროს საავტორო სვეტში
იყენებს;
- რა მოხდება, თუკი Times-ის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები
ავტორის ვინაობას დაადგენენ? Times ყოფილმა რედაქტორმა და The
Washington Post-ის ახლანდელმა მესვეტემ მარგარეტ სულივანმა
განაცხადა, რომ თავად მასალას არანაირი ღირებულება არ ჰქონდა, მაგრამ
თუკი Times-ის ახალი ამბების განყოფილება ავტორის ვინაობას შეიტყობს,
ეს ეთიკური თვალსაზრისით კითხვებს გააჩენს;
- Times-ის რედაქტორმა პიტერ დაომ ისიც განმარტა, რომ ავტორის
შესახებ ინფორმაცია მოიკვლია და გამოცემა ამ წყაროების არსებობაში
100%-ით დარწმუნდა. თუმცა, კითხვის ნიშანს აჩენს როგორ მოხდა
გადამოწმება? Times-ის op-ed-ში საუბარია, რომ ტრამპის
ადმინისტრაციაში არსებობს თანამოაზრეების ერთგვარი გუნდი, რომელიც
ავტორის პოზიციებს იზიარებს და მასთან ერთად მუშაობს. სცადა კი New
York Times-მა რომელიმე მათგანთან გასაუბრება, მათი არსებობის შესახებ
ინფორმაციის გადამოწმება და იმის დაზუსტება მართლაც არიან თუ არა
ისინი op-ed-ის ავტორს თანამოაზრეები?
- რატომ მისცა Times-მა მის ანონიმურ წყაროს უფლება, რომ მას კიდევ საკუთარი ანონიმური წყაროები ჰყოლოდა? რამდენად მოდის ეს ანონიმური წყაროს შესახებ გამოცემის პოლიტიკასთან შესაბამისობაში?
წყარო: imediaethics.org