01.11.2018
გზამკვლევში ხაზგასმით წერია, რომ ჟურნალისტებმა არ უნდა გამოაქვეყნონ ისეთი რამ, რაც დაზარალებულის იდენტიფიცირებას გახდის შესაძლებელს. გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო მაშინ, როდესაც საქმე ბავშვს ეხება.
ამავე გზამკვლევის მიხედვით, მსგავსი ამბების გაშუქების დროს, ძალიან მნიშვნელოვანია თხრობის სტილი და გამოყენებული ლექსიკა.
“თხრობის დროს არ უნდა გამოვიყენოთ ისეთი ტერმინოლოგია, რომელიც ჩადენილ დანაშაულს სენსაციად აქცევს, ვინმეს ბრალეულობაზე მიუთითებს, ან იმის ხაზგსმას ახდენს, რომ მსხვერპლი თანახმა იყო სექსუალურ აქტზე”, - აღნიშნავს IPSO.
ბრიტანეთის პრესის თვითრეგულირების ორგანო მსხვერპლის იდენტიფიცირების თავიდან აცილების მიზნით ჟურნალისტებს ონლაინსივრცეში განთავსებული მასალების ქვეშ დაწერილი კომენტარების მართვის რეკომენდაციით მიმართავს.
IPSO ჟურნალისტებისთვის, რომლებიც სექსუალური ძალადობის შესახებ მასალებზე მუშაობენ, რამდენიმე მთავარ კითხვას სვამს:
- რა ინფორმაციას დებ მასალაში სავარაუდო დანაშაულის
შესახებ?
- ხომ არ შეიცავს შენს მიერ მოთხრობილი ამბავი რაიმე ისეთ
ინფორმაციას, რაც მსხვერპლის იდენტიფიცირებას შეუწყობს ხელს?
- ხომ არ შეიცავს ამბავი დანაშაულის ჩადენის ადგილის ან
რაიმე სხვა გარემოების შესახებ ინფორმაციას, რაც ასევე ხელს შეუწყობდა
დაზარალებულის იდენტიფიცირებას?
- ხომ არ შეიცავს ამბავი ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად
გაიცნეს ერთმანეთი ბრალდებულმა და მსხვერპლმა?
- ხომ არ ამოიცნობს საზოგადოება ამბის წაკითხვის/ყურების შემდეგ მსხვერპლის ვინაობას?
წყარო: imediaethics.org.