'დემოკრატია სიბნელეში კვდება' - Washington Post-ის მესიჯი Super Bowl-ზე
05.02.2019

The Washington Post-მა ამერიკული ფეხბურთის ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ჩემპიონატის ბოლო თამაშის Super Bowl 2019-ის მიმდინარეობისას ჟურნალისტებისადმი მიძღვნილი რეკლამა სახელწოდებით "დემოკრატია სიბნელეში კვდება"უჩვენა.



1-წუთიანი ვიდეო, რომელსაც მსახიობ ტომ ჰენკსის ხმა გასდევს, მსოფლიოში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტების ამსახველი კადრებით იწყება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დატყვევებული და დაღუპული ჟურნალისტების მოხსენიებით მთავრდება. მათ შორის არიან 2012 წელს სირიაში დაღუპული რეპორტიორი მარი კოლვინი და 2018 წელს თურქეთში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლული ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის რეკლამა The New York Times-მა 2017 წელს ოსკარების დაჯილდოებაზე უჩვენა. მაშინ რეკლამამ ყურადღება პრეზიდენტ ტრამპის მიერ მედიისადმი კრიტიკაზე გაამახვილა.
 


ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ