10.05.2019
“ყველას გვაქვს პირადი შეხედულებები, მაგრამ BBC-ში ჩვენი როლის ნაწილია ეს შეხედულებები არ გავასაჯაროვოთ და ჩვენთვისვე შევინახოთ. ჩვენი სარედაქციო სახელმძღვანელო წესების თანახმად, BBC-ის თანამშრომლებმა არ უნდა გამოხატონ კონკრეტული პოზიცია საჯარო პოლიტიკის, პოლიტიკურ თუ ინდუსტრიაში არსებულ სადავო საკითხებზე. ეს ეხება საჯარო სივრცეში გაკეთებულ განცხადებებს, მათ შორის სოციალურ მედიასაც. არ არსებობს რეალური განსხვავება პირადი და ოფიციალური სოციალური მედიის ანგარიშებს შორის", - The Guardian-ის ცნობით, ამ შინაარსის წერილი მისწერა BBC-ის ახალი ამბების ხელმძღვანელმა ფრან ანსვორთმა ელ.ფოსტით თანამშრომლებს.
გამოცემა წერს, რომ სოციალურ მედიაში ქცევის წესების შესახებ გაფრთხილება BBC-ის თანამშრომლებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც BBC-ზე გასული გადაცემა გააკრიტიკეს და ლგბტ თემის პრობლემების შესახებ Twitter-ზე დაწერეს. თუმცა BBC-ში აცხადებენ, რომ გაფრთხილება ლგბტ თემის პრობლემების შესახებ დაწერილ პოსტებს არ უკავშირდებოდა.
წყარო: iMediaEthics