24.07.2019
ავსტრალიურმა Daily Tlegraph-მა ტრანსგენდერი ბავშვების სქესის
შეცვლის შესახებ კრიტიკული სვეტით მკითხველი შეცდომაში შეიყვანა.
მასალაში სათაურით - “რა სიგიჟემ შეიძლება გაამართლოს ჩვენი შვილების
მწყობრიდან გამოყვანა?” ავტორს ერთ-ერთ podcast-ზე დაყრდნობით
განვითარებული მსჯელობა უტყუარ ფაქტებად აქვს გადმოცემული.
კერძოდ, ავტორი ამბობდა:
- არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ სქესის შეცვლა
თვითდაზიანებების, სუიციდის ან ისეთი მენტალური მდგომარეობის რისკებს
ამცირებს, როგორიცაა დეპრესია ან აუტიზმი.
- არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ბავშვებში შესაბამისი
ჰორმონების გამოყენება უსაფრთხოა.
სვეტის ავტორმა მასალას სხვა შეურაცხმყოფელი და ზიანის მომტანი
განმარტებებიც დაურთო. მაგალითად, ბავშვებში სქესის შეცვლის
პროცედურები ავტრომა “მწყობრიდან გამოყვანად” “ბავშვების
ოპერაციისთვის ბოროტად გამოყენებად” და “მათ სხეულებზე ამაზრზენ
თავდასხმად” შეაფასა. თუმცა, როგორც პრესის საბჭოში განმარტეს, ეს
საკითხის გარშემო სამომავლო მსჯელობისა და დებატებისთვის საზოგადოების
ინტერესში შედიოდა.
წყარო: imediaethics.org