24.12.2019
ჯამალ ხაშოგი 2018 წლის 2 ოქტომბერს სტამბოლში მდებარე არაბეთის საკონსულოში შევიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა. თავდაპირველად, საუდის არაბეთი ჟურნალისტის გაუჩინარებაში ქვეყნის რაიმე ფორმით ჩართულობას ორი კვირის განმავლობაში უარყოფდა და ამბობდა, რომ ხაშოგი საკონსულოდან ცოცხალი გავიდა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც თურქეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ჟურნალისტი საკონსულოში მოკლეს და მისი გვამი გაანადგურეს, საუდის არაბეთი საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი წნეხის ქვეშ მოექცა და იძულებული გახდა, რომ ჟურნალისტის მკვლელობა ოფიციალურად დაედასტურებინა.
- ვრცლად წაიკითხეთ: საუდის არაბეთი ჯამალ ხაშოგის მკვლელობას ადასტურებს