31.08.2021
პულიცერის პრემია „სპეციალური აღნიშვნის“ კატეგორიაში იმ “ავღანელი ქალებისა და კაცების პატივსაცემად გაიცა, რომლებმაც დიდი რისკის ფასად თავი მიუძღვნეს იმ ჟურნალისტიკის მხარდაჭერასა და შექმნას, რომელმაც ცხოვრებისა და ომის ათწლეულები ასახა“.
„პულიცერის პრიზის“ კომიტეტის განცხადებაში წერია, რომ პრემია გადაეცა მედიის თანამშრომლებს, ფრილანსერ კორესპონდენტებს, თარჯიმნებს, მძღოლებს, წამყვანებსა და ყველა ავღანელს, რომლებმაც წვლილი შეტანეს იმ ფოტოებისა და ამბების შექმნაში, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ტრაგიკული და რთული ვითარების გააზრებაში.
100 000 დოლარიან გრანტს „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ) გაანაწილებს.
“გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ ავღანელების მხარდაჭერას, ვისმა სიმამაცემ, უნარებმა და თავისუფალი პრესის იდეალისადმი ერთგულებამ ბოლო ათწლეულებში ხელი შეუწყო ძალიან მნიშვნელოვანი ჟურნალისტიკის შექმნას “, - ამბობენ „პულიცერის პრიზის“ კომიტეტის თანათავმჯომარეები.
ამ კატეგორიაში ჯილდო ბოლოს თინეიჯერმა დარნელა ფრეიზერმა მიიღო, რომელმაც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა გადაიღო. ამავე კატეგორიაში პულიცერის პრემია მიღებული აქვთ არეტა ფრანკლინს, ბობდ დილანს, იდა უელსსა და სხვებს.