03.02.2022
რა მოხდა?
CNN-ის
ინფორმაციით, თანამშრომლებისთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია იყო,
როდესაც ახალი ამბების გავლენიანმა მმართველმა, ოთხშაბათს დილით
გამოაცხადა, რომ თანამდებობას დაუყოვნებლივ ტოვებდა.- მოულოდნელ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ზაკერმა CNN-ის მთავარ აღმასრულებლებთან ისაუბრა და მიანიშნა, რომ გამოცემაში მცირე დროით დარჩენა და სკანდალის გარეშე წასვლა სურდა.
- თუმცა, გამოცემა საქმეში მონაწილე ორ წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ თუ ზაკერი თავისი ნებით არ გადადგებოდა, მას გადაყენება ემუქრებოდა.
რატომ გადადგა ზაკერი?
ჯეფ ზაკერმა ამ გადაწყვეტილებამდე ორი თვით ადრე, 4 დეკემბერს CNN-ის ცნობილი წამყვანი კრის კუომო სამსახურიდან გაათავისუფლა იმის გამო, რომ ის ძმას, ენდრიუ კუომოს სექსუალური შევიწროვების შესახებ ბრალდებებისგან დაცვაში ეხმარებოდა თავის ჟურნალისტურ სტატუსსა და გავლენას იყენებდა.ვრცლად ამ თემაზე: რატომ გაათავისუფლა რეიტინგული ტელეწამყვანი CNN-მა?
- ჯეფ ზაკერი ამბობს, რომ მისი პირადი ცხოვრება მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც კრის კუომოს საქმის გამოძიების ფარგლებში, თავის უახლოეს კოლეგასთან ურთიერთობის შესახებ დაუსვეს კითხვა.
- ჯეფ ზაკერს ურთერთობა ელისონ გოლუსტთან აქვს, რომელიც CNN-ის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი და მარკეტინგის მთავარი ოფიცერია.
- ზაკერმა და გოლუსტმა ერთად მუშაობა 1998 წელს, NBC-ში დაიწყეს.
შემდეგ ზაკერი CNN-ში გადავიდა და გოლუსტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც
თავისთან დაასაქმა.
ელისონ გოლუსტის თქმით: "მე და ჯეფი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვიყავით ახლო მეგობრები და პროფესიონალი პარტნიორები. ჩვენი ურთიერთობა ცოტა ხნის წინ, COVID-ის პანდემიის დროს შეიცვალა. ვნანობ, რომ ეს დროულად არ გავამჟღავნეთ“.
CNN-ის მფლობელი კომპანიის, WarnerMedia-ს კორპორატიული ეთიკის პოლიტიკა
- თანამშრომლებმა არ უნდა დაიქირაონ ადამიანი, ვისთანაც აქვთ პირადი ურთიერთობა.
- იმ შემთხვევაში კი, თუკი მას პირადი ურთიერთობა ან ბიზნესი აქვს თანამშრომელთან, რომლის დასაქმებაზე, წინსვლაზე ან დაქირავებაზე შეუძლია გავლენა იქონიოს, წინასწარ უნდა აცნობოს ადამიანური რესურსების (HR) დეპარტამენტს.