Fox News-ის დაჭრილი რეპორტიორი უკრაინიდან გაიყვანეს
16.03.2022
Fox News-ის დაშავებული რეპორტიორი ბენჯამინ ჰოლი უკრაინიდან გაიყვანეს.

დეტალები

"ფოქს ნიუსის" ინფორმაციით, ბენჯამინ ჰოლი უსაფრთხოდაა, კარგ განწყობაზეა და მკურნალობას განაგრძობს.

კონტექსტი

  • 14 მარტს კიევთან ახლოს, ჰორენკაში ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომელშიც "ფოქს ნიუსის" რეპორტიორთან ერთად ამავე არხის ოპერატორი პიერ შაშევსკი და მათთან ერთად მომუშავე უკრაინელი ჟურნალისტი პროდიუსერის ალექსანდრა (საშა) კუვშინოვა იყვნენ. ორივე მათგანი დაიღუპა.
  • მძიმედ დაშავდა ბენჯამინ ჰოლი, რომელიც საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს.
  • უკრაინაში ომის გაშუქებისას დაიღუპნენ ამერიკელი ჟურნალისტი ბრენტ რენო და Live TV-ის უკრაინელი ოპერატორი ევგენი საკუნი.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ