22.03.2022
რა მოხდა?
21 მარტის დილით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ მელიტოპოლიდან მედიასაშუალება Melitopolskie Vedomosti-სთან დაკავშირებული პირები გაიტაცეს.ჟურნალისტთა კავშირის ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ჟურნალისტების, იულია ოლხოვსკასა და ლიუბოვ ჩაიკას, გამოცემის მთავარი რედაქტორის იევგენია ბორიანისა და ყოფილი გამომცემელის მიხაილო კუმოკის სახლებში მივიდნენ. ზოგიერთ მათგანს ჩამოართვეს კომპიუტერები და ავტომობილით უცნობი მიმართულებით წაიყვანეს.
- უცნობმა პირებმა გაიტაცეს მიხაილ კუმოკის ცოლი და შვილიც.
- ჟურნალისტები და მათი ოჯახის წევრები რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს.
- ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, გამტაცებლებს მედიის წაარმომადგენლებთან “პრევენციული საუბარი” ჰქონდათ და თანამშრომლობა შესთავაზეს.
- Melitopolskie Vedomosti ჰოლდინგის გენერალური დირექტორი ანნა მედვიდი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების პრორუსმა წარმომადგენლებმა ერთი კვირის წინ სალაპარაკოდ დაიბარეს და თანამშრომლობა შესთავაზეს. ისინი რედაქციის ოფისში შეხვდნენ, სადაც ოკუპანტები თვითნებურად შევიდნენ და ადგილი გაჩხრიკეს. რედაქცია მათთან თანამშრომლობას არ დათანხმდა.
- მედვიდის თქმით, გატაცების მიზანი იყო ჟურნალისტები ეიძულებინათ მხარი დაეჭირათ უკრაინაში რუსეთის შეჭრისთვის.
ომის დროს გაუჩინარებული ჟურნალისტი
10 დღეა გაუჩინარებულია უკრაინული მედიასაშუალების, hromadske-ის ჟურნალისტი ვიკტორია როშჩინა. გამოცემის ინფორმაციით, ის რუსმა ოკუპანტებმა დაატყვევეს.ვრცლად ამ თემაზე: უკრაინაში ჟურნალისტი გაუჩინარდა