22.03.2022
დეტალები
“ნოვაია გაზეტას” მთავარი რედაქტორი დმიტრი მურატოვი აუქციონის სახლებს მოუწოდებს მისი ცნობილი ჯილდო გასაყიდად გაიტანონ.“ იმისთვის, რომ ლტოლვილებს, დაჭრილებს და ბავშვებს, რომლებსაც გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროებათ გაუზიარო ის, რაც შენთვის ძვირფასია და სხვებისთვის ღირებულია. მე და “ნოვაია გაზეტამ” გადავწყვიტეთ 2021 წლის ნობელის პრემიის მედალი “უკრაინელ ლტოლვილთა ფონდს” გადავცეთ.” - წერს მურატოვი.
რუსი რედაქტორი ამბობს, რომ დაუყოვნებლივ:
- უნდა შეწყდეს ცეცხლი
- გაიცვალონ პატომრები
- გადასცენ დაღუპულთა ცხედრები
- უზრუნველყონ ჰუმანიტარული კორიდორები და დახმარება
- მხარი დაუჭირონ ლტოლვილებს
- "ნოვაია გაზეტა" კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიაა და მუქარის, ძალადობისა და მკვლელობების მიუხედავად გამოცემას და დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას მაინც აგრძელებს.
- თუმცა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში მიღებული კანონმდებლობის გამო “ნოვაია გაზეტამ” გადარჩენის მიზნით ომის გაშუქება შეაჩერა.
- გაზეთის დაფუძნებიდან დღემდე მისი 6 ჟურნალისტია მოკლული, მათ შორისაა ანნა პოლიტკოვსკაია. დმიტრი მურატოვს ნობელის პრემიის მინიჭება კრემლშიც მიულოცეს.