24.03.2022
რა მოხდა?
42 წლის ოკსანა ბაულინა ლატვიაში ბაზირებული დამოუკიდებელი საგამოძიებო ახალი ამბების მედიასაშუალება The Insider-ისთვის მუშაობდა. 23 მარტს კიევის დაბომბილ პოდილსკის რაიონს იღებდა, რა დროსაც რუსეთის ძალებმა ადგილი კიდევ ერთხელ დაბომბეს.თავდასხმის დროს ადგილზე დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქეც. დაიჭრა ბაულინას თანმხლები ორი ადამიანი - ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ვინ იყო ოკსანა ბაულინა?
ოკსანა ბაულინა The Insider-ისთვის უკრაინაში მუშაობდა. ის რუსეთის პოლიტიკასა და კორუფციის თემებს აშუქებდა.მანამდე, ის რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ანტიკოროფციული ფონდისთვის, პროდიუსერად მუშაობდა. მან არხი Navalny LIVE შექმნა. ის, დროებით რუსმა სამართალდამცველებმა დააკავეს ნავალნის შტაბში შეჭრისას. ბაულინას რუსეთის დატოვება მას შემდეგ მოუწია, რაც 2021 წლის ივნისში ნავალნის ორგანიზაცია მოსკოვმა “ექსტრემისტულად” გამოაცხადა.
ბაულინა ასევე მუშაობდა რუსეთიდან დევნილი ოლიგარქის მიხაილ ხოდორკოვსკის ორგანიზაცია „ღია რუსეთისთვის", ასევე თანამშრომლობდა “რადიო თავისუფლებასა” და „მედიაზონასთან”. 2017 წელს “რადიო თავისუფლებამ” ბაულინას შესახებ დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა.
პოლიტიკით დაინტერესებამდე ოკსანა ბაულინა ჟუნრალ Time Out Moscow-სა და In Style-ისა და Glamour-ისთვის მუშაობდა.
- "საოცრად მამაცი რუსი ჟურნალისტი, რომელიც საკუთარი ქვეყნის არმიამ კიევის პოდოლის რაიონში სამოქალაქო დასახლებების დაბომბვისას მოკლა. ის დაბომბვებისგან მიყენებული ზიანის გაშუქების დროს დაიღუპა”,- წერს “ტვიტერზე” საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფის Bellingcat-ის რეპორტიორი კრისტო გროზევი.
უკრაინაში ომის გაშუების დროს დაიღუპნენ:
- The Insider-ის ჟურნალისტი ოკსანა ბაულინა
- "ფოქს ნიუსის"ოპერატორი პიერ შაშევსკი
- “ფოქს ნიუსის” ფიქსერი ალექსანდრა (საშა) კუვშინოვა
- ამერიკელი ჟურნალისტი ბრენტ რენო
- Live TV-ის უკრაინელი ოპერატორი ევგენი საკუნი.