24.03.2022
Google News კომპანია Alphabet-ის ( “გუგლის” მშობელი კომპანია) პროდუქტია, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა გამოცემის სტატიებს სთავაზობს. აპლიკაციის სახით ის “ანდროიდზე”, iOS-სა და ვებზეა ხელმისაწვდომი.
დაბლოკვის მიზეზი: მარეგულირებელი “გუგლ ნიუსს” უკრაინაში “სამხედრო ოპერაციის” შესახებ “ყალბ” მასალებზე წვდომის დაშვებას ედავება.
“როსკომნადზორმა” გადაწყვეტილება რუსეთის პროკურატურის თხოვნის საფუძველზე მიიღო.
- "ამერიკული ონლაინ ახალი ამბების რესურსმა უზრუნველყო წვდომა არაერთ პუბლიკაციასა და მასალაზე, რომელიც არაავთენტურ და საჯაროდ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო სპეც.ოპერაციის შესახებ”, - აცხადებს რუსეთის მარეგულირებელი.
- მოკლედ: რას ამბობს „ფეიკების“ შესახებ ახალი რუსული კანონი?
- ფეიკების” კიდევ ერთი კანონი რუსეთის სამთავრობო უწყებების საგარეო საქმიანობის შესახებ
Google-ის პოზიცია: კომპანიამ დაადასტურა, რომ რუსეთში მომხმარებლებს Google News-ის აპლიკაციასა და ვებგვერდზე წვდომასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ, თუმცა ამის მიზეზი მათი მხრიდან ტენიკური პრობლემა არაა.
- “ ბევრი ვიშრომეთ, რათა საინფორმაციო სერვისები, როგორიცაა “ნიუსი”, რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყო ხელმისაწვდომი რუსეთში მცხოვრები ხალხისთვის” - ამბობს “გუგლის” წარმომადგენელი.
რუსეთმა Meta “ექსტრემისტულ ორგანიზაციად” გამოაცხადა