რუსეთში Deutsche Welle “უცხოელ აგენტად” გამოაცხადეს
28.03.2022
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ გერმანული მაუწყებენლი “დოიჩე ველე” იმ მედიასაშუალებების სიას დაამატა, რომლებიც “უცხოელ აგენტებად” მიიჩნევიან.

მედიის “უცხოელ აგენტად” გამოცხადება ნიშნავს, რომ მედიასაშუალების გამოქვეყნებულ მასალებს თანდართული უნდა ჰქონდეს მითითება “უცხოელი აგენტობის” შესახებ.

გერმანული მედიასაშუალება 119-ე მედიაა, რომელიც რუსეთში “უცხოელ აგენტად” გამოცხადდა.

მანამდე, “დოიჩე ველეს” ვებგვერდი რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ე.წ როსკომნადზორმა მარტის დასაწყისში დაბლოკა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ