Новая газета მუშაობას აჩერებს
28.03.2022
რუსული დამოუკიდებელი მედიასაშუალება “ნოვაია გაზეტა” მუშაობას აჩერებს.

მიზეზი: რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებლის კიდევ ერთი გაფრთხილებაა.

განცხადება: “როსკომნადზორისგან” კიდევ ერთი გაფრთხილება მივიღეთ. ამის შემდეგ ჩვენ ვაჩერებთ გაზეთის გამოცემას ვებგვერდზე, ქსელებსა და ქაღალდზე - “უკრაინის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის დასრულებამდე. პატივისცემით, “ნოვაია გაზეტას” რედაქტორები.”

რუსეთში “ფეიკების” შესახებ კანონების გამო არაერთი მედიასაშუალება დაიბლოკა ან დაიხურა. კანონით ისჯება რუსეთის უკრაინაში ომისთვის “ომის” დარქმევა და მას რუსეთის ხელისუფლება “სამხედრო სპეცოპერაციად” მოიხსენიებს.




“ნოვაია გაზეტას” რედაქტორს დმიტრი მურატოვს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გასულ წელს გადასცეს.




  • "ნოვაია გაზეტა" კრემლისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიაა და მუქარის, ძალადობისა და მკვლელობების მიუხედავად გამოცემას და დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას მაინც აგრძელებს.
  • თუმცა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში მიღებული კანონმდებლობის გამო “ნოვაია გაზეტამ” გადარჩენის მიზნით ომის გაშუქება შეაჩერა.
  • გაზეთის დაფუძნებიდან დღემდე მისი 6 ჟურნალისტია მოკლული, მათ შორისაა ანნა პოლიტკოვსკაია. დმიტრი მურატოვს ნობელის პრემიის მინიჭება კრემლშიც მიულოცეს.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ