რუსეთი Wikipedia-ს უკრაინაში ომზე ინფორმაციის წაშლას სთხოვს
01.04.2022
რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი “როსკომნადზორი” უფასო ონლაინ ენციკლოპედიას Wikipedia-ს დაჯარიმებით ემუქრება.

რა მოხდა?

რუსეთის მარეგულირებელი Wikipedia-ს 4 მილიონი რუბლით (49 000$) დააჯარიმებს, თუ რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე კრემლის ვერსიისგან განსხვავებულ ინფორმაციას არ წაშლის.

“როსკომნადზორი” ითხოვს ენციკლოპედიამ, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მოხალისეები არედაქტირებენ:

  • წაშალოს ყველა ინფორმაცია უკრაინაში შეჭრის შესახებ, რომელიც რუსებს “არასწორ” ინფორმაციას აწვდის.
  • “არალეგალური ინფორმაციის” არ წაშლის გამო Wikipedia-ს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება.

“ვიკიპედიის” რუსმა რედაქტორებმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში თქვეს, რომ “როსკომნადზორისგან” ენციკლოპედიის დაბლოკვის მუქარა მიიღეს. ამის მიზეზი რუსული მასალა “რუსეთის უკრაინაში შეჭრა (2022)” გახდა, რომელშიც ეწერა უკრაინული მთავრობის მონაცემები დაღუპული უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და რუსი სამხედროების შესახებ.

The Wikimedia Foundation-ს - “ვიკიპედიის” მშობელ ორგანიზაციას, რომელიც სან-ფრანცისკოშია ბაზრირებული რუსეთის მარეგულირებლის მოთხოვნაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

თუმცა, 3 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაცია წერს, რომ ცენზურისა და მათი მოძრაობის წვერების დაშინების ფონზე უკან დახევას არ აპირებს და დაიცავს საკუთარ მისიას - მიაწოდოს უფასო ცოდნა მსოფლიოს.

რუსეთი უკრაინაში შეჭრასა და სრულმასშტაბიან ომს “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს. ცენზურის მიზნით ქვეყანაში შესაბამისი კანონმდებლობა მიიღეს.

მოკლედ: რას ამბობს „ფეიკების“ შესახებ ახალი რუსული კანონი?

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ