უკრაინაში "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი დაიღუპა
29.04.2022
კიევში სარაკეტო თავდასხმას  "რადიო თავისუფლების" კიევის ბიუროს ჟურნალისტი და პროდიუსერი  ვერა გირიჩი ემსხვერპლა.
ინფორმაციას ადასტურებს "რადიო თავისუფლების" კიევის ბიურო.

რა მოხდა?

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 28 აპრილს რუსეთის ძალებმა უკრაინის დედაქალაქში საჰაერო იერიში მიიტანეს. ვერა გირიჩი კიევში საკუთარ სახლში იმყოფებოდა, როდესაც კორპუსს ჭურვი მოხვდა. გირიჩის ცხედარი დილით ნახეს. 

ვერა გირიჩი "რადიო თავისუფლებაში" 2018 წლიდან მუშაობდა. მანამდე ის უკრაინულ სატელევიზიო არხებთან თანამშრომლობდა.

დაღუპული ჟურნალისტები

უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ბოლო მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის დაწყებულ ომში დაიღუპა მედიის 20 თანამშრომელი ადგილობრივი და უცხოური გამოცემებიდან.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ