10.05.2022
წელს პულიცერის სპეციალური ჯილდო უკრაინელ ჟურნალისტებს მიენიჭათ.
პულიცერის საბჭოს განმარტებით, სპეციალური ჯილდო უკრაინელ ჟურნალისტებს ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრისა და რუსეთში მისი პროპაგანდისტული ომის დროს, სიმამაცის, გამძლეობისა და ჭეშმარიტი გაშუქებისადმი ერთგულებისთვის მიენიჭათ.
„დაბომბვების, გატაცების, ოკუპაციისა და მათ შორის ჟურნალისტების სიკვდილის მიუხედავადაც კი, აგრძელებენ ამ საშინელი რეალობის ზუსტი სურათის ჩვენებას ურაინისა და მსოფლიოში ჟურნალისტების პატივისაცემად“ - ვკითხულობთ ოფიციალურ გვერდზე.
პულიცერის პრემიის 2022 წლის გამარჯვებულები:
- საზოგადოებრივი სამსახური (Public Service) - ვაშინგტონ პოსტი
- Breaking News Reporting – Miami Herald-ის თანამრომლები
- საგამოძიებო რეპორტინგი - Tampa Bay Times-ის თანამშრომლები - კორი ჯონსონი, რებეკა ვულინგტონი და ელი მიურეი
- Explanatory Reporting - Quanta Magazine-ის თანამშრომლები, განსაკუთრებით ნატალი ვოლჩოვერი
- ადგილობრივი რეპორტინგი (Local Reporting) - მედისონ ჰოპკინსი Better Government Association-დან და სესილია რეიესი Chicago Tribune-დან
- ნაციონალური რეპორტინგი (National Reporting) - The New York Times-ის თანამშრომლები
- საერთაშორისო რეპორტინგი - The New York Times-ის თანამშრომლები
- ფიჩერსი - ჯენიფერ სენიორი The Atlantic-დან
- კომენტარი - მელინდა ჰენებერგერი The Kansas City Star-დან
- კრიტიკა - სალამიშა ტილე, კრიტიკოსის მონაწილე, The New York Times
- სარედაქციო სვეტი - ლიზა ფალკენბერგი, მაიკლ ლინდენბერგერი, ჯო ჰოლი და ლუის კარასკო Houston Chronicle-დან
- სარედაქციო კარიკატურა - ფაჰმიდა აზიმი, ენტონი დელ კოლ, ჯოშ ადამსი და უოლტ ჰიკი ინსაიდერის, ნიუ-იორკში
- ახალი ამბების ფოტო - მარკუს იამი Los Angeles Times-დან
- ფოტოისტორია - ადნან აბიდი, სანა ირშად მატუ, ამიტ დეივი და გარდაცვლილი დანიელი სიდიკი „როიტერიდან“
- აუდიო რეპორტინგი - Futuro Media-ს თანამშრომლები, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი და PRX, ბოსტონი, მას.
გამარჯვებულების შესახებ მეტი ინფორმაცია ნახეთ ბმულზე