ისრაელის რეიდის დროს „ალ-ჯაზირას“ რეპორტიორი მოკლეს
12.05.2022
ისრაელის უსაფრთხოების ძალების რეიდის გაშუქებისას „ალ-ჯაზირას“ ერთი ჟურნალისტი მოკლეს, ერთი კი - დაჭრეს


ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ ცნობით, 11 მაისს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჯენინში, ისრაელის უსაფრთხოების ძალების მიერ მოწყობილი ოპერაციის დროს, მათი ჟურნალისტი შირინ აბუ აკლი მოკლეს.

  • ჟურნალისტს პრესის ნიშნის მქონე ჯავშანჟილეტი ეცვა, სხვა ჟურნალისტებთან ერთად იდგა და ისრაელის ძალების რეიდს აშუქებდა.
  • პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჟურნალისტს ცეცხსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვია თავში მოხვდა.

ალ-ჯაზირას ინფორმაციით, რეიდის დროს ზურგში დაჭრეს მათი კიდევ ერთი ჟურნალისტი - ალი ალ-სამუდი. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

  • ალ-სამუდი, ამბობს, რომ იმ დროს, როცა მის კოლეგას ესროლეს, ადგილზე პალესტინელი შეიარაღებულები არ იმყოფებოდნენ.
  • ისრაელის თავდაცვის ძალები კი აცხადებს, რომ სროლა იყო როგორც პალესტინის, ისე ისრაელის ჯარების მხრიდან.

შირინ აბუ აკილა 51 წლის იყო. იგი 1997 წლიდან „ალ-ჯაზირას“ ერთ-ერთი პირველი საველე კორესპონდენტი იყო და ბოლო წლებში ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს აშუქებდა.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ