19.05.2022
რა ხდება? რუსეთმა CBC-ის მოკსოვის ბიუროს დახურვისა და მედიასაშუალების ჟურნალისტებისთვის ვიზებთან ერთად, აკრედიტაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
ამის მიზეზად კანადაში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი ვლადიმირ პროსკურიაკოვი კანადაში ორი რუსული ტელევიზიის მაუწყებლობის აკრძალვას ასახელებს.
კანადის ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელმა 16 მარტს ორი რუსული სახელმწიფო არხი უცხოური ავტორიზებული არხების სიიდან ამოიღო, რითაც ქვეყანაში მაუწყებლებისთვის ამ არხების ტრანსლირება უკანონო გახდა.
- კანადის მარეგულირებელმა Russia Today-ის აკრძალვის მიზეზად კანადური სტანდარტებთან შეუსაბამობა დაასახელა და შეშფოთება გამოთქვა იმ ქვეყნის არხის მაუწყებლობაზე, რომელიც სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვას ცდილობს.
2 თვის შემდეგ, რუსული მხარე აცხადებს, რომ კანადური ბუროს დახურვის შედეგად CBC-ის თანამშრომლებს ქვეყნის დასატოვებლად არანაკლებ სამი კვირა ექნებათ.
- "ნებისმიერ არამეგობრულ ნაბიჯს ვუპასუხებთ. ეს ნახეთ Deutsche Welle-ს შემთხვევაში, ახლა CBC-თან.თუ დავინახავთ, რომ ნებისმიერ ქვეყანაში ირღვევა ჩვენი ჟურნალისტების უფლებები და სიტყვის თავისუფლება, მაშინ გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს,”- ამბობს პროსკურიაკოვი.
CBC რუსეთში
CBC-ის ბიურო მოსკოვში 44 წელიწადზე მეტია მუშაობს. ბიუროში 10 თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმე ადგილობრივი რუსია დასაქმებული.
CBC რუსეთის თემების გაშუქებას ახლა უკვე რუსეთის საზღვრებს გარედან გეგმავს.
- უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი ქვეყნის შიგნით ხელისუფლებისთვის არასასურველი ინფორმაციის ჩახშობას ცდილობს. მარტში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც სამხედრო მოქმედებების შესახებ „ყალბი“ ინფორმაციის განზრახ გავრცელება პატიმრობით ისჯება.