23.05.2022
რა ხდება?
24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ YouTube-მა კრემლის მხარდამჭერი არხები, მათ შორის რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის, არხი წაშალა. რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან დაკავშირებულ არხებს კი დროებით ვიდეოების ატვირთვა შეუზღუდა.კომპანიაში განმარტავენ, რომ წაშლილი კონტენტისა და არხების უმრავლესობა კრემლის ნარატივს ატარებდა.
YouTube-ის წარმომადგენელი ნილ მოჰანი The Guardian-თან ინტერვიუში ამბობს, რომ :
- პლატფორმაზე ავტორიტარული არხების მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა უკრაინაში, რუსეთში, ასევე პოლონეთსა და უკრაინის მიმდებარე ქვეყნებში.
- მხოლოდ უკრაინაში ომის შესახებ ახალი ამბების კონტეტს 40 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
- კომპანიას აქვს შესაბამისი პოლიტიკა ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით და ეს მოიცავს მნიშვნელოვანი ძალადობრივი მოვლენების უარყოფასაც: იქნება ეს ჰოლოკოსტი თუ უკრაინაში მიმდინარე ომი.
- ამ შემთხვევაში ეს პოლიტიკა გამოიყენეს და უკრაინაში ომის შესახებ კონტენტის წესების დარღვევას “უპრეცედენტო მოქმედებით” უპასუხეს.
Youtube რუსეთში
Youtube იმ რამდენიმე უცხოური სოციალური მედიის პლატფორმას შორისაა, რომელიც რუსეთს არ დაუბლოკავს.მას რუსეთში 90 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ქვეყანაში ვიდეოს გაზიარების ყველაზე დიდ ვებგვერდად რჩება.
- „YouTube არის ადგილი, სადაც რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ინფორმაცია ომის შესახებ ცენზურის გარეშე მიიღონ”, - ამბობს ნილ მოჰანი.
რუსეთის მთავრობამ კი ტექ კომპანიების აკრძალვების საპასუხოდ სოციალური ქსელები: Facebook და Instagram დაბლოკა, Twitter-ზე კი წვდომა შეზღუდა.
კრემლის მხრიდან YouTube-ის მიმართ “უკანონო” კონტენტის არ წაშლის გამო გართხილებებისა და ჯარიმების მიუხედავად, რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ პლატფორმის დაბლოკვას არ აპირებენ, რადგან ამით “რუსი მომხმარებელი დაზარალდება”.