უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს 3 თვეში 29 ჟურნალისტი ემსხვერპლა
30.05.2022
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 3 თვეში მედიის 29 წარმომადგენელი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია “მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტი” ავრცელებს.


ორგანიზაციის მონიტორინგის თანახმად, 24 მაისის მონაცემებით:
  • 29 ჟურნალისტი დაიღუპა, მათგან 7 პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს.
  • დაშავდა 9 ჟურნალისტი.
  • დაიკარგა სულ მცირე 15 ჟურნალისტი.
  • გაიტაცეს 9 ჟურნალისტი.
  • რუსეთმა 280 დანაშაული ჩაიდინა მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ უკრაინაში.
  • 113 რეგიონული მედიასაშუალება იძულებული გახდა დახურულიყო რუსი ოკუპანტების მუქარებისა და ოკუპაციის გამო.
  • ჟურნალისტების დაშინებისა და შევიწროვების 50 შემთხვევა.
  • უკრაინული მედიის ვებგვერდზებზე 32 კიბერთავდასხმა.

პროფესიული საქმიანობის დროს უკრაინაში დაღუპული 7 ჟურნალისტი:
  • ევგენი საკუნი - ტელეკომპანია LIVE–ის ოპერატორი (დაიღუპა 1 მარტს კიევში სატელევიზიო ანძაზე რუსული სარაკეტო შეტევის დროს.)
  • ბრენტ რენო - ჟურნალისტი და კინორეჟისორი (რუსმა ჯარისკაცებმა ესროლეს 13 მარტს.)
  • პიერ შაშევსკი - Fox News-ის ოპერატორი (14 მარტს კიევთან ახლოს, ჰორენკაში ცეცხლი გაუხსნეს.)
  • ალექსანდრა (საშა) კუვშინოვა - უკრაინელი ფიქსერი და პროდიუსერი ( 14 მარტს კიევთან ახლოს, ჰორენკაში ცეცხლი გაუხსნეს.)
  • ოკსანა ბაულინა - რუსი ჟურნალისტი The Insider-ისთვის. (23 მარტს კიევის დაბომბილ პოდილსკის რაიონს იღებდა, რა დროსაც რუსეთის ძალებმა ადგილი კიდევ ერთხელ დაბომბეს.)
  • მაქსიმ ლევინი - ფოტორეპორტიორი (დაიკარგა 13 მარტს, ფოტოგრაფის ცხედარი კიევთან ახლოს ერთ-ერთ სოფელში 1 აპრილს ნახეს. )
  • მანტას კვედარავიჩიუსი - ლიეტუველი რეჟისორი და დოკუმენტალისტი. (რუსმა ოკუპანტება მაშინ მოკლეს, როცა ის ქალაქ მარიუპოლის დატოვებას ცდილობდა.)
მედიის 22 წარმომადგენელი კი დაბომბვებისა და ბრძოლის დროს, არა ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს დაიღუპა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სამი თვის განმავლობაში საბრძოლო ზონებში მუშაობისთვის აკრედიტაცია გაიარა მედიის 8,727 წარმომადგენელმა.

24 მაისის მონაცემებით, აკრედიტაციისთვის სამინისტროში შევიდა ცხრა ათასზე მეტი განაცხადი.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ