01.06.2022
რა მოხდა?
თურქეთში მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიამ (AKP) და „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ“ (MHP) თურქეთის პარლამენტს წარუდგინეს კანონპროექტი, რომლითაც დასჯადი გახდება “ცრუ ინფორმაციის“ ციფრულ პლატფორმებზე გავრცელება.გერმანული გამოცემის „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, კანონის მიღების შემთხვევაში თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება დანაშაული - „ინფორმაციის ღიად გავრცელება, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.
ჟურნალისტების ნაწილი, უფლებადამცველები და ოპოზიცია კანონპროექტში ცენზურის ნიშნებს ხედავენ.
კანონპროექტის მიხედვით:
- ნებისმიერი პირს, ვინც „ცრუ ინფორმაციას“ ავრცელებს თურქეთის შიდა და გარე უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ, შესაძლოა ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქროს „საზოგადოებაში შეშფოთების, შიშისა და პანიკის“ გაღვივებისთვის.
- სასჯელი უფრო მკაცრი იქნება, თუ დანაშაულს ჩაიდენს ის პირი, ვინც თავის რეალურ იდენტობას მალავს ან მცდარად მიჩნეული ინფორმაციის გავრცელება ორგანიზაციის საქმიანობის ნაწილია.
- „ჩვენ არასოდეს დაგვიშვია და არასდროს დავუშვებთ დეზინფორმაციას და მანიპულაციას სოციალური მედიის პლატფორმებზე.“ - ამბობს თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ომერ ფატიჰ საიანი.
ცენზურის საფრთხე
წარდგენილ კანონპროექტს გმობს და მის დაუყოვნებლივ უკან გაწვევას ითხოვს თურქეთის ჟურნალისტთა გაერთიანება. ისინი ქვეყანაში ცენზურისა და თვითცენზურის გაძლიერების მცდელობაზე საუბრობენ.კანონპროექტს ეწინაარმდეგება ოპოზიციაც და მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიზანი არჩევნებამდე ინტერნეტსა და სოციალურ მედიაზე კონტროლის მოპოვებაა.
- თურქეთის მთავრობამ ონლაინ კონტენტსა და ციფრულ პლატფორმებზე კონტროლი ბოლო წლებში გააძლიერა.
- სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტები ხშირად გამოიყენება ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების სასამართლო პროცესებზე მტკიცებულებად. ასევე „პრეზიდნეტის შეურაცხყოფის“ ბრალდებებში.
- თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხშირად აკრიტიკებს სოციალური მედიის პლატფორმებს და მათ „დემოკრატიის საფრთხედ” და „ეროვნული სუაფრთხოების პრობლემად“ მოიხსენიებს.
- „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ მონაცემებით, პრესის თავისუფლების ინდექსში თურქეთი 180 ქვეყანას შორის 149-ე ადგილზეა. ეროვნული მედიის 90%-ს კი მთავრობა აკონტროლებს.