უკრაინაში Reuters-ის ორი ჟურნალისტი დაშავდა, დაიღუპა მძღოლი
03.06.2022

3 ივნისს აღმოსავლეთ უკრაინაში საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის გადამღები ჯგუფის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. დაშავდა ორი ჟურნალისტი და დაიღუპა მძღოლი. 

ფოტოგრაფი ალექსანდრ ერმოჩენკო და ოპერატორი პაველ კლიმოვი რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტების ურზუნველყოფილი ავტომობილით რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე ქალაქ სევეროდონეცკისკენ მოძრაობდნენ. 

Reuters-ის თქმით, მძღოლი, რომელიც დაიღუპა, სერაპატოსტების მიერ დანიშნული იყო. 

ჟურნალისტები ქალაქ რუბიჟნეს საავადმყოფოში გადაიყვანეს

სააგენტო დაღუპული მძღოლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე მედიის 30-მდე წარმომადგენელია დაღუპული.

 

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ