რუსულმა დამოუკიდებელმა და კრიტიკულმა მედიასაშუალება
"დოჟდმა"
ლატვიის მედია საბჭოსგან მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, რაც იმას
ნიშნავს, რომ არხი მაუწყებლობას რიგიდან
დაიწყებს.
რა ხდება? ლატვიური მედიის ინფორმაციით, "დოჟდი" ლატვიაში რეგისტრირებული არხების სიაში 9 ივნისიდან გამოჩნდება. ლატვიურ მხარესა და რუსულ ტელეკომპანიას შორის მოლაპარაკებები 3 თვეს მიმდინარეობდა.
- ტელეკომპანია “დოჟდის" მთავარი რედაქტორი, ტიხონ ძიადკო წერს, რომ არხი მაუწყებლობის დაწყებას 9 ივნისს ვერ შეძლებს, თუმცა ეს მალე მოხდება
- "დოჟდის" რედაქცია გეგმავს მაუწყებლობა ლატვიის, ნიდერლანდების, საფრანგეთისა და საქართველოს სტუდიებიდან განაახლოს.
"დოჟდის" მაუწყებლობის შეჩერება
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ დაბლოკა
ტელეკომპანია „დოჟდის“ ვებგვერდი. მოგვიანებით არხმა სახელმწიფოსგან
ზეწოლის გამო მაუწყებლობა დროებით შეაჩერა.
„დოჟდის“ ბოლო ეთერი 3 მარტს გავიდა და სიმბოლურად პეტრე ჩაიკოსვკის ბალეტის „გედების ტბის“ ნაწყვეტით დასრულდა. ამბების გაშუქების ნაცვლად, სწორედ ამ ოპერას გადასცემდა უწყვეტად საბჭოთა ტელევიზია 1991 წლის აგვისტოს პუჩტის დროს სსრკ-ის პრეზიდენტის მიხაილ გორბაჩოვის ჩამოგდების მცდელობისას.
მაუწყებლობის შეჩერების შემდეგ
ქვეყანა დატოვეს „დოჟდის“ რედაქციის თანამშრომლებმა.
ტიხონ ძიადკომ და ეკატერინე კოტრიკაძემ თავიანთი Youtube
არხისთვის გადაცემების ჩაწერა კი საქართველოდან
დაიწყეს.
ლატვიის მედია პოლიტიკა
- 6 ივნისს ლატვიის ეროვნულმა მედია საბჭომ 80 რუსული არხის მაუწყებლობის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
- გადაწყვეტილება 9 ივნისიდან ამოქმედდება და იქამდე იქნება ძალაში, სანამ რუსეთი არ შეაჩერებს ომს უკრაინაში და არ დაუბრუნებს ყირიმს.