27.06.2022
ორგანიზაციის ახალი მონიტორინგის თანახმად, 24 ივნისის მონაცემებით:
- 33 ჟურნალისტი დაიღუპა, მათგან 8 პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს.
- დაშავდა 14 ჟურნალისტი.
- დაიკარგა სულ მცირე 15 ჟურნალისტი.
- გაიტაცეს 9 ჟურნალისტი.
- რუსეთმა 413 დანაშაული ჩაიდინა მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ უკრაინაში.
- 214 მედიასაშუალებამ მუშაობა შეაჩერა საომარი მოქმედებებისა და ოკუპაციის გამო.
- მედიასა და ჟურნალისტებზე მუქარისა და დევნის 58 შემთხვევა.
- უკრაინული მედიის ვებგვერდზებზე 32 კიბერთავდასხმა.
პროფესიული საქმიანობის დროს უკრაინაში დაღუპული 8 ჟურნალისტიდან, 3 უკრაინის მოქალაქე და 5 უცხოელია:
- ევგენი საკუნი - ტელეკომპანია LIVE–ის ოპერატორი (დაიღუპა 1 მარტს კიევში სატელევიზიო ანძაზე რუსული სარაკეტო შეტევის დროს.)
- ბრენტ რენო - ჟურნალისტი და კინორეჟისორი (რუსმა ჯარისკაცებმა ესროლეს 13 მარტს.)
- პიერ შაშევსკი - Fox News-ის ოპერატორი (14 მარტს კიევთან ახლოს, ჰორენკაში ცეცხლი გაუხსნეს.)
- ალექსანდრა (საშა) კუვშინოვა - უკრაინელი ფიქსერი და პროდიუსერი ( 14 მარტს კიევთან ახლოს, ჰორენკაში ცეცხლი გაუხსნეს.)
- ოკსანა ბაულინა - რუსი ჟურნალისტი The Insider-ისთვის. (23 მარტს კიევის დაბომბილ პოდილსკის რაიონს იღებდა, რა დროსაც რუსეთის ძალებმა ადგილი კიდევ ერთხელ დაბომბეს.)
- მაქსიმ ლევინი - ფოტორეპორტიორი (დაიკარგა 13 მარტს, ფოტოგრაფის ცხედარი კიევთან ახლოს ერთ-ერთ სოფელში 1 აპრილს ნახეს.)
- მანტას კვედარავიჩიუსი - ლიეტუველი რეჟისორი და დოკუმენტალისტი. (რუსმა ოკუპანტება მაშინ მოკლეს, როცა ის ქალაქ მარიუპოლის დატოვებას ცდილობდა.)
- ფრედერიკ ლექლე-იმოფი - ფრანგი ჟურნალისტი BFMTV-სთვის, დაიღუპა, როდესაც ლუჰანსკის რეგიონში 30 მაისს რუსეთის ძალებმა საევაკუაციო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.
მედიის 25 წარმომადგენელი კი დაბომბვებისა და ბრძოლის დროს, არა ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს დაიღუპა.
ამავე მონიტორინგის 3 თვის მონაცემებს გაეცანით ამ ბმულზე.