„დოჟდი“ ლატვიიდან მაუწყებლობას ნაწილობრივ აღადგენს
18.07.2022
რუსული დამოუკიდებელი, კრიტიკული ინტერნეტტელევიზია „დოჟდი“ დღეიდან მაუწყებლობას ნაწილობრივ აღადგენს.

რა ხდება

“დოჟდი” 18 ივლისს, ლატვიიდან, მოსკოვის დროით 20:00 საათზე, მაუწყებლობას ნაწილობრივ განაახლებს. ინფორმაცია ონლაინტელევიზიის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

  • ინტერნეტარხის ინფორმაციით, ეთერში თავდაპირველად საინფორმაციო გამოშვებები და რამდენიმე საავტორო პროგრამა გავა, შემოდგომიდან კი რამდენიმე ახალი პროექტის დაწყებას გეგმავენ.
  • მაუწყებლობის აღდგენაზე “დოჟდის” გენერალურმა დირექტორმა, ნატალია სინდეევამ 16 ივლისს გამოცემა “ხოლოდან” ისაუბრა.
  • “დოჟდის” Youtube არხზე დაიდო გადაცემის ანონსიც - “აქ და ახლა”.
  • ინტერნეტტელევიზია წერს, რომ ეთერის ძულებითი შეჩერების შემდეგ, გუნდის და ძირითადი პრინციპების შენარჩუნება შეძლეს:
  • „ბოლო 12 წლის მსგავსად, ცენზურის და მანიპულაციის გარეშე ვისაუბრებთ მოვლენებსა და მოვლენებზე“ - წერს „დოჟდი“

კონტექსტი

  • უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ დაბლოკა ტელეკომპანია „დოჟდის“ ვებგვერდი დაბლოკა.
  • მოგვიანებით არხმა, სახელმწიფოსგან ზეწოლის გამო, მაუწყებლობა დროებით შეაჩერა.
  • „დოჟდის“ ბოლო ეთერი 3 მარტს გავიდა და სიმბოლურად პეტრე ჩაიკოსვკის ბალეტის „გედების ტბის“ ნაწყვეტით დასრულდა. ამბების გაშუქების ნაცვლად, სწორედ ამ ოპერას გადასცემდა უწყვეტად საბჭოთა ტელევიზია 1991 წლის აგვისტოს პუჩტის დროს სსრკ-ის პრეზიდენტის მიხაილ გორბაჩოვის ჩამოგდების მცდელობისას.
  • მაუწყებლობის შეჩერების შემდეგ ქვეყანა დატოვეს „დოჟდის“ რედაქციის თანამშრომლებმა.
  • ტიხონ ძიადკომ და ეკატერინე კოტრიკაძემ თავიანთი Youtube არხისთვის გადაცემების ჩაწერა კი საქართველოდან დაიწყეს.
  • 6 ივნისს „დოჟდმა“ ლატვიის მედია საბჭოსგან მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ