06.12.2022
რატომ?
მარეგულირებლის თავმჯდომარის განმარტებით, რუსული დამოუკიდებელი ტელევიიზისთვის ლიცენზიის გაუქმება “ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხეს უკავშირდება”.
გადაწყვეტილების თანახმად, “დოჟდის” მაუწყებლობა 8 დეკემბერს შეჩერდება.
დეტალები
ლატვიის მაუწყებელთა მარეგულირებლის თავმჯდომარემ დამატებით კომენტარი გააკეთა რუსულენნოვან მედიასთან.
მისი განმარტებით:
- მარეგულირებელი დარწმუნდა, რომ “დოჟდის” ხელმძღვანელობას არ ესმის დარღვევების მნიშვნელობა და სერიოზულობა. შესაბამისად, არ შეუძლია ლატვიის ტერიტორიაზე იმაუწყებლოს.
- მარეგულირებელი ლატვიაში “დოჟდის” Youtube-ზე დაბლოკვასაც მოითხოვს.
კონტექსტი
- ტელეკომპანია “დოჟდი” რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რუსეთში დაბლოკეს.
- ივნისში ცნობილი გახდა, რომ “დოჟდმა” ლატვიაში მაუწყებლობის უფლება მიიღო, ივლისში კი ტელეკომპანიამ მაუწყებლობის განგრძელების შესახებ დააანონსა.
- დეკემბერში ლატვიის მარეგულირებელმა არხის 10 000 ევროთი დააჯარიმა ეთერში რუკის ჩვენების გამო, რომელზეც ყირიმი რუსეთის ნაწილად იყო ნაჩვენები. ასევე, რუსეთის არმიასთან მიმართებით “ჩვენი არმია” ფრაზის გამოყენების გამო.
- 2022 წლის დეკემბერში კი ლატვიის თავდაცვის მინსიტრი ტელევიზიის თანმაშრომლებისთვის ბინადრობის უფლების გაუქმების მოწოდებით გამოვიდა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის წამყვანმა ალექსეი კოროსტელევმა პირდაპირ ეთერში თქვა, რომ რუსი სამხედროების დახმარება შეეძლოთ.