19.12.2022
რა ხდება?
19 დეკემბრის გამთენიისას სოციალი ქსელის “ტვიტერის” მილიარდერმა მფლობელმა ილონ მასკმა გამოკითხვა გამოაქვეყნა.
“დავტოვო თუ არა Twitter-ის ხელმძღვანელობა? ამ გამოკითხვის შედეგებს დავემორჩილები” - დაწერა მასკმა. გამოკითხვის შედეგებით, 17 მილიონზე მეტი მომხმარებლის 57.5% ფიქრობს, რომ მასკი ხელმძღვანელის თანამდებობიდან უნდა გადადგეს, დანარჩენი 42.5% კი მიიჩნევს, რომ მასკი “ტვიტერის” ხელმძღვანელად უნდა დარჩეს.
რატომ შეიძლება წავიდეს მასკი?
“ტვიტერის” შეძენის შემდეგ ილონ მასკმა პლატფორმის მუშაობაში არაერთი ცვლილება შეიტანა, რამაც რეკლამის განმთავსებლებისა და სპონსორებთან ურთიერთობის შეწყვეტა გამოიწვია.
ამ თემაზე: ვინ არის ილონ მასკი?
იმ შემთხვევაშიც თუ ილონ მასკი “ტვიტერის” ხელმძღვანელის როლს დატოვებს, ის ისევ პლატფორმის მფლობელი იქნება.
BBC-ის ინფორმაციით, “ტვიტერის” ყოფილი თანამშრომელი ანონიმურად ამბობს, რომ მასკის ინვესტორები ეჭვობენ რამდენად სწორი იყო მასკის მხარდაჭერა, ილონ მასკი კი “ინვესტოირების მხრიდან წნეხშია და გამოკითხვას მოსაჩვენებლად იყენებს, თითქოს ხალხის სურვილს ემორჩილება.”
კონტექსტი
- კომპანია Tesla-სა SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა “ტვიტერი” 44 მილიარდ ამერიკულ დოლარად 2022 წლის იყიდა.
- “ ჩიტი გათავისუფლებულია” - ამ ტვიტით მიანიშნა მასკმა კომპანიის შესყიდვის შესახებ 28 ოქტომბრის დილას.