ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციას (IFJ), რომელიც 140-ზე მეტი ქვეყნის 600 ათას ჟურნალისტს აერთიანებს, წევრი ქვეყნები "ადმინისტრაციული პრობლემების, არჩევნების სისტემით უკმაყოფილებისა და გაუმჭვირვალე პროცესების" გამო ტოვებენ.
რა ხდება?
2023 წლის 31იანვარს ისლანდიის, ფინეთის, ნორვეგიისა და დანიის
ჟურნალისტთა გაერთიანებებმა ერთდროულად გამოაცხადეს, რომ ტოვებენ
ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაცია, IFJ-ის.
“წევრის სტატუსის შეჩერების მთავარი მიზეზი არის ის, რომ უკვე წლებია,
IFJ-მ ვერ მოაგვარა ადმინისტრაციული პრობლემები, უკმაყოფილო ვართ
არჩევნების სისტემითა და გადაწყვეტილებების მიღებაში გამჭირვალობის
ნაკლებობით” - განაცხადა ფინეთში, ჟურნალისტთა გაერთიანების
პრეზიდენტმა ჰანი აჰომ. მან ასევე აღნიშნა, რომ IFJ-ს ფინანსების
შესახებ სრული ინფორმაცია არ აქვთ.
რატომ?
ნორვეგიელ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, წევრობის
შეჩერებაზე, დამატებით წერია, რომ ისინი არ აპირებენ თანამშრომლობას,
რადგან რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე რუსი
ჟურნალისტები აყალიბებენ ორგანიზაციებს და მიუხედავად იმისა, რომ
IFJ-მ იცის ეს ფაქტი, წევრის სტატუსიც კი არ შეუჩერებიათ
რუსეთისთვის.
მსგავსი მოთხოვნით მიმართეს ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების
ალიანსსაც (AIPCE-ს), რომ შეეჩერებინათ რუსეთისთვის წევრის სტატუსი,
თუმცა AIPCE-მ ამას მხარი არ დაუჭირა, რის შედეგადაც, “საქართველოს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ” და სხვა 10 ქვეყნის ეთიკის საბჭომ
ალიანსი დატოვეს.
წაიკითხეთ ამ თემაზე ვრცლად .
მსგავსი რამ 2020 წელსაც მოხდა, როდესაც ჟურნალისტთა საერთაშორისო
ორგანიზაციამ აფხაზეთი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო შეიყვანა წევრი ქვეყნების სიაში. ახლანდელი
მდგომარეობით, აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიადაა აღნიშნული.
მათ ასევე გააკრიტიკეს IFJ, რადგან ორგანიზაციას გასულ წელს ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი შეხვედრის ჩატარება ომანში უნდოდა. ქვეყანაში, რომელიც
პრესის თავისუფლების ინდექსით მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 163-ე ადგილზეა.
თუმცა, ოთხივე ქვეყანა რჩება EJF-ის წევრად, ეს ორგანიზაცია ევროპის ჟურნალისტთა
გაერთიანებაა. საქართველო EJF-ის წევრიცაა, თუმცა აქ მხოლოდ თბილისის
ბიუროა გაწევრიანებული, ხოლო სოხუმის მხოლოდ IFJ-ის (ჟურნალისტთა
საერთაშორისო ორგანიზაცია) წევრია.