Meta-მ Twitter-ის კონკურენტი აპლიკაცია ჩაუშვა
06.07.2023
Meta-მ ახალი აპლიკაცია, Threads ჩაუშვა. Threads ტექსტზე ორიენტირებული პრატფორმაა, რომელიც Twitter-ის კონკურენტად განიხილება.

როგორ მუშაობს?

  • Threads-ის პლატფორმა პირდაპირ დაკავშირებულა Instagram-თან და მომხმარებლები თავიანთი სოციალური ქსელის ანგარიშების გამოყენებასა და გამოწერილი ანგარიშების შენარჩუნებას შეძლებენ.
  • შეგიძლიათ გაგზავნოთ 500-მდე სიმბოლოს შემცველი პოსტები, ასევე სურათები, გიფები და ხუთ წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეოები.
  • Instagram Threads-ზე მომხმარებლისთვის ასაკობრივი ქვედა ზღვარი 12 წელია.
  • სხვა მომხმარებლებისთვის პირდაპირი შეტყობინების გაგზავნა შეუძლებელია.


აპლიკაციის აღწერაში ვკითხულობთ: “ადგილი, სადაც საზოგადოება იკრიბება, რათა განიხილოს ყველაფერი, რაც დღეს აინტერესებთ და ის, რაც ხვალ იქნება აქტუალური”.

ექნება თუ არა Threads-ს რეკლამები?

Meta-მ აღნიშნა, რომ წელს Threads-ის მონეტიზაციას არ აპირებს, მაგრამ მომავალში რეკლამის განთავსების შესაძლებლობა არ გამოურიცხავს.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ