Google და Meta კანადური საინფორმაციო საშუალებების დაბლოკვას განიხილავს
25.07.2023
მოკლედ: კანადამ 22 ივნისს მიიღო ონლაინ ახალი ამბების აქტი (Bill C-18), რომელიც ავალდებულებს კომპანიებს, როგორიცაა Google და Meta კომპენსაცია გადაუხადონ კანადურ მედიას მათ საიტზე განთავსებული მასალისთვის.

  • კანონის საპასუხოდ Meta-მ და Google-მა განაცხადეს, რომ დაბლოკავენ ახალი ამბების სააგენტოებს მათი ქსელებიდან - მათ კანადა კანონის მიღებამდეც გააფრთხილეს.
  • მინისტრ პაბლო როდრიგესის თქმით, თუ კომპანიები სააგენტოებს დაბლოკავენ, ფედერალური მთავრობა შეწყვეტენ რეკლამის განთავსევსებას Facebook-სა და Instagram-ზე. მინისტრი კანონპროექტის მომზადებაში და დამტკიცებაში იყო ჩართული.

რა არის Bill C-18?

  • ესაა კანონმდებლობა, რომელიც აიძულებს ტექნოლოგიურ კომპანიებს თანხა გადაუხადონ საინფორმაციო სააგენტოებს მათ მიერ გამოქვეყნებული კონტენტის გამო.
  • კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ კანონპროექტი დაეხმარება კანადის ახალი ამბების ინდუსტრიას, რომელმაც გამო გასულ ათწლეულში დიდი რაოდენობით სარეკლამო შემოსავალი დაკარგა Google-სა და Facebook-ის.
  • კანონმდებლობა საშუალებას აძლევს კომპანიებსა და საინფორმაციო სააგენტოებს, თავად მიაღწიონ შეთანხმებას. თუ შეთანხმება ვერ მიიღწა, შუამავალი იქნება კანადის რადიო-ტელევიზიისა და ტელეკომუნიკაციების კომისია (CRTC).
  • კანადის საპარლამენტო ბიუჯეტის ოფისის განცხადებით, კანონპროექტი ახალი ამბების სააგენტოებს ყოველწლიურად შემოსავალს დამატებით $329 მილიონით გაუზრდის.

კანონი სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ამოქმედდება.

რას ამბობენ კანონის მხარდაჭერები: მათი შეფასებით, Google-ისა და Meta-ს ბიზნეს მოდელებმა ბევრი რამ წაართვეს ჟურნალისტიკას და ე.წ. “ბმულის გადასახადი” ყველაზე მცირეა, რის გაკეთებაც მათ შეუძლიათ.

  • მინისტრ, პაბლო როდრიგესის თქმით, ონლაინ ახალი ამბების აქტი არის ძლიერი, თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესის მხარდაჭერა იმით, რომ ტექნიკური გიგანტები გადაიხდიან თავიანთ სამართლიან წილს, რითაც კომპენსაციას უწევენ საინფორმაციო ორგანიზაციებს.

რას ამბობენ კანონის მოწინააღმდეგეები: მათი შეფასებით, მთავრობის დასახული მიზანი ვერ მიიღწევა. გარდა ამისა, Meta-სთვის პრიორიტეტული დიდი ხანია აღარაა ახალი ამბები და პოლიტიკური საიხლეები - მიიჩნევენ, რომ ბმულების სოციალურ ქსელებში განთავსება ახალი ამბების სააგენტოებისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე თავად პლატფორმებისთვის, რადგან ასე იზრდება მედიასაშუალებების აუდიტორია.

ოტავას უნივერსიტეტის მკვლევარი და ინტერნეტსამართლის სპეციალისტი მაიკლ გეისტი ამბობს, რომ “ბმულის გადასახადი” რეალურ საფრთხეს უქმნის ინფორმაციის თავისუფალ ნაკადს.

  • მისი თქმით, თუ კომპრომისზე არცერთი მხარე არ წავა და ტექგიგანტები საკუთარ გადაწყვეტილებას შეასრულებენ, “წააგებს ყველა”

რას ამბობენ ტექნოლოგიური კომპანიები? მათ კანონმდებლობა გააკრიტიკეს.

Meta

კომპანიის განცხადებით, პლატფორმებზე დაბლოკავს სიახლეებზე წვდომას აქტის ძალაში შესვლამდე.

  • “ცვლილებები, რომლებიც გავლენას ახდენს ახალი ამბების კონტენტზე, სხვაგვარად არ იმოქმედებს Meta-ს პროდუქტებსა და სერვისებზე კანადაში. ჩვენ გვინდა დავარწმუნოთ მილიონობით კანადელი ჩვენს პლატფორმებზე, რომ მათ ყოველთვის შეეძლებათ დაუკავშირდნენ მეგობრებსა და ოჯახს, განავითარონ თავიანთი ბიზნესი და მხარი დაუჭირონ ადგილობრივ თემებს” - ვკითხულობთ განცხადებაში.

მინისტრმა პაბლო როდრიგესმა განაცხადა, რომ ფედერალური მთავრობა შეწყვეტს რეკლამას Facebook-სა და Instagram-ზე. მეტას გადაწყვეტილება კი "არაგონივრული" და "უპასუხისმგებლო" უწოდა.

  • ქალაქ კვებეკისა და მონრეალის მთავრობებმა ასევე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შეწყვეტენ რეკლამას სოციალურ მედია პლატფორმებზე.
  • რეკლამების განთავსებას შეწყვეტს საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო კომპანია Quebecor-მა. კვებეკორი არაერთ სატელეკომუნიკაციო კომპანიას, არხსა და ჟურნალ-გაზეთს ფლობს.

Google

კომპანია გეგმავს, წაშალოს ახალი ამბების ბმულები როდესაც კანონი ძალაში შევა. ასევე წაშლის ახალი ამბების ბმულებს Google News-დანაც.

  • Google-მა ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო ზოგიერთ კანადურ ახალი ამბების ვებსაიტზე წვდომის დაბლოკვის ტესტირება.
  • პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ დაგმო Google-ის გადაწყვეტილება. მისი თქმით, ეს ნაბიჯი შემაშფოთებელია.

სხვა ქვეყნის გამოცდილება

  • მსგავსი კანონი მიიღეს ავსტრალიაში 2021 წელს. მის მიღებას Meta და Google მაშინაც აკრიტიკებდა.
  • კომპანიებმა თავდაპირველად წაშალეს ახალი ამბების სააგენტოების ბმულები, თუმცა მალევე შეთანხმებას მიაღწიეს.
  • News Media-ის გარიგების კოდექსის შემოღების შემდეგ, Google-მა და Facebook-მა (ამჟამად Meta) მიაღწიეს ნებაყოფლობით კომერციულ შეთანხმებას საინფორმაციო მედია ორგანიზაციების მნიშვნელოვან რაოდენობასთან.
  • სახაზინო დეპარტამენტის დასკვნაში ნათქვამია, რომ 30-ზე მეტი კომერციული ხელშეკრულება დაიდო, რომელიც სავარაუდოდ არ გაფორმდებოდა ამ შეთანხმების გარეშე.

მსგავსი კანონის მიღებას განიხილავენ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. შესაბამისად, აშშ-ში ყურადღებით აკვირდებიან კანადაში მიმდინარე მოვლენებს.

ავტორი : ელენე ზაქაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ