10.10.2023
დეტალები
როგორც ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) წერს, ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 3, დაშავდა 1 და დაკარგულად ითვლება 2 ჟურნალისტი. საერთაშორისო მედია წერს, რომ ამ დროისთვის ღაზას სექტორში უკვე 6 ჟურნალისტია დაღუპული.
დაღუპულებს შორის არიან:
- ორი პალესტინელი ჟურნალისტი, რომლებიც რეპორტაჟს ამზადებდნენ - ისინი ღაზას სექტორში იმყოფებოდნენ.
- Smart Media-ის რეპორტიორი, რომელიც ასევე რაზაში მუშაობდა.
დაშავებულთა შორისაა, იბრაჰიმ კანანი Al-Ghad კორესპონდენტი, რომელიც ჭურვის აფეთქებისას ღაზას სექტორში იმყოფებოდა.
დაკარგულად ითვლება ასევე 2 პალესტინელი ფოტოგრაფი ნიდალ ალ-ვაჰიდი და ჰაიტჰამ აბდელვაჰიდი.
ჟურნალისტთა უსაფრთხოება
ჟურნალისტების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები მოუწოდებენ ყველა მხარეს, დაიცვან მედიის წარმომადგენელთა უფლებები.
- “ზუსტი გაშუქება გადამწყვეტია კრიზისის დროს. მედიას აქვს სასიცოცხლო როლი ღაზადან და ისრაელიდან ახალი ამბების გააცნოს მთელ მსოფლიოს“ - თქვა შერიფ მანსურმა, CPJ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის კოორდინატორმა
საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან
- ჟურნალისტის უსაფრთხოება და სიცოცხლე, ნებისმიერ ინფორმაციაზე პრიორიტეტულია და მედიასაშუალებებს მართებთ, ამზადებდნენ მათ შესაბამისი ცოდნით;
- საჭიროა, მედიამ შეიმუშაოს სარედაქციო პროტოკოლი — როგორ იმოქმედებენ ამგვარი ვითარებისას;
- კონფლიქტების და ომის არაკვალიფიციური გაშუქებით, მედიამ შეიძლება ავნოს ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.