11.10.2023
ბავშვები გალიაში
როგორც უცხოურ, ასევე ქართულ წყაროებზე ვირუსულად ვრცელდებოდა ვიდეო, თითქოს ჰამასის მიერ გატაცებული ისრაელი ბავშვები გალიებში ჩასვეს. მოგვიანებით კი ითქვა, რომ სინამდვილეში, ისინი პალესტინელი ბავშვები იყვნენ და სწორედ ისრაელი მოექცა მათ ასე.
რეალურად კი, არცერთი ინფორმაცია არის სწორი. ფოტო-ვიდეოს რეალურობა არ დასტურდება არც ერთ საერთაშორისო სანდო წყაროზე. საერთოდაც, ვიდეო სოციალურ ქსელში განთავსდა ჰამასის თავდასხმამდე 4 დღით ადრე - ამ ინფორმაციას ადასტურებს France24-იც. ამ დროისთვის ვიდეო წყაროზე რომელმაც ის გაავრცელა წაშლილია.
ამ დრომდე უცნობია სად ან რა ვითარებაშია გადაღებული ეს კადრები.
მედესანტეები - მათ კავშირი არ აქვთ ჰამასის თავდასხმასთან
ვიდეო სადაც მედესანტეები პარაშუტით ეშვებიან, სოციალურ ქსელში არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა, თითქოს ის ჰამასის თავდასხმას ასახავდა. სინამდვილეში, სოციალურ ქსელში დადებულ ვიდეოს კავშირი არ აქვს ისრაელთან. ტერიტორია სადაც ისაა გადაღებული ეგვიპტეშია - კაირო, სამხედრო აკადემიის წინ.
სპორტულ ცენტრში პარაშუტისტების ჩამოფრენის ვიდეო ასევე ეგვიპტეშია გადაღებული
ვიდეო, სადაც რამდენიმე პარაშუტისტი სპორტულ ცენტრში ეშვება, გადაღებულია ეგვიპტეში და არა ისრაელში. როგორც Reuters წერს, ვიდეოში კაცი არაბულად სუბრობს და ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც პარაშუტებით ეშვებიან ეგვიპტელი სამხედროები არიან, რომლებიც დაეშვნენ ელ-ნასრის კლუბში.
მუსიკის ფესტივალის ძველი კადრები
მუსიკალური ფესტივალი, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა ისრაელში, რეიმში, ჰამასის ერთ-ერთი პირველი სამიზნე გახდა - მოკლეს და გაიტაცეს უამრავი ადამიანი.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ერთ-ერთი ვიდეო, სადაც თითქოს ნაჩვენები იყო, რომ ის ასახავს თავდასხმის მომენტს. სინამდვილეში, ეს კონკრეტული ვიდეო გადაღებულია 7 ოქტომბრამდე სამი დღით ადრე თელ-ავივში, ბრუნო მარსის კონცერტზე.
"დაკარგული გოგოს" ვიდეო ჰამასის თავდასხმამდე ადრეა გადაღებული
გაავრცელეს ვიდეო, თითქოს ბოლო პერიოდის ამბებს უკავშირდებოდა, “დაკარგულ გოგოზე” წარწეროთ - “ჰამასის ტერორისტი ღაზაში გატაცებულ ებრაელ გოგონასთან ერთად”. სინამდვილეში ვიდეო ჯერ კიდევ 8 სექტემბერს, თავდასხმამდე ერთი თვით ადრეა დადებული.
აშშ-ის დოკუმენტი, სადაც ისრაელისთვის 8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებაზეა საუბარი, ყალბია
აშშ-ს მთავრობის დოკუმენტი რედაქტირებული სახით გავრცელდა ჰამასის თავდასხმის შემდეგ. ყალბი დოკუმენტის მიხედვით, აშშ 8 მილიარდ დოლარის სამხედრო დახმარებას უყოფს ისრაელს.
დოკუმენტი არ არსებობს თეთრი სახლის ვებგვერდზე. სურათი არის 2023 წლის 25 ივლისს ბრძანების შეცვლილი ვერსია.
ისრაელის თვითმფრინავების გადატანის ვიდეო ძველია
სამხრეთ ისრაელში სახმელეთო ტრანსპორტით თვითმფრინავების გადაადგილების ვიდეო არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა. თითქოს ის ასახავს ვითარებას ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ. სინამდვილეში, ვიდეო ძველია. მაგალითად, YouTube-ზე მსგავსი გამოქვეყნებული ვიდეო 19 სექტემბერსაა გამოქვეყნებული.