23.10.2023
მაჰსა ამინის სიკვდილი
2022 წლის 13 სექტემბერს ირანის ე.წ მორალის პოლიციამ მაჰსა ამინი ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დააკვა. მალევე მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, სადაც გარდაიცვალა. 22 წლის ქალის სიკვდილის გამო ირანში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.
სწორედ ნილუფარ ჰამედი და ელანე მოჰამადი იყვნენ ის ჟურნალისტები, რომლებმაც ეს ამბავი გაავრცელეს. ისინი ბეჭდურ მედიაში მუშაობდნენ.
- ნილუფარ ჰამედიმ კომაში ჩავარდნილი მაჰსა ამინის დაღუპვის ამბავი გაავრცელა, ელანე მოჰამადიმ კი მისი დაკრძალვა გააშუქა.
- ორივე ჟურნალისტი 2022 წლის სექტემბრიდან იყო დაპატიმრებული.
პატიმრობის დეტალები
ირანის სასამართლო სისტემის საინფორმაციო ვებგვერდის Mizan-ს ინფორმაციით, ჟურნალისტებს 6 და 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
- სასამართლომ ჟურნალისტებს ბრალი წაუყენა მტრულ ამერიკულ მთავრობასთან თანამშრომლობის, ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებასა და სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდისთვის.
- მათ განაჩენის გასაჩივრდეს 20 დღის ვადაში შეუძლიათ.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციების დროს 100-მდე ჟურნალისტი დააკავეს, ჰამედის და მოჰამადის რეპორტაჟებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ამინის გარდაცვალების შემდეგ დღეებში - მიეწოდებინათ ინფორმაცია საზოგადოებისთვის.
CPJ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის კოორდინატორმა, შერიფ მანსურმა თქვა, რომ თავისუფლების აღკვეთა ირანის მხრიდან არის ჟურნალისტიკის კრიმინალიზაციის მცდელობა.