„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონის
საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას “პუბლიკას“, “ტაბულას“, “აპრილის“
ჟურნალისტებსა და დამოუკიდებელ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს შსს-ს
წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტურ საქმიანობაში
ხელი შეეშალა OC Media-ს დამფუძნებელს, მარიამ ნიკურაძესაც.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტები სისხლის სამართლის
კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარე
გამოძიების ფარგლებში გამოკითხა, რაც სამართალდამცველების მხრიდან
სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებას
გულისხმობს.
16 აპრილს აქციაზე შსს-ს წარმომადგენლებმა სცემეს დამოუკიდებელ
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, ნურლან გაჰრამანლისაც. როგორც ის
X(Twitter)-ზე წერს, მათ იცოდნენ, რომ ჟურნალისტი იყო.
გაჰრამანლი CPJ-სთან იხსენებს, რომ მას ტელეფონი წაართვეს და
სამართალდამცველებმა ალყაში მოაქციეს. ჟურნალისტმა ცემის შედეგად
ფიზიკური დაზიანება სახეზე მიიღო. როგორ იხსნებენ ჟურნალისტები
მომხდარს და რას ელოდებიან მიმდინარე გამოძიებისგან, ნახეთ
„მედიაჩეკერის“ ვიდეოში.