კატეგორია: პოდკასტი


"პირველი ნაბიჯების" ამ ეპიზოდის სტუმარია ჟურნალისტი, კავკასიის ინივერსიტეტის პროფესორი და "ევრონიუსის" ევროპული საბჭოს წევრი მარინა ვაშაყმაძე. მას მედიაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის, 12 წლის განმავლობაში “რადიო თავისუფლების” თბილისის ბიუროს ხელმძღვანელობდა. 



ამ ეპიზოდში მარინა გვიყვება მედიაში თავისი პირველი ნაბიჯების, გამოცდილებისა და პროფესიული გაკვეთილების შესახებ. საუბრობს სტუდენტებზე, ევროპულ, ჟურნალისტურ ღირებულებებსა და რთული გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. მარინა გვიზიარებს ხედვებს იმაზე, თუ რა არის მთავარი მედიის სფეროში დასახული მიზნის მისაღწევად, რა ღირებულებები უნდა ჰქონდეს ჟურნალისტს და როგორი უნდა იყოს ნიუსრუმის ხელმძღვანელი.



პოდკასტში მოისმენთ, რატომ არასდროს ჩქარობს დასკვნის გაკეთებას “ვისგან რა დადგება” და რატომ ფიქრობს, რომ ჟურნალისტური განათლება აუცილებელია. 

მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე


altaltalt



"პირველი ნაბიჯები" - პროექტ "64"-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები საუბრებენ.

კატეგორია: პოდკასტი
 
"პირველი ნაბიჯების"  ამ ეპიზოდის სტუმარია POLITICO Europe-ის შტატგარეშე კორესპონდენტი დათო ფარულავა.

ის გამოცემისთვის ვიდეო რეპორტაჟებსა და ილუსტრაციებზე მუშაობს. ამავე დროს დათო შვედეთში ლუნდის უნივერსიტეტის სტუდენტია.

დათო გვიყვება ჟურნალისტიკაში სპეციალიზების მნიშვნელობაზე, საქართველოში მედია ბაზარსა და დასავლური მედიის სპეციფიკაზე. ის გვიზიარებს რჩევებს ევროპულ უნივერსიტეტებსა და მედია გამოცემებში მოსახვედრად.

ეპიზოდი ჩაწერილია მაშინ, როდესაც დათო POLITICO Europe-ში ჯერ კიდევ სტაჟიორი იყო.

მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე


altaltalt



"პირველი ნაბიჯები" - პროექტ "64"-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები საუბრებენ.

კატეგორია: პოდკასტი


"პირველი ნაბიჯების" ამ ეპიზოდში გაიცნობთ Demnagram-ის შემქმნელს და მოდის სახლ “ბალენსიაგას” გუნდის წევრს საბა ბახიას.

“დემნაგრამი” 4 წელიწადზე მეტია “ბალენსიაგას” კრეატიული დირექტორის, ქართველი დიზაინერის დემნას შემოქმედების შესახებ სიახლეებს ავრცელებს.

საბა გვიყვება “დემნაგრამის” ისტორიასა და მის განვითარებაზე, როგორ მოხვდა “ბალენსიაგას” გუნდში, მოდის ჟურნალისტიკასა და ამ ინდუსტრიის გავლენაზე. საბა თავისი გამოცდილებით გვიზიარებს რჩევებს, რომლებიც სოციალურ ქსელში კონტენტის შემქნელებმა უნდა გაითვალისწინონ.

მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე


altaltalt



"პირველი ნაბიჯები" - პროექტ "64"-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები საუბრებენ.

კატეგორია: პოდკასტი


"პირველი ნაბიჯების" ამ ეპიზოდის სტუმარია რეჟისორი თამთა გაბრიჩიძე. მისი ფილმი “სოვდაგარი” Netflix-ზე პირველი და ჯერ ერთადერთი ქართული დოკუმენტური ფილმია.

“სოვდაგარმა” გაიმარჯვა კანადის Hot Docs-ისა და Sundance-ის კინოფესტივალებზე.

ამ ეპიზოდში თამთა გვიყვება კინოდოკუმენტალისტიკაზე, 1500-ლარიანი ბიუჯეტის ფილმის “ნეტფლიქსამდე” გავლილ გზასა და რჩევებზე, როგორ უნდა მოხვდე კინოფესტივალებზე და რა უნდა გაითვალისწინო თუ დოკუმენტური ფილმის გადაღება გინდა.
 

მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე


altaltalt



"პირველი ნაბიჯები" - პროექტ "64"-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები საუბრებენ.

კატეგორია: პოდკასტი

"პირველი ნაბიჯების" ამ ეპიზოდის სტუმარია ჟურნალისტი მაკა (მარგარიტა) ანთიძე, რომელიც 24 წლის განმავლობაში ახალი ამბების ცნობილ საერთაშორისო სააგენტო Reuters-ში მუშაობდა და კავკასიის ბიურო ხელმძღვანელი იყო. 

მაკა გვიყვება ფიქსერობით დაწყებულ კარიერაზე, როგორ მოხვდა Reuters-ში და რატომ უთხრა თავდაპირველად უარი მათ შემოთავაზებას.
საუბრობს ჟურნალისტიკაში ზოგადი განათლების პრობლემაზე, ემოციურობაზე, ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილ პირველ სატელევიზიო ინტერვიუზე, ირაკლი ღარიბაშვილთან კამათსა და საქართველოს ერთ-ერთი პრეზიდენტის შეთავაზებაზე. 

მაკა ანთიძე გვიზიარებს რჩევებს, როგორ უნდა მიუდგეთ რთულ რესპონდენტებს და რა უნდა გაითვალისწინოთ ჟურნალისტიკაში მიზნის მისაღწევად და როგორი უნდა იყოს ხელმძღვანელი. 


მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე


altaltaltalt



"პირველი ნაბიჯები" - პროექტ "64"-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები საუბრებენ.

კატეგორია: პოდკასტი

"პირველი ნაბიჯების" ამ ეპიზოდში, ჟურნალისტი თემო კიღურაძე კონფლიქტებისა და ომების გაშუქების დროს დაშვებულ შეცდომებსა და გამოცდილებაზე გვიყვება. 

თემოს, კარიერის განმავლობაში, საერთაშორისო მედიისთვის ავღანეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, აღმოსავლეთ უკრაინაში, სირიის საზღვარსა და სხვა ცხელ წერტილებში უმუშავია. 

ის გვიყვება, როგორ მოხვდა შემთხვევით კონფლიქტების გაშუქების სფეროში, თავის პირველ გამოცდილებაზე 2008 წელს აგვისტოს ომში. იმაზეც, რა შეიძლება შეცვალოს არასწორ დროს ნათქვამმა "გამარჯობამ" ან "ოქეიმ". 

თემო გვიზიარებს რჩევებს, როგორ უნდა მოემზადოს ჟურნალისტი ომის გასაშუქებლად, რას უნდა მიაქციოს ყურადღება და როგორ უნდა დაიწყოს თანამშრომლობა საერთაშორისო მედიასთან.  მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე


მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე


altaltaltalt



"პირველი ნაბიჯები" - პროექტ "64"-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები საუბრებენ.

კატეგორია: პოდკასტი


ამ ეპიზოდში ხელოვნებათმცოდნე და ჟურნალისტი ნათია ხულუზაური საუბრობს ლონდონში ოფიციანტობიდან — "National Geographic საქართველოს" მთავარ რედაქტორობამდე განვლილ გზაზე, პერფექციონიზმზე, ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების მუშაობის განსხვავებულ მიდგომებზე და იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ, თუ "National Geographic"-ისთვის მუშაობა გსურთ.

ნათია გვიყვება, რომელი შეცდომებიდან ისწავლა და რის მიხედვით არჩევს ადამიანებს, რომლებთანაც ითანამშრომლებს.


მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე



altaltaltalt





"პირველი ნაბიჯები" - პროექტ 64-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები ისაუბრებენ.
კატეგორია: პოდკასტი
მესამე ეპიზოდის სტუმარია ნიკო ნერგაძე, "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი.





ამ ეპიზოდში "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი და "ნიკოს პოდკასტის" ავტორი ნიკო ნერგაძე გვიყვება პროფესიულ შეცდომებზე, უხერხულ მომენტებზე, რატომ არ უყვარს ვოქსპოპების ჩაწერა და რას ითვალისწინებს სხვების კრიტიკის დროს.

ნიკო საუბრობს ჟურნალისტიკაში ცნობისმოყვარეობის და ცნობადობის მნიშვნელობაზე, ჟურნალისტიკის რუტინულ მხარეზე, კომპრომისებზე და იმაზე, თუ რა არის ყველაზე კარგი გზა მედიაში (ნაცნობების გარეშე) დასაქმებისთვის.


"პირველი ნაბიჯები" - პროექტ 64-ისა და "მედიაჩეკერის" ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე "პირველი ნაბიჯების" ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები ისაუბრებენ.

მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე



altaltaltalt


კატეგორია: პოდკასტი
მეორე ეპიზოდის სტუმარია Fox News-ის პროდიუსერი ნანა საჯაია.






ამ ეპიზოდში ნანა გვიყვება ზუგდიდის კორესპონდენტობიდან ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტელევიზიის პროდიუსერობამდე გავლილ გზაზე.

“ჟურნალისტიკასთან თავის პირველ შეჯახებაზე”, მიზნის მისაღწევად 290 მცდელობაზე, ბევრ უარზე და თავდაჯერებულობის მნიშვნელობაზე.



„პირველი ნაბიჯები“ - პროექტ 64-ისა და „მედიაჩეკერის“ ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე „პირველი ნაბიჯების“ ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები ისაუბრებენ.


მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე



altaltaltalt
კატეგორია: პოდკასტი
პირველი, საპილოტე ეპიზოდი 2021 წლის ზაფხულში ჩაიწერა. მისი სტუმარია „მედიაჩეკერის“ მთავარი რედაქტორი და პროექტ 64-ის თანადამფუძნებელი, გიორგი გოგუა.






„პირველი ნაბიჯები“ - პროექტ 64-ისა და „მედიაჩეკერის“ ერთობლივი პოდკასტია, რომელშიც ჟურნალისტები და მედიის სფეროს პროფესიონალები თავიანთი შეცდომების, მიღებული გამოცდილების, წარმატებების, ზოგჯერ წარუმატებლობისა და მედიაში თავიანთი პირველი ნაბიჯების შესახებ გვიყვებიან.

ისინი კარიერის განმავლობაში ნასწავლ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებსა და რჩევებს გაგვიზიარებენ. რა ხდება რეალურად მედიის ინდუსტრიაში, როგორ უნდა მოხვდე სასურველ მედიასაშუალებაში, თუ ყველაფერს ნულიდან იწყებ და ამ სფეროში არავის იცნობ? ან გინდა უფრო მეტად განვითარდე და წინ წახვიდე?

ტელევიზია, ონლაინ მედია, რადიო, პრესა, ფოტო ჟურნალისტიკა, საერთაშორისო, სპორტული, ომის ჟურნალისტიკა, სოციალური მედია, განათლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ და ბევრს სხვა თემაზე „პირველი ნაბიჯების“ ეპიზოდებში გამოცდილი ადამიანები ისაუბრებენ.



პირველი, საპილოტე ეპიზოდი 2021 წლის ზაფხულში ჩაიწერა. მისი სტუმარია „მედიაჩეკერის“ მთავარი რედაქტორი და პროექტ 64-ის თანადამფუძნებელი, გიორგი გოგუა.

ის 12 წელიწადია ჟურნალისტია და არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცემასთან უთანამშრომლია. National Geographic-ისთვის მისმა სტატიამ „გზაზე“ ევროკავშირის პრიზი მიიღო.

ამ ეპიზოდში გიორგი გვიყვება, რატომ აირჩია ჟურნალისტიკა, როგორ „მოკლა ახალი ამბების დღევანდელმა ფორმამ ეს პროფესია“, გამოცდილებას გვიზიარებს ფრილანსერობაზე, ფოტორეპორტიორობაზე, ყველაზე მნიშვნელოვან პროფესიულ რჩევებზე, „ორი თემურის შემთხვევასა“ და იმაზე, თუ რით უნდა დაიწყოთ, თუ ჟურნალისტობა გინდათ.

მოგვისმინეთ ამ პლატფორმებზე



altaltaltalt
კატეგორია: ინტერვიუ
მარგარიტა ლიუტოვა ტელეკომპანია „დოჟდის“ ერთ-ერთი ჟურნალისტთაგანია, რომელსაც ქვეყნის დატოვება მოუხდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ თავისუფალი მედიის დევნა დაიწყო.

ჩვენ მას ერევანში ვესაუბრეთ რუსეთის ომზე უკრაინაში, მედიის დევნაზე და იმაზე, თუ როგორ ხედავენ მომავალს რუსი დამოუკიდებელი ჟურნალისტები ცენზურისა და სამართლებრივი დევნის პირობებში.




ძალიან კარგად მახსოვს ეს დღე. ადრე დილის ეთერი გვქონდა ხოლმე, პირველ ივნისიდან მოყოლებული. მე მისი ერთ-ერთი წამყვანი ვიყავი. ნათელი სტუდია იყო. საუზმის მომზადებაზე და დილის ვარჯიშებზე არ ვსაუბრობდით, ახალ ამბებს ვაშუქებდით, მაგრამ უფრო მეტად მარტივ, ცხოვრებისეულ ამბებს ვყვებოდით.

ბუნებრივია, როგორც კი ომი დაიწყო, დილის ეთერი გავაუქმეთ და ოცდაოთხი საათის განმავლობაში ახალ ამბებს ვაშუქებდით. პირველი ორი დღის განმავლობაში 24 საათს გადიოდა, შემდეგ კი პატარა შესვენებებით. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ხელმისაწვდომი იყო იუთუბზე. სამშაბათს ჩემი ცვლა იყო. რვიდან 11-მდე ახალი ამბების პირველი ბლოკი გვქონდა, შემდეგ მცირე შესვენება, შემდეგ დღის პირველ საათზე ახალი ამბების მოკლე გამოშვება.


  • 24 თებერვალი, 2022 - რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო მას შემდეგ, რაც პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დაწყება გამოაცხადა.


ჩემი პირველი ცვლა ახალ ამბებზე ომის მეორე დღეს დაემთხვა.

მეორედ, ანუ სამშაბათს, შედარებით გამიადვილდა ამის გაკეთება, ვიდრე პირველად. მაგრამ მაინც ძალიან რთული იყო.

შემდეგ მშობლებთან წავედი, რადგან უკვე ვხვდებოდი, რომ დიდი ალბათობით დოჟდს პრობლემები შეექმნებოდა. მინდოდა დავლაპარაკებოდი მშობლებს, გამეფრთხილებინა ისინი, მაგრამ ჯერ ნივთების მოგროვებაც არ მქონდა დაწყებული. ყველაფერი ჯერ რიგზე ჩანდა, რამდენადაც შეიძლება ომის დროს რამე რიგზე იყოს.


  • 1 მარტი, 2022 - რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მოითხოვა „დოჟდისა“ და „ეხო მასკვის“ შეზღუდვა მაუწყებლობის შეზღუდვა, „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელების“ მოტივით.


ვისაუბრე მშობლებთან, შემდეგ წავედი მეგობრებთან, იმავე მიზნით, რომ საქმის კურსში ჩამეყენებინა. მათთან ყოფნისას, ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა. პირველი, რომ ტელეკომპანია დოჟდი დაიბლოკა და ამას მოჰყვა გენერალური პროკურატურის პრესრელიზი, სადაც ახსნილი იყო, რატომ დაიბლოკა ტელევიზია. რომ აქ ექსტრემისტული მასალებია, რომ ეს მასალები მასობრივი არეულობების გამოწვევისკენ და არსებული წესრიგის დესტაბილიზაციისკენ იყო მიმართული. და რომ როგორც ოფიციალურად რუსეთში ეძახიან, „სპეციალური საომარი ოპერაციის“ შესახებ, არასწორ ცნობებს ვაქვეყნებდით.

ამ პრესრილიზიდან გამომდინარე ნათელი გახდა, რომ ტელევიზიის დახურვასთან ერთად გაჩნდა რეალური იურიდიული რისკები ყველა თანამშრომლისთვის და მით უმეტეს, მათთვის, ვინც ომზე პირდაპირ ეთერში ყვებოდა. ამ მომენტში მიხვდი, რომ სასწრაფოდ უნდა მეყიდა ბილეთი. ამის შემდეგ კი, სულ ექვსი საათი მქონდა ამისთვის.

და ეს როდის ხდებოდა?

ეს იყო სამშაბათს, ანუ ორ მარტს, თუ არ მეშლება.


  • 2 მარტი, 2022 - დოჟდის თანამშრომლების ნაწილმა, მათ შორის რედაქტორებმა, ტელეკომპანიის დაბლოკვისა და ხელისუფლების მხრიდან მუქარის შემდეგ ქვეყნის დატოვება გადაწყვიტეს.


ანუ, არავის უთქვამს პირდაპირ, ქვეყანა დატოვეო, უბრალოდ, მიხვდი, რომ ასე უნდა მოქცეულიყავი?

თავიდან ეს თვითონ გადავწყვიტე, სადღაც საღამოს 10 საათისთვის, მოსკოვის დროით. შემდეგ დავურეკე მშობლებს, რომ გამეფრთხილებინა. ჯერ კიდევ მეგობრებთან ვიყავი. შემდეგ კი, როდესაც სახლში დავბრუნდი, ბუნებრივია, დოჟდის სამსახურეობრივ ჩატში ვიწერებოდით. იქ, ჩვენმა მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ ძუდკომ, მოსკოვის დროით, დაახლოებით დილის პირველ საათზე, ანუ უკვე მეორე დღის დასაწყისში, გვითხრა, საერთო ჯგუფში დაგვირეკა და იქ გვითხრა, რომ შესაძლოა, სიტუაციას იმაზე მძიმედ ვაფასებთ, ვიდრე არის, მაგრამ ასეთ სიტუაციაში სჯობს, ზედმეტად შეფასო, რადგან ყველანი მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ.

ამიტომაც, გვითხრა, ყველა, ვინც საჭიროდ ჩათვლით და გაქვთ შესაძლებლობა, ქვეყანა დატოვეთო. თქვა, რომ ის და მისი ცოლი, ეკატერინე კოტრიკაძეც, რომელიც ასევე დოჟდში მუშაობს და საინფორმაციო სამსახურის უფროსი და ერთ-ერთი წამყვანია, ქვეყნიდან წასვლას აპირებდნენ.




გვითხრა, შევეცდებით და როგორც შესაძლებელია, თანამშრომლებს დაგეხმარებითო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ კი, უნდა დაგვეტოვებინა ქვეყანა.

ამ მომენტში, მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც დიდად არ მეპარებოდა ეჭვი, დავრწმუნდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე ამ კონკრეტულ მომენტში. თუმცა, არ ვიცი გრძელვადიან პერსპექტივაში რამდენად სწორი აღმოჩნდება.

იცოდი, სად მიდიოდი, თუ უბრალოდ პირველი შესაძლო ვარიანტი აირჩიე?

კი, ისიც იყო, რომ პირველი ხელმისაწვდომი ვარიანტი ავიღე. მაგრამ აქ ისეთი შემთხვევაა, როცა ცოტა ბედისწერის არსებობას იჯერებ. იმიტომ, რომ მედია ინიციატივების ცენტრმა ერევანში, სადაც ახლა ვსაუბრობთ, ამ ყველაფრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, კონფერენციაზე დამპატიჟა ეკონომიკური ჟურნალისტიკის შესახებ.


  • 11-12 მარტი, 2022 - მარგარიტა ლიუტოვა ერთერთი მომხსენებელი იყო ეკონომიკური ჟურნალისტიკის კონფერენციაზე ერევანში.


და შემდეგ, რადგან მოწვევა უკვე მქონდა და აქ ვინმეს მაინც ვიცნობდი და მელოდებოდნენ, აქ წამოსვლა საუკეთესო ვარიანტი აღმოჩნდა. სომხეთში ვიზის გარეშე შეიძლებოდა მგზავრობა, ამიტომაც სხვა ვარიანტები არც განმიხილავს. ერთადერთი ამოცანა იყო, რაც შეიძლება სწრაფად მეყიდა ბილეთი.

ნათელია, რომ არასახელისუფლებო მედია რუსეთში მუდმივად იყო საფრთხის ქვეშ. მაგრამ ელოდებოდით ასეთ დასასრულს, რომ ქვეყნის დატოვება ასე სასწრაფოდ მოგიხდებოდათ?

რთული კითხვაა. ალბათ არ მინდოდა, ეს მოსალოდნელი ყოფილიყო. კი, მზად უნდა ვყოფილიყავი, და ალბათ ამის ყველაზე კარგი მაგალითი ჩვენი კოლეგები არიან გამოცემიდან, სახელწოდებით „პროექტი“.

ახლა „პროექტი“ რუსეთში კანონით „არასასურველ ორგანიზაციად“ არის გამოცხადებული. ეს სტატუსი ნიშნავს, რომ მათი მასალის ნებისმიერი გავრცელება სამართლებრივი დევნის საგანი ხდება. ეს ვრცელდება როგორც მათს საიტზე, ასევე მათს სოციალური ქსელების პოსტებზე და ნებისმიერ ადამიანზე, ვინც ამ მასალის გაზიარებას გადაწყვეტს. იქ დოჟდის ბევრი ყოფილი თანამშრომელი მუშაობდა. რაღაც დროს მეც მქონდა იქ მუშაობის შეთავაზება. „არასასურველ ორგანიზაციად“ ისინი რუსეთის ხელისუფლებამ გასულ ზაფხულს გამოაცხადა. ხელისუფლებამ და არა საზოგადოებამ.


  • "პროექტი" - 2018 წელს შექმნილი რუსული საგამოძიებო მედია რუსეთის მთავრობამ 2021 წელს  „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა.


თითქმის ყველა თანამშრომელი გამოაცხადეს „უცხოეთის აგენტად“. ანუ, არა უბრალოდ ორგანიზაცია, არამედ პირადად შენ, როგორც ფიზიკური პირი. მათ შორის ის თანამშრომლები, რომლებიც არა გამოძიებებით, არამედ, სოციალური თემების გაშუქებით იყვნენ დაკავებული. ამის ნათელი გახდა, რომ ეს ყველასთვის განგაშის სიგნალი უნდა ყოფილიყო.

მახსოვს ის მომენტიც, როდესაც ისინი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადეს. ერთი კვირის შემდეგ იგივე დაემართათ მიხეილ ხადარკოვსკის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებსაც. იქაც ბევრი ჩემი ნაცნობი მუშაობდა და მათი მთავარი რედაქტორები და მათი მოადგილეებიც პერსონალურად გამოაცხადეს „უცხოეთის აგენტებად“.

მახსოვს, რომ ხადარსკოვსკის მიერ დაფინანსებული მედიის არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადების მეორე დღეს, დილის ეთერში ჩემი ცვლა იყო და გადაცემა მთლიანად ამ ამბავს ეძღვნებოდა. ვესაუბრებოდით ჟურნალისტებს და გვქონდა საშინელი შეგრძნება, თითქოს ყინულზე დგახარ, ირგვლივ ყინული იბზარება შენ კი ყვები ამბავს ყინულზე, რომელიც იბზარება და შენ ზედ დგახარ.


  • მიხეილ ხადარკოვსკი რუსი ბიზნესმენი და პოლიტკოსი, ერთ-ერთი პირველი რუსი ოლიგარქი იყო, რომელსაც ვლადიმერ პუტინთან პრობლემები შეექმნა.


მახსოვს, როგორ ვსაუბრობდი ამ ეთერის შემდეგ თანაწამყვანთან. ვამბობდით, რომ რაღაც მომენტში ჩვენც მოგვიწევს ასეთივე ამბის საკუთარ თავზე გაგება, ან თავად მოყოლა მის შესახებ. მაგრამ, შეუძლებელია, ამისთვის მოემზადო. ალბათ, სახლში ჩემოდანი უნდა გქონდეს ჩალაგებული მაგრამ აქამდე ვერც მივედით.

2021 წლის აგვისტოში დოჟდი და სხვა არასახელისუფლებო მედიასაშუალებებიც „უცხოეთის აგენტებად გამოცხადდა“. რაც მას შემდეგ დოჟდის ყველა მასალაზე ეწერა. და ამის შემდეგ, როგორც ჟურნალისტი, შენც ფაქტობრივად „უცხოეთის აგენტი“ იყავი. როგორი იყო ეს ექვსი-შვიდთვიანი პერიოდი?

პირველ რიგში, ეს იმ მომენტში შოკი იყო. ახლა, სიმართლე გითხრათ, ძალიან სასაცილოდ მეჩვენება იმასთან შედარებით, რაც ამის შემდეგ გადაგვხდა თავს და რაც ახლა ხდება რუსეთსა და უკრაინაში.

მაშინ ეს შოკი იყო და საზიზღარი შეგრძნება მქონდა. რადგან ჩვენ ყოველთვის გვიყვარდა ეს პროფესია და მივიჩნევდით, რომ ის ხალხისთვისაა. აქ კი გეუბნებიან, რომ „უცხოეთის აგენტი“ ხარ და ეს სიტყვები მსუბუქად არ ჟღერს. ფაქტობრივად, ხალხის მტრად გაცხადებენ. „უცხოეთის აგენტი“, საბჭოთა დროიდან მოყოლებული, რაღაც ცუდს აღნიშნავს. ხანდახან სევდიანად ვხუმრობდი, რატომ არის უცხოური მანქანა კარგი და უცხოეთის აგენტობა ცუდი? საოცარია.


  • რუსეთის ხელისუფლებამ „დოჟდი“ უცხოეთის აგენტად 2021 წლის 20 აგვისტოს გამოაცხადა.


საზიზღრობა იყო, გვეშინოდა, რომ შემდეგ უკვე პირადად გამოგვაცხადებდნენ უცხოეთის აგენტებად. რადგან კანონმდებლობით, საკმარისია ორი პირობა: მიიღო დაფინანსება უცხოეთიდან, ან მიიღო დაფინანსება უცხოეთის აგენტისგან - ეს კი ჩვენი ხელფასებია.

ამას, პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვას ეძახიან - რაშიც, ამავე კანონის მიხედვით, მაგალითად, შედის მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ სიტუაციაზე ინფორმაციის მიწოდება. მე კი ზუსტად ამას ვაკეთებდი, როგორც ეკონომიკის მიმომხილველი.

რაღაც სასაცილო ზომები მივიღეთ. თუ უცხოეთის აგენტად გამოგაცხადებენ, წელიწადში ოთხჯერ ძალიან დეტალური ანგარიში უნდა ჩააბარო შენი შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ.

აკეთებდით ამას?

ჩვენ არა, რადგან ჩვენ, როგორც ორგანიზაცია გვცნეს აგენტად, და ორგანიზაცია ისედაც ყველა ანგარიშს აბარებდა. დოჟდი ძალიან ცოტას, კაპიკებს იღებდა უცხოური წყაროებიდან. ეს მთელი შემოსავლის 1 პროცენტზე ნაკლები იყო და ამაზე ანგარიშებს ჩვეულებრივად ამზადებდა ისევე, როგორც სხვა, მათ შორის სახელისუფლებო მედიასაშუალებები, რომლებიც სხვათა შორის, არ გამოუცხადებიათ უცხოეთის აგენტებად.

მაგალითად, დოჟდს ჰქონდა ევროკავშირის დაფინანსებული შესანიშნავი პატარა პროექტი, სახელწოდებით, „რუსეთი ევროპაა“. აქ კეთდებოდა რეპორტაჟები ადამიანებზე, რომლებიც რუსეთში ცხოვრობდნენ, მაგრამ მათი ცხოვრება, თუ საქმე მჭიდროდ იყო დაკავშირებული ევროპასთან.

ეს სრულიად სოციალური პროექტი იყო, გრანტით დაფინანსებული, რომლის შესახებაც ინფორმაცია ღიად იყო ხელმისაწვდომი დოჟდის ვებგვერდზე და წლების მანძილზე ეს არასდროს გამხდარა პრობლემა, მაგრამ ახლა გახდა.

მოკლედ, უცხოეთის აგენტად გამოაცხცადეს დოჟდი, მაგრამ არა მისი თანამშრომლები. მაგრამ ჩვენ ამ რისკებს დღემდე ვხედავდით. ახლა მიიღეს კანონი, იმის შესახებ, რომ შეიქმნება „უცხოეთის აგენტებისა“ და მათთან აფილირებული პირების რეესტრი.

აფილირებულებად, ამ კანონის მიხედვით, რომელიც ზუსტად ამ კვირაში მიიღეს, გამოცხადდება ყველა ის ადამიანი, ვისაც ოდესმე უმუშავია შესაბამის მედიაში. უცხოეთის აგენტებად რუსეთში გამოცხადებულია ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაც. მათ შორის, მაგალითად, ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ოჯახურძალადობაგამოვლილ ქალებს.

სამთავრობო მედია რუსეთში ძლიერია და დიდი გავლენა აქვს. და მათ ბევრი ადამიანი უსმენს, მათ შორის, შესაძლოა, შენი ნაცნობები და ახლობლებიც. როგორი იყო, როდესაც შენ აღმოჩნდი ისეთი ორგანიზაციის ნაწილი, რომელიც „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადდა ამ დროს იყავი ამ ადამიანებს შორის. როგორი იყო დამოკიდებულება შენ მიმართ? რამე შეიცვალა?

შეიძლება, მე ვერ ვამჩნევდი და დიდადაც არ ვარჩევდი ამ თემებს ისეთ ადამიანებთან, ვინც სახელმწიფო ტელევიზიას უსმენს, მით უმეტეს მათთან, ვინც იქ მუშაობს. მაშინ, როდესაც დოჟდი უცხოეთის აგენტად გამოაცხადეს, ამ რეესტრში, თუ არ ვცდები, ორმოცზე მეტი ორგანიზაცია და ფიზიკური პირი იყო. ასეთები მხოლოდ ჩვენ რომ ვყოფილიყავით, ალბათ სხვაგვარად იქნებოდა. მაგრამ როდესაც ქვეყანაში ძალიან ბევრი „უცხოეთის აგენტია“, იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც სამთავრობო მედიას უსმენენ, უჩნდებათ კრიტიკული განწყობა.

გასაგებია, რომ რუსეთში სოციალური კვლევებისთვის ჩატარება რთულია. მე სოციოლოგი არ ვარ, მაგრამ სფეროს სპეციალისტებს უთქვამთ, რომ ტოტალიტარულ საზოგადოებაში ხალხი სოციოლოგებს გულწრფელად არ პასუხობენ. ისინი კითხვებს ან საერთოდ არ პასუხობენ, ან პასუხობენ იმას, რასაც, ჰგონიათ, რომ უმრავლესობა უპასუხებს.

და ასეთ სიტუაციაშიც კი, დამოუკიდებელმა სოციოლოგიურმა ორგანიზაციამ, „ლევადამ“ გამოიკვლია ხალხის აზრი უცხოეთის აგენტების შესახებ (სხვათა შორის, რომლებიც ასევე გამოაცხადეს უცხოეთის აგენტებად).


  • დამოუკიდებელი სოციოლოგიური ორგანიზაცია, ლევადა რუსეთის მთავრობამ 2021 წელს უცხოეთის აგენტად გამოაცხადა.
  • ლევადას კვლევით რუსების 42%-ს ასე თუ ისე სმენია „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონზე, 11-მა კარგად იცის კანონი, 57%-ს კი მასზე არაფერი სმენია.

 

კვლევის შედეგებით, ხალხის უმეტესობა ამაზე ნეიტრალურად პასუხობდა, ან ამბობდა, რომ ეს რაღაც სისულელეა. შესაძლოა სადღაც ვცდებოდე, მაგრამ ზუსტად მახსოვს, სრულიად ნეგატიური დამოკიდებულება არ ყოფილა.

ანუ ხალხი ძალიან სერიოზულად არ იღებდა სახელმწიფოს ამ გადაწყვეტილებას.

კი, ზუსტად.

სამთავრობო მედიას რუსეთში, ბუნებრივია, მეტი რესურსი აქვს, მეტი ფული, მეტ აუდიტორიას სწვდება. ტელევიზიების უმეტესობა რუსეთში სამთავრობოა. მეორე მხრივ კი იყო დოჟდი და დღემდე არის რამდენიმე ბრჭყალებში, „უცხოეთის აგენტი“. მაინტერესებს შენი, როგორც დოჟდის ჟურნალისტისგან... სხვათა შორის, ხომ სწორი ვარ, რომ დოჟდის ჟურნალისტს გეძახი და არა ყოფილ ჟურნალისტს?

ხუმრობა გვაქვს, დოჟდის თანამშრომელს ამ სულელურ სიტყვას ეძახიან ბევრს ეს არ მოსწონს, მაგრამ ეძახიან „დოჟდინკებს“ ანუ წვიმის წვეთებს. და ვხუმრობთ, რომ „ყოფილი დოჟდინკები არ არსებობენ“

მოკლედ, ჩემი კითხვა ასეთი იყო: როგორი გავლენა გქონდათ აუდიტორიაზე? ცდილობდით, გაგევრცელებინათ სწორი, ობიექტური ინფორმაცია. მაგრამ იყო ინფორმაციის მეორე, სახელმწიფო მხარეც. როგორ შეადარებდი მათს და თქვენს გავლენას აუდიტორიაზე?

კარგი კითხვაა. ჩემს თავს ამას ბევრს ვეკითხებოდი. ბოლო დღეებზე რომ ვილაპარაკოთ, მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, დოჟდს იუთუბზე წარმოუდგენლად დიდი აუდიტორია უყურებდა. აქ ვხედავდით, რომ ჩვენი მუშაობა ძალიან იყო საჭირო. ომის პირველ დღეს პირდაპირ ეთერს ერთდროულად, დაახლოებით, 300 000 ადამიანი უყურებდა. იმ კვირაში კი, საიტის რედაქტორმა, რომელიც ასევე სტატისტიკას ამოწმებს, გვითხრა, რომ ომის პირველ დღეებში იუთუბზე 25 მილიონზე მეტი ნახვა დაგვიგროვდა.

ეს რუსეთიდან თუ უცხოეთიდან?

რა თქმა უნდა, იქ იყვნენ ბელორუსებიც და უკრაინელებიც. ბევრი ადამიანი მადლობის ტექსტებს გვწერდა. მაშინ მივხვდით, რომ ტყუილად არ ვმუშაობდით. რა თქმა უნდა, ზოგადად, დოჟდის აუდიტორია ერთბაშად მაშინ იზრდებოდა ხოლმე, როდესაც რამე ცუდი ხდებოდა, რასაც სახელმწიფო მედია არ გააშუქებდა. მაგალითად, 2022 წლის დასაწყისში, ყაზახეთში მასობრივი გამოსვლებისა და ლიდერის ცვლილების დროს. როდესაც ალექსეი ნავალნი მოსკოვში ბრუნდებოდა იუთუბზე რეკორდული რაოდენობა გვიყურებდა, ერთ მომენტში მილიონზე მეტი ადამიანი.


  • მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ყაზახეთში 2 იანვარს, თხევადი აირის ფასის მკვეთრი ზრდის შემდეგ დაიწყო. ხალხი პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის გადადგომას მოითხოვდა.
  • რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 2021 რუსეთში ჩასვლისთანავე დააკავეს. 2022 წლიდან რუსეთის „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ რეესტრშია შეყვანილი.


არ მგონია, რომ ვინმეს, მათ შორის მათაც, ვინც ამას სწავლობს, მაგალითად, პოლიტოლოგებს ან სოციოლოგებს, შეუძლიათ, განსაჯონ, რა გავლენა ჰქონდა დოჟდს და შეადარონ ის სამთავრობო მედიის გავლენას.

მე ამ კითხვას ძალიან მარტივად ვპასუხობ. სულ რომ ძალიან ცოტა ადამიანი გვიყურებდეს ან გვკითხულობდეს, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ინფორმაცია მივაწოდოთ მათ. ხოლო თუ მუშაობას შევწყვეტთ, ან რამე სისულელეზე დავიწყებთ ლაპარაკს, ისინი ამას იგრძნობენ. შესაძლოა, გაუჭირდეთ კიდეც სხვა საინფორმაციო წყაროზე გადართვა, რადგან ტელევიზია ცოტა განსხვავდება ონლაინ მედიისგან. ხალხი ერთგვარად, სერიალივით უყურებს მას, კარგად გიცნობენ, სოციალურ ქსელებში ზოგჯერ მადლობის წერილებს გწერენ, ვიღაც, საერთოდ, გაგინებს. მაგრამ ამას აკეთებენ, თითქოს, გიცნობენ. ეს ერთგვარი ემოციური მომენტია და არ ვიცი, როგორ შეიძლება ეს გავლენა შეაფასო.

ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანი რამ დოჟდის, და საერთოდ, რუსეთის შესახებ, არის, რომ აქ ბევრი ადამიანი, რომელსაც, მსუბუქად რომ ვთქვათ, არ მოსწონს, რაც ხდება, მარტოსულად გრძნობს თავს. მათ ჰგონიათ, რომ ირგვლივ ყველა სხვაგვარად ფიქრობს. მიიჩნევენ, რომ მათ რაღაც სჭირთ - ირგვლივ ხომ ყველა კმაყოფილია, მე რა მჭირს?

განსაკუთრებით, საბჭოთა კავშირში გაზრდილი ადამიანებისთვის კი ტელევიზია დღემდე რაღაც მნიშნველოვანი სიმბოლოა, და როდესაც ეკრანზე ხედავენ, რომ ვიღაც იმეორებს იმას, რასაც ისინიც ფიქრობენ, მათთვის ეს მნიშვნელოვანი ხდება, ნორმალური ემოციური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის.

რომ გააგრძელონ ცხოვრება და იცოდნენ, რომ მათი გადმოსახედი არ არის მცდარი. რომ არსებობს ხალხი, რომელსაც პატივს სცემ - სულ ერთია, ახლა არ ვლაპარაკობ მხოლოდ ჩვენს ჟურნალისტებზე - ვსაუბრობ მათზე, ვისაც ჩვენ ეთერში ვიწვევთ. ამ დროს, როცა მათი გამოთქმული აზრები ემთხვევა შენს ფიქრებს, ესეიგი, ყველაფერი რიგზეა და შეიძლება ცხოვრება განაგრძო.

სულ ვადევნებდი თვალს, პირდაპირი ეთერის ჩატში როგორ საუბრობდნენ მაყურებლები. ხშირად, ისინი იწყებდნენ არა ეთერზე, არამედ ერთმანეთში საუბარს. დაახლოებით ისეთი რამ ხდებოდა, რაც 2000-იანების დასაწყისში, როცა ბევრი ადამიანი ინტერნეტ ჩატში მეგობრობდა ხოლმე. ერთმანეთს ეკითხბოდნენ, როგორ ხარ, როგორ გყავს ოჯახიო. ასე პოულობდნენ ერთმანეთს, დოჟდის დახმარებით, აღარ არიან მარტო. ამის ყველაფრის ნაწილი კი ჩვენი ეთერის წამყვანები და სტუმრებიც არიან.

მაგრამ ასევე, აუცილებლად გეყოლებოდათ თავდამსხმელებიც, ინტერნეტში. ტროლები, ბოტები, მაგალითად.

რა თქმა უნდა. სწორედ ამიტომაც, ეს ჩატი, რაზეც ვლაპარაკობდი, მხოლოდ ე.წ. სპონსორებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ეს არ ხდებოდა რაღაც სიხარბის გამო, რადგან საკმარისი იყო 10 რუბლი (დაახლოებით, 30 თეთრი) გადაგერიცხა და უკვე შეგეძლო შეტყობინების გამოგზავნა.

ეს ერთგვარი თავდაცვაც იყო ტროლებისგან და იმ ადამიანებისგან, ვინც უბრალოდ საზიზღრობებს გვწერდა. არც ვიცი, ვინ იყვნენ, რეალურები თუ ტროლები. ხშირად მათ არც ფულის გადმორიცხვა ენანებოდათ, რომ ჩატში შემოეღწიათ და რაღაც საზიზღრობა დაეწერათ. მაგრამ როცა შეურაცხყოფაზე, ან, ხშირად, მუქარაზე გადადიოდნენ, უბრალოდ, იბლოკებოდნენ. რა თქმა უნდა, ბევრი რამ ხდებოდა.

ომის გაშუქებას დავუბრუნდეთ. თუ არ ვცდები, ომის დაწყებიდან მეორე დღესვე, როსკომნადზორმა მედიას მოსთხოვა, მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო წყაროებს დაყრდნობოდნენ და გამოეყენებინათ ტერმინი „სპეციალური ოპერაცია“ ომის ნაცვლად. როდესაც ეს ამბავი გაიგეთ, ალბათ გექნებოდათ, სარედაქციო შეხვედრა ამის განსახილველად. მოგვიყევი ამ პროცესზე, როგორ მსჯელობდით, როგორ უნდა გაგეშუქებინათ ეს მოვლენები.

ეს პროცესი რედაქციაში ხდებოდა და მე მას ინტერნეტით ვადევნებდი თვალს. შაბათ დილას მოხდა, ომის მესამე დღეს. ამ მომენტისთვის მე ერთხელ უკვე წავიყვანე ახალი ამბები და დოჟდზე ფაქტობრივად უწყვეტად ვაშუქებდით ომს. პარალელურად, ერთ დიდ ეკონომიკურ მედიასთან, ვიპოსტთან ვთანამშრომლობ და ზუსტად წინა საღამოს გავუგზავნე სტატია ეკონომიკის შესახებ. ბუნებრივია, ეს ტექსტი ომზე იყო, თუ რა ეკონომიკური გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ომმა არამარტო რუსეთსა და უკრაინაზე, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაზეც.




ბუნებრივია, იქაც გამოვიყენე სიტყვა „ომი“, რადგან ბევრად მარტივია, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. ხოლო როგორც კი როსკომნადზორის აკრძალვების ამბავი გავიგე, პირველ რიგში დოჟდის სამუშაო ჩატი გავხსენი, რომ გამეგო, რას გადაწყვეტდნენ. მივწერე რედაქტორსაც ვიპოსტში, ასეთი ამბავი გავიგე და რის გაკეთებას აპირებთ მეთქი. მოკლედ, ერთდროულად ორ ადგილას ვარკვევდი.

საბოლოოდ, ყველა თითქმის ერთსა და იმავე დასკვნამდე მივიდა. დოჟდშიც, იურისტთან კონსულტაციის შემდეგ, გმირ ადამიანთან, რომელიც მარტო მუშაობდა ამ ყველაფერზე, მუდმივად უმკლავდებოდა როსკომნადზორის უსასრულო პრეტენზიებს, მუდმივად დადიოდა ამ გარჩევებზე, აბარებდა ანგარიშებს და ა.შ.

მოკლედ, თავიდან, პირველ რიგში, გადავწყვიტეთ, ყოველი შემთხვევისთვის, იუთუბ არხის გარეკანი შეგვეცვალა, სადაც სიტყვა „ომი“ ეწერა და შემდეგ გვეფიქრა, რა სიტყვებით გველაპარაკა. შემდეგ მარტივად, გადავწყვიტეთ, რომ თუ მუშაობის გასაგრძელებლად და ობიექტური ინფორმაციის გადასაცემად ამ ცენზურის დაცვა მოგვიწევდა, გამოგვეყენებინა სახელმწიფოს მიერ დაწესებული ტერმინი. ოღონდ არა ჩვენი სიტყვებით, არამედ, მაგალითად ასე: „რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციაა“ – „მსოფლიო მედია კი ამას ომს უწოდებს“.

ჩვენმა იურისტმა დაასკვნა, რომ ცენზურის ქვეშ ეს დასაშვები იქნებოდა და თუ მაუწყებლობის გასაგრძელებლად ამ ფასის გადახდა მოგვიწევდა, ეს უნდა გაგვეკეთებინა. ისევე, როგორც ამის კეთება დაიწყო სხვა ბევრმა მედიამ რუსეთში - მით უმეტეს, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო კანონი ე.წ. ფეიკების გავრცელების გამო სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ.




„ფეიკი“ ბუნებრივია იგულისხმება სახელმწიფოს გადმოსახედიდან - თუ ამ კანონს გადახედავთ, ნახავთ, რომ ყალბ ინფორმაციად ითვლება ყველაფერი, რაც თავდაცვის სამინისტროს პრეს რელიზში არ წერია.

დიახ, ჩვენ ვიყენებდით ტერმნის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“. ჩემს „ვიპოსტის“ სტატიაშიც სიტყვა „ომი“ მისით ჩავანაცვლეთ, ოღონდ ბრჭყალებში, როგორც ციტატა და მივაწერეთ, რომ ამას როსკომნადზორი ითხოვს. მკითხველების წინაშე კეთილსინდისიერები უნდა ვყოფილიყავით.

დარჩა ვინმე რუსეთში, ვინც სიმართლეს ავრცელებს?

რა თქმა უნდა.

„ნოვაია გაზეტა“, მაგალითად. სრულიად გმირული გამოცემა - მუდამ ასე იყო და დღემდე ასეა. სამწუხაროდ, მათაც შეიწყვიტეს სიტყვა „ომის“ გამოყენება - რომ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონოდათ.


  • "ნოვაია გაზეტას" რედაქტორმა, დმიტრი მურატოვმა უკრაინაში ომი მისი დაწყებისთანავე დაგმო. ის ნობელის პრემიის ლაურიატია მშვიდობის დარგში.


არის პატარა მედიასაშუალებებიც. მათი რაოდენობა დღითიდღე მცირდება, რადგან მუდმივად ბლოკავენ. მაგალითად, დღეს დილას დაბლოკეს პეტერბურგის პატარა გამოცემა, რომელიც ძირითადად ქალაქის სიახლეებზე წერდა. ბუნებრივია, ახლა არ შეეძლოთ, ომზე არ დაეწერათ. მოკლედ, ეს გამოცემა, „ბუმაგა“ დაიბლოკა.

არის უამრავი რეგიონული გამოცემაც, რომელსაც ვერც ჩამოვთვლი, რადგან იმაზე მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. უბრალოდ მათი ხმა არ ისმის არათუ საზღვარგარეთ, მოსკოვშიც კი. მაგრამ ისინი მნიშვნელოვანია საკუთარი აუდიტორიისთვის და მუშაობას აგრძელებენ.

როგორც უცხოელი, რომელსაც აინტერესებს, რა ხდება რუსეთში, რომელ მედიას ვენდო?

პირველი, ვინც თავში მომდის, არის ყველაზე პოპულარული რუსული მედია, აუდიტორიის რაოდენობით - მედუზა.

კი, თანამშრომლების დიდი ნაწილი რუსეთში არ არის, მაგრამ ჰყავთ კორესპონდენტები უკრაინაშიც კი. და ვფიქრობ, რუსეთშიც. მედუზა ინარჩუნებს ინფორმაციის მაღალ ხარისხს. ასევე, „ნოვაია გაზეტა“, რომელიც უკვე დავასახელე.

  • დამოუკიდებელი ინტერნეტ გამოცემა მედუზა 2014 წელს დაარსდა და დღემდე ობიექტურად აშუქებს ინფორმაციას რუსეთის ომზე უკრაინაში.


საინფორმაციო სააგენტოებიც მეტ-ნაკლებად აგრძელებენ მუშაობას, რადგან ისინი მშრალად აწვდიან ინფორმაციას როგორც კანონმდებლობის, ასევე ეკონომიკის შესახებ.

ჟურნალისტები ვინც რუსეთიდან წამოვედით, ვამბობდით, რომ შეიძლება ეს ჩვენი მასალების ხარისხზეც აისახოს, რადგან რაღაცას ვეღარ ხედავ, რაღაცას ვეღარ გრძნობ, არ ვიცი... რთულია განსასჯელად. შეიძლება ვერ ვამჩნევთ და ხარისხი უკვე დავარდა. მაგრამ ბევრი ადამიანი აგრძელებს საქმის კეთებას, როგორც შეუძლია - გამოძიებებს, ინტერვიუებს. ყურადღებით არჩევენ ომის, ეკონომიკის, შიდა პოლიტიკის საკითხებს.

იუთუბი, საბედნიეროდ, ჯერ არ დაბლოკილა მაგრამ არც ვიცი, რას ველოდო მაშინ, როცა ფეისბუკზე გვაქვს სამართლებრივი დევნა.

იმდენად აბსურდია, რომ შეიძლება მომავალში უკვე, მაგალითად, ტელევიზორებზე აღძრან საქმე, იმიტომ, რომ „ტელევიზორი ცუდია“.

ისე ჩანს, თითქოს საზღვარგარეთიდან უფრო ადვილია გაიგო, რა ხდება რუსეთში, ვიდრე თვითონ რუსებისთვის, ვინც ქვეყანაში ცხოვრობს, რადგან თითქმის ყველაფერი დაბლოკილია.

ვინც ქვეყანაში ცხოვრობს, მათ ინფორმაციის მისაღებად დამატებითი ძალისხმევის გაწევა უწევთ. რაც, სიმართლე რომ ვთქვათ, არც ისე რთულია, განსაკუთრებით ომის ფონზე. მაგალითად მე მშობლებს ვასწავლე ტელეგრამის არხებისა და ვიპიენის გამოყენება. კი, ოდნავ გართულდა ყველაფერი და შემცირდა იმის ალბათობა, რომ ვიღაც შემთხვევით გადაეყრება მასალას, რომელიც მას სამყაროს სხვაგვარად დაანახებს, ახალ მონაცემებს მისცემს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა გზა მოჭრილია.

ჩვენ აქამდეც ვხედავდით რუსეთის მთავარობის მცდელობას, დაებლოკა ან დაეცენზურებინა მედია. მაგრამ ახლა ალბათ ყველაზე დიდი დარტყმა იყო, ახალი კანონების მიღების ჩათვლით. ხომ არ ფიქრობ, რომ ეს ოდესმე ომის გარეშეც მოხდებოდა და ამ ომმა უბრალოდ გარდამტეხი როლი იქონია, რადგან მთავრობას უნდოდა ინფორმაცია ყოფილიყო ისეთი, როგორიც მას წარმოედგინა?

აქაც მხოლოდ ჩემს წარმოდგენებზე შემიძლია ვისაუბრო იმაზე დაყრდნობით, რასაც ირგვლივ ვხედავ. ემოციურად რომ ვთქვა, კი, ამას ველოდით, რადგან ყველანი ვადევნებდით თვალს, რა ხდებოდა ბელორუსში. ვხედავდით არამხოლოდ იმას, როგორ იტანჯებოდა ბელორუსი ხალხი, არამედ იმასაც, თუ რა გველოდა ჩვენ. იქიდან გამომდინარე, როგორ ჩაახშეს მასობრივი პროტესტი, რამდენ ადამიანს მოუხდა ქვეყნის დატოვება და იმ ფონზეც, რომ ბელორუსში ფაქტობრივად არ არსებობს დამოუკიდებელი მედია.

ადრე, შეგვეძლო დოჟდში, გაშუქებისას აზრი გვეკითხა ბელორუსი ჟურნალისტებისა და უფლებადამცველებისთვის იმის შესახებ, თუ რა ხდება მათს ქვეყანაში. ახლა ისინი იქ აღარ არიან. დღეს, თუ გვინდა გავიგოთ, რა ხდება ბელორუსში, ვურეკავთ ქვეყნიდან გაქცეულ ადამიანებს, რომლებიც ასე თუ ისე იქიდან ინფორმაციას იღებენ. ჩვენი ძველი რესპონდენტების უმეტესობამ ქვეყანა დატოვა, ბევრი მათგანი კი დაპატიმრებულია.

მახსოვს, ამას განვიხილავდი - შესანიშნავ პოლიტეკონომისტთან, სერგეი გურიევთან. ის მიიჩნევდა, რომ ე.წ. ბელორუსული სცენარი ძალიან რეალისტურია რუსეთისთვისაც და ამის ბევრი ნიშანი არსებობდა.

ამიტომაც ვფიქრობდი რომ კი, ეს მომენტი ოდესმე დადგებოდა. ამიტომაც ძალიან რთული იყო ჩემი კოლეგის, მაშა ბროზუნოვის ფილმის, ყურება ბელორუსიიდან გაქცეულ ჟურნალისტებზე, შემდეგ კი იმავე თემაზე იური დუდის ფილმის ნახა რადგან ამ ყველაფერს საკუთარ თავზე ვთარგმნიდი.

რთული იყო არამარტო ჟურნალისტებისთვის, არამედ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის - ჩემი ნაცნობების, ნათესავებისაც. უყურებდნენ რეპრესირებული ხალხის მონათხრობს, სხვათა შორის, ისინიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იყვნენ, არა აუცილებლად მხოლოდ ჟურნალისტები და პოლიტიკური აქტივისტები.

კი, ამას ვუყურებდით როგორც საშიშ მომავალს, მაგრამ ერთი მხრივ, ვერავინ ვხდებოდით, რამდენად მალე შეიძლება დამდგარიყო ეს დღე. მეორე მხრივ კი ადამიანები ხომ მუდამ უკეთესის იმედად ვართ, ეს ჩვენს ფსიქიკაშია, ვცდილობთ, შუქი დავინახოთ და არ გვინდა ვაღიაროთ, რომ ხვალ წყვდიადი დადგება.

ახლა როგორ გრძნობ თავს? არ ვიცი, გეშინია, ოპტიმისტურად ხარ, პესიმისტურად?

ალბათ ამ კითხვაზეც ახლა საკმარისად კარგად ვერ გიპასუხებ, რადგან რთულია ასეთი მყისიერი ცვლილებების სწრაფად გააზრება. ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ ბოლომდე ვერც ვიაზრებთ რა ხდება ჩვენს თავს. არამარტო ისინი, ვინც ქვეყანა დავტოვეთ. ომი იმდენად დიდი ტრაგედია და შოკია, რომ ყველა რაღაცნაირ ემოციურ-ფსიქიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

შესაძლოა ამის მიზეზი რუსეთში ხალხის პოლარიზაციაც არის. ოჯახებში ადამიანები ერთმანეთს იძულებენ მიმდინარე მოვლენებზე განსხვავებული აზრის გამო. ამიტომაც, ვფიქრობ, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ და სრულფასოვნად ვერ ვიგებთ ჩვენს მდგომარეობასა და განწყობებს.

ერთი, რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ მათთვისაც, ვინც ქვეყანა დატოვა და მათთვისაც, ვინც დარჩა, ძალიან შეიზღუდა რამის დაგეგმვის თვალსაწიერი. ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ვესაუბრებოდი ეკონომისტთან ევგენი გოტმახერთან, რომელიც სოციალურ თემაზე მუშაობს, მაგალითად, სოციალური დახმარების თემაზე, ჯერ კიდევ 90-იანებიდან მოყოლებული.

მასთან ვსაუბრობდით რუსეთში სიღარიბეზე, როგორც ეკონომიკურ, სოციალურ მოვლენაზე, და გვეუბნებოდა, რომ დაბალშემოსავლიანი ადამიანების მიმართ წნეხი გამოწვეულია პერსპექტივის არქონითაც.

ეს ნიშნავს რომ შეუძლებელია, დაგეგმო ცხოვრება - ოჯახი, ნებისმიერი რამ. ახლა ეს დაგეგმვის თვალსაწიერი, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში, ადრე, ალბათ ორი წელი იყო, ვიღაცისთვის ერთ დღემდე შემცირდა, ვიღაცისთვის რამდენიმე საათამდე. იმის წარმოდგენისაც კი მეშინია, შემდეგ რა იქნება.

პარალელურად, ერთგვარი გაორება გვაქვს - ვხედავთ უკრაინაში ხალხს, რომლებსაც ბომბავენ, ვიღაცის ოჯახის წევრებს, შორეულ ნათესავებს, და ისეთი ადამიანისთვის, ვინც მთელი ცხოვრება მშვიდობიანი ცის ქვეშ ცხოვრობს, ეს წარმოუდგენელია, სრული სიგიჟეა.

მაგალითად, კავკასიის ბევრმა ქვეყანამ გამოსცადა ომი თავის ტერიტორიაზე, რუსეთის ტერიტორიაზე კი ომი არასდროს ყოფილა, ჩეჩნეთის ომის შემდეგ, რომელიც ასევე ბევრისთვის სრულიად შორეული, სრულიად ლოკალურია.

შედეგად, ერთი მხრივ გრცხვენია, საერთოდ რა მოსატანია ჩემი პრობლემები იმასთან, რასაც ახლა ხალხი უკრაინაში განიცდის, მეორე მხრივ კი ჩვენს პრობლემებსაც ხომ ვერსად გავექცევით?

ხალხი რუსეთშიც განიცდის სხვადასხვაგვარ ტკივილს - ბოლოს და ბოლოს, დაღუპული სამხედროების ოჯახები. ჩამოქცეულმა ეკონომიკამ ხალხს მთელი ცხოვრება დაუნგრია. მგონია, რომ ემოციების ამ უზარმაზარ სპექტრს, რომ ხალხი ძალიან დიდხანს ვერ გადახარშავს. ეს ძალიან მძიმეა - დიდი უბედურება ბევრისთვის.

ამიტომაც, ჩემს მდგომარეობაზე ვერ ვსაუბრობ. ყველასთვის სხვადასხვა პასუხი მაქვს. მაგალითად, მშობლებს ვუყვები, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ არ ინერვიულონ, მეგობრებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში სულ სხვადასხვა რამეს ვეუბნები.

წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. ვფიქრობ, სოციოლოგები, ანთროპოლოგები, ფილოსოფოსები ამაზე დიდი ხნის განმავლობაში იმსჯელებენ.

როგორ ხედავ საკუთარ მომავალს ამ გადმოსახედიდან?

ხომ ვამბობ, ჩემი დაგეგმვის თვალსაწიერი ძალიან მცირეა. ჩემი მომავალი ახლა ისაა, რომ ჟურნალისტური საქმეები მაქვს შესასრულებელი: უნდა დავწერო ესა და ეს სტატია ამადა ამ დროს. უნდა დავუკავშირდე ექსპერტებს, სხვადასხვა საკითხზე. ეს ძალიან მეხმარება. ამასწინათ ეკონომისტი ჩავწერე და ხალხი, რომელთანაც წლებია კონტაქტი არ მქონია, მიკავშირდება და მეუბნება, სასარგებლო მასალა იყოო. ესაა ჩემი გეგმები. შევეცადო, ჩემი საქმე ვაკეთო.

ეს საქმე ეკონომიკური ჟურნალისტიკაა, რის კეთებაც ყველაფერზე კარგად გამომდის. სანამ ამის კეთება შემიძლია რუსულენოვანი აუდიტორიისთვის, იმედი მაქვს, გავაგრძელებ. რუსეთში ასეთი გამოთქმაა, ეს „ხმამაღალი განცხადებაო“. შეიძლება მართლაც ხმამაღალი განცხადებაა, რადგან არ ვიცით როგორ შეიცვლება ჩვენი კანონები, ან საერთოდ, რა ბედი ეწევათ ჩვენს ახლობლებს. არ ვიცი. ჯერ ეს გეგმები მაქვს.

ფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში დაბრუნებას შეძლებ?

როგორ განისაზღვრება „მალე“? არ ვიცი. არ ვიცი, მალე თუ არა, მაგრამ მე იქ სამსახური არ მაქვს, გარდა იმისა, რასაც აქედან ვაკეთებ დისტანციურად. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთში ცხოვრების ფასი გაიზარდა უზარმაზარი ინფლაციისა და იმის გამო, რომ კომპანიები ქვეყნიდან გავიდნენ და ფიზიკურად პროდუქტია ნაკლები, იქ ცხოვრება ძალიან რთული იქნება.

ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ყოფას ვგულისხმობ და არა იმას, რომ „უი, როგორი ცუდია იკეას გარეშე“. ვამბობ, რომ ცხოვრება ძალიან გაძვირდა.

და ამასთან ერთად, „უცხოეთის აგენტი ხარ“.

კი, არის იურიდიული რისკები. ჩემი მშობლები და საქმრო გვერდში დამიდგნენ, როდესაც წასვლა გადავწყვიტე, რადგან ჩემზე ნერვიულობენ. შეიძლება, ამას ტყუილად ვაკეთებთ და უბრალოდ თავს ვიზღვევთ, მაგრამ კანონი რომ სიტყვა-სიტყვით წაიკითხო, ეს რისკები ნათელია.

ამის არაერთი მაგალითიც გვინახავს.

და სანამ ეს იურიდიული რისკები არსებობს და სანამ შევძლებ ჩემი ახლობლებისთვის შორიდან უფრო სასარგებლო ვიყო, უკან არ დავბრუნდები.
კატეგორია: რესურსები
ხალხმრავალი აქციების შემდეგ ხშირად გვესმის სპეკულაციები დემონსტრაციაზე დამსწრეთა რაოდენობის შესახებ.

ქუჩაში, მრავალათასიან აქციებზე დამსწრეთა ზუსტი რაოდენობის დათვლა შეუძლებელია, მაგრამ არსებობს მეთოდები, რომლითაც შეგვიძლია, მიახლოებითი რაოდენობა გამოვთვალოთ.


ამ სტატიაში აგიხსნით, როგორ დათვალოთ მარტივად, უძრავ აქციაზე მდგომი ადამიანების რაოდენობა.

ამისთვის ორი რამ უნდა ვიცოდეთ:

  1. რა ფართობზე არიან განაწილებული ადამიანები.
  2. როგორია აქციაზე ხალხის დგომის სიმჭიდროვე.
  3. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქციის ცენტრში ყოველთვის ბევრად დიდია სიმჭიდროვე, ვიდრე პერიფერიებში.

მეტი დეტალი შეგიძლიათ ნახოთ ამ სტატიაში: როგორ ითვლიან აქციებზე მონაწილეების რაოდენობას


აქ კი გაჩვენებთ აქციაზე ხალხის დათვლის ძალიან მარტივ გზას:

ამისთვის დაგჭირდებათ:

  • დრონით, ან მაღალი წერტილიდან გადაღებული კადრები, სადაც ჩანს ხალხის გადანაწილება ტერიტორიაზე.
  • ან თქვენი საკუთარი დაკვირვება, დაახლოებით როგორია ხალხის სიმჭიდროვე.
  • კომპიუტერი ინტერნეტით, სადაც გადახვალთ ვებგვერდზე, Mapchecking.com.
ეს პლატფორმა ავტომატურად ითვლის ხალხის რაოდენობას მითითებული ტერიტორიისა და ხალხის სიმჭიდროვის მიხედვით.

მაგალითისთვის გამოვთვალოთ ხალხის რაოდენობა 25 თებერვალს, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე საქართველოს პარლამენტის წინ.

ფოტო: დათუნა ჭიჭინაძე

დრონის კადრებში ჩანს, რომ ყველაზე მეტი ხალხი პარლამენტის წინ, ცენტრშია.

ამიტომ პირველ რიგში მოვნიშნოთ ეს ტერიტორია და მივუთითოთ მაქსიმალური სიმჭიდროვე.

რადგან ზუსტ ციფრს ვერ დავითვლით, უმჯობესია ვნახოთ,
  • რამდენი ადამიანი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კვადრატულ მეტრზე 4 დემონსტრანტი იდგებოდა და
  • შევამოწმოთ მაქსიმალური რიცხვიც, რაც, საიტის მიხედვით, ხუთია, კვადრატულ მეტრზე.

alt

პლატფორმა გვეუბნება, რომ ასეთი სიმჭიდროვის დროს პარლამენტის წინ ამ ტერიტორიაზე 9-დან 10 ათასამდე ადამიანი დგას.


ნახეთ ვიდეო:



გადავიდეთ პერიფერიებზე

იმავე ფოტოს მიხედვით, ყველაზე გადატვირთული ნაწილიდან ჭიჭინაძის ქუჩამდე ხალხი საშუალო სიმჭიდროვით არის გადანაწილებული. ანუ კვადრატულ მეტრზე დაახლოებით, 2-3 ადამიანი.

ცენტრიდან 9 აპრილის ქუჩამდე სიმჭიდროვე ამდენივეა, თუმცა რადგან 9 აპრილის ქუჩა ჭიჭინაძის ქუჩაზე ორჯერ ფართოა, აქ ოდნავ მეტი ადამიანი ეტევა.

ამგვარად, Mapchecking.com-ის მიხედვით:

  • ცენტრიდან ჭიჭინაძის ქუჩამდე დაახლოებით 4-4,5 ათასი ადამიანი იყო შეგროვებული.
  • ცენტრიდან 9 აპრილის ქუჩამდე კი 5.5-6 ათასი.

alt

ფოტოზე ასევე ჩანს, რომ ხალხი კანტიკუნტად იდგა პერიფერიებზე მოსწავლეთა სასახლის და თბილისის კლასიკური გიმნაზიის წინაც.

თუ რუკაზე ამ ტერიტორიას მოვნიშნავთ და Light-ს ანუ დაბალ სიმჭიდროვეს მივუთითებთ,
  • კლასიკური გიმნაზიის წინ, დაახლოებით ილიას და აკაკის ძეგლის ჩათვლით, ტერიტორიაზე 500-600 ადამიანი იდგა
  • მოსწავლეთა სასახლის წინ კი - 150-200-მდე.

alt


მთავარია მუდამ გახსოვდეთ, რომ აქციებზე ხალხის ზუსტი რაოდენობის დასახელება შეუძლებელია, მაგრამ ამ საიტის მიხედვით, შეგვიძლია თავისუფლად ვივარაუდოთ, რომ 26 თებერვალს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე უკრაინის მხარდასაჭერად, დაახლოებით 20 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი.
კატეგორია: პოდკასტი


პოდკასტის ამ სეზონის ბოლო, მე-12 ეპიზოდის გმირი ჩემი და ჩემი მეგობრების ფავორიტი YouTuber-ია. 52 წლის ნოდარ ჭიკაძე, თბილისში ალბათ ყველაზე პოპულარული და მხიარული საკეტების ხელოსანი. ის წლების წინ ამ ვიდეოთი გავიცანი:



საუბრის გულწრფელმა და ენერგიულმა მანერამ, ასევე მისმა გაბედულმა ინტერესმა ციფრულ სამყაროში, დამარწმუნა, რომ ნოდარ ჭიკაძე ჩვენი პოდკასტის პირველი სეზონის დასკვნითი ეპიზოდის საუკეთესო სტუმარი იქნებოდა. მასზე ბევრი საუბრის ნაცვლად, სჯობს მისი YouTube არხის მონახულება გირჩიოთ.

ნოდარ ჭიკაძის YouTube გვერდის მიხედვით, მას პირველი ვიდეო 8 წლის წინ აქვს გამოქვეყნებული და შეიძლება ითქვას, რომ იმ დროისთვის წარმატებით აქვს გამოყენებული აუდიტორიასთან ციფრული კომუნიკაციის მეთოდები. მითხრა რომ იუთუბერობის მიმართ ინტერესი სხვა (ძირითადად რუსულენოვანი), მისთვის საინტერესო YouTube არხების ყურებამ გაუღვივა.

ყველაზე პოპულარული ვიდეო პლატფორმის ათვისებამდე კი ჰქონდა ინტერესი ელექტრონული ტექნოლოგიების მიმართ, რომელიც ბავშვობიდან იწყება - სოფელში რომ ვიყავი, მაინტერესებდა რაციით ქალაქთან დაკავშირებას თუ შევძლებდი, ჩემი სახლი კი გამომგონებლის სახელოსნოს ჰგავდაო.

გამომგონებლობის უნარს ვერც ახლა დაუწუნებთ. თუ მისი რამდენიმე ვიდეოს ნახვა უკვე მოასწარით, მიხვდებით რომ თითქმის ყველა ვიდეო ერთმანეთისგან განსხვავებულია დრამატურგიული ხაზით. ვერ იტყვით რომ ეს ადამიანი უბრალოდ ადგა, კამერა ჩართო, ილაპარაკა, გამორთო და ატვირთა.

თითქმის ყველა ვიდეოში ნაფიქრი აქვს ადგილზე, სადაც ვიდეოს იღებს, ნაფიქრი აქვს რეკვიზიტებზე, რომელიც კავშირშია თემასთან, ხელში ყოველთვის აქვს მონახაზი, რომელსაც მიჰყვება და, რაც მთავარია, საუბრობს ყველა თემაზე - დანაგვიანების პრობლემით დაწყებული კორონავირუსთან გამკლავების გზებით დამთავრებული. საუბრისას ვუთხარი „ინფლუსერი“ ყოფილხართ მეთქი, რაზეც ბოლომდე არ დამეთანხმა, თუმცა რჩევები სხვა „ინფლუსერებს“ გაუზიარა, რომელსაც აუდიო ჩანაწერში მოისმენთ.

ნოდარ ჭიკაძის ცნობისმოყვარეობა არც 52 წლის ასაკში გამქრალა: ინტერვიუს დროს მითხრა, ახლა ელექტროობას ვსწავლობ, რადგან დღევანდელობა ამის გარეშე წარმოუდგენელიაო. სად იღებს ბატონო ნოდარი ამ ცოდნას? რა თქმა უნდა YouTube-ზე.

YouTube-ს გამოყენების პარალელურად ვკითხე სმარტფონი თუ გეხმარებათ პროფესიულ საქმიანობაში მეთქი, რაზეც მითხრა, რომ სმარტოფნი მნიშვნელოვნად უზოგავს დროის და ფინანსურ რესურსებს. მაგალითად, მობილური ტელეფონის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მას დღეს შეუძლია ვიდეო კონსულტაციის გზით მოაგვაროს საქართველოს რეგიონებსა და სხვა ქალაქებში მცხოვრები კლიენტების პრობლემები.

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტი

ამასობაში მედიაწიგნიერების ექსპერიმენტსაც მივუახლოვდით. დატვირთული კვირა მაქვს და დღეს ახალი ამბებისთვის ვერ მოვიცალეო, მითხრა ნოდარმა. ფეისბუქზეც ვერაფერი ვიპოვეთ. უფრო თემატური ჯგუფები და ფოტოები შეგვხვდა. ტელევიზორზე აკეთებდა აქცენტს - ინფორმაციას ძირითადად ტელევიზიით ვიღებო. ვკითხე, ბოლოს რამ მიიქცია თქვენი ყურადღება მეთქი და მითხრა რომ დაინტერესებულია „რუსულ-ამერიკული დაპირისპირების ახალი დეტალებით“, რომლის მთავარი ასპარეზი ახლა უკრაინის საზღვრებთან გადის. მედიაწიგნიერების 5 მთავარი კითხვაც სწორედ ამ ამბავს და მის სატელევიზიო გაშუქებას დავუთმეთ. ექსპერიმენტს სრულად ეპიზოდის მეორე ნაწილში მოისმენთ.

მედიწიგნიერების ექსპერიმენტმა ნოდარ ჭიკაძის კრიტიკული მედიაწიგნიერების უნარებზე ბევრი რამე გვითხრა. არ აქვს მნიშვნელობა თემას, ის ნებისმიერ სოციალურ და პოლიტიკურ ამბავს ყოველთვის ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული წყაროთი იღებს. მაგალითის მოყვანა ვთხოვე და მითხრა, რომ მსოფლიო ამბებს ის ძირითადად, Настоящее Время და რუსული სამთავრობო არხებისგან იღებს. ერთი საათიც საკმარისია იმის გასაგებად რა ხდება მსოფლიოშიო. სრულად ვაცნობიერებ, რომ ორივე მხარეს თავისი იდეოლოგია ამოძრავებს, ამიტომ არ მიკვირს რატომ საუბრობენ ისე, როგორც საუბრობენო.

ქართულ არხებს არ უყურებს - ქართველი ჟურნალისტების მყვირალა და სკანდალური თხრობის სტილი მაღიზინებს და ამბების მოსმენის სურვილს მიკარგავსო. ამაზე ცოტა უფრო მეტის მოსმენას აუდიო ჩანაწერშიც შეძლებთ. ქართული არხების კიდევ უფრო ვრცელ ანალიზს კი მის YouTube არხზე იპოვით.
კატეგორია: პოდკასტი


პოდკასტის მე-11 ეპიზოდის გმირი 95 წლის მზექალა შანიძეა, განსაკუთრებული დამსახურების მქონე ენათმეცნიერი და ფოლოლოგი. ჩაწერაზე სანამ მივიდოდი, რამდენჯერმე მირჩია ცოტა ნელა ისაუბრე, ქართველ ჟურნალისტებს ნუ დაემსგავსებიო. სახლში რომ მივედით კიდევ ერთი რჩევა მომცა: გთხოვთ, გასაგებად ამიხსენით ჩემგან რა გინდათო. შევეცადე ორივე მისი რჩევა გამეთვალისწინებინა.

მზექალა შანიძეს ტექნოლოგიური პროგრესის მტკიცედ სჯერა და ამბობს, რომ კომპიუტერმა და ინტერნეტმა მოხსნა ბარიერები ინფორმაციაზე და კომუნიკაციაზე, რაც მის ბავშვობასა და ახალგაზრდობაში წარმოუდგენელი იყო. სადისერტაციო თემაზე მუშაობაშიც კი ხელი მეშლებოდა, იმიტომ რომ საკვლევ ლიტერატურაზე და წყაროებზე წვდომის უფლება მხოლოდ სპეციალური ნებართვის მქონე ადამიანებს ჰქონდათო. ახლა კიდევ, ინტერნეტმა არათუ ინფორმაციაზე წვდომის პრობლემა მოხსნა, საზღვარგარეთ სასწავლებლად წასულ შვილიშვილებსაც დააკავშირა.

ვისარგებლე შემთხვევით და ქალბატონ მზექალას ჩემი მთავარი კითხვა და წუხილი გავუზიარე: ინფორმაციულ სიჭარბეში ნავიგაციისთვის ჩემს თაობას რას ურჩევთ მეთქი. პასუხი მოკლე იყო, მაგრამ დამატებით კითხვებს აღარ საჭიროებდა: სასარგებლოს და საჭიროს შერჩევა უნდა ისწავლოს ამ თაობის და დროის ადამიანმაო. ამით ახსნა მედიაწიგნიერების არსიც, რაშიც სრულად დავეთანხმე.

ციფრულ ტექნოლოგიებზე საუბრისას მითხრა რომ ყოველდღიურობაში, ძირთადად იყენებს გუგლს, ელექტრონულ ფოსტას და YouTube-ს, სადაც კლასიკურ მუსიკას და საინტერესო ლექციებს ვუსმენო. ცნობისმოყვარეობას და ახლის გაგების სურვილს ასაკი არ აქვს, ხაზგასმით მითხრა და მამის, აკაკი შანიძის მაგალითი გაიხსენა: 100 წლის იყო და მთხოვა ჩერჩილის მემუარები მიგვეტანაო. დაჯდა და კითხვისას სულ იმას ამბობდა, რამდენი ახალი რამე გავიგეო. აკაკი შანიძის შვილს ეს ცნობისმოყვარეობა ნამდვილად დღემდე აქვს გამოყოლილი.

ქალბატონ მზექალას სმარტფონი არ აქვს. იყენებს ისეთ ტელეფონს, რომლითაც დაურეკავენ და დარეკავს, მაგრამ მისმა შვილმა, რომელიც ეპიზოდის ჩაწერას ესწრებოდა, მასთან ერთადვე გვითხრა, სმარტფონიც აინტერესებსო. 95 წლის მზექალა შანიძეს ვკითხე რა არის ის განსაკუთრებული მიზეზი, რაც ასეთი ტელეფონის შეძენის სურვილს უჩენს, რაზეც მიპასუხა რომ ძალიან ხიბლავს სმარტფონის ის ფუნქცია, რომლითაც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ან საქართველოს მთასა თუ ბარში შეუძლია შეეხმიანოს კოლეგებს და მოიკითხოს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

ამ საუბარში უკვე ვუახლოვდებოდით მედიაწიგნიერების ექსპერიმენტის დროს, ამიტომ ვკითხე როგორ იღებთ ინფორმაციას ყოველდღიურად, ან რაიმეს ხომ არ გამოარჩევდით დღევანდელი სიახლეებიდან მეთქი, რაზეც მიპასუხა რომ თითქმის აღარაფრის მოსმენის სურვილი არ აქვს. მიზეზი ის არის, რომ ინფორმაცია და მისი მოწოდების ფორმა ქართულ მედიაში მასში ინტერესს აღარ აღძრავს, სიახლის ელემენტს აღარ შეიცავს. ქართული არხების ყურებას, ისევ BBC-ის დოკუმენტური ფილმების ნახვა მირჩევნია ორანგუტანგებზეო.

დღის ამბებს მისი შვილიც აცნობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბუნებრივია, ქვეყნის სოციალური და პოლიტიკური კურსი მისთვის საინტერესოა, თუმცა პოლარიზებულ გარემოში ამ ყველაფრის დიდი დოზით მიღებაზე უარს ამბობს.

ეპიზოდის ჩაწერის დღესაც გაგვიჭირდა ისეთი ამბის მოძიება, რომელსაც მედაიწიგნიერების ექსპერიმენტისთვის გამოვიყენებდით. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ საპატიო რესპონდენტთან საუბრის უპირატესობა, ზოგადად, მედიაწიგნიერების ხუთი მთავარი კითხვის ანალიზისთვის გამოგვეყენებინა.

კითხვები უსათვალოდ წაიკითხა და იქვე აღნიშნა, ამ კითხვებზე ზოგადად ვერ ვისაუბრებო, თუმცა მათ მნიშვნელობაში ეჭვი არ შეუტანია. მზექალა შანიძისეულ ანალიზს მედიწიაგნიერების ხუთ მთავარ კითხვაზე პოდკასტის ბოლო ნაწილში მოისმენთ.
კატეგორია: პოდკასტი

ციფრული ტექნოლოგიებისა და მედიაწიგნიერების გამოცდილებაზე სასაუბროდ “პოდკასტის“ მეათე ეპიზოდში თბილისის უსინათლო და მცირემხედველ ბავშვთა სკოლის საგანამანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი, 53 წლის ზაზა ადანაია მოვიწვიეთ.

ზაზა ადანაია თავადაც ტოტალურად უსინათლოა. მას სკოლა პანსიონში ვესტუმრეთ, იქ სადაც უსინათლო და მცირემხედველი ბავშვები გაკვეთილების შემდეგ მიდიან და რჩებიან. ბავშვების მოსვლამდე ერთი საათი გვქონდა, ამიტომ მეათე ეპიზოდის გმირის ჩასაწერად სკოლა-პანსიონის ერთ-ერთი ოთახის კუთხე შევარჩიეთ, ჩამწერი მოწყობილობა გავმართეთ და საუბარი დავიწყეთ.

ტექნოლოგიურ რევოლუციაზე საუბრისას მხედველ და სპეციალური საჭიროებების არ მქონე ადამიანებს მარტივად გვავიწყდება ის სარგებელიცა და ბარიერებიც, რაც სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებს ექმნებათ ტექნოლოგიების გამოყენებისას.

ზაზა ადანაიასთვის, რომელსაც სამყარო ინტერნეტამდეც ახსოვს, ტექნოლოგიური პროგრესი პირდაპირ კავშირშია უსინათლო ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან. პირველ რიგში ის გულისხმობს ინფორმაციაზე წვდომას, შესაბამისად სამყაროსთან მუდმივ კავშირს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამას მისი სმარტფონთან ურთიერთობის მაგალითზეც მარტივად მივხვდი. მეათე ეპიზოდის გმირი იმავე აპლიკაციებით სარგებლობს, როგორითაც მე, სრულიად მხედველი ადამიანი. ამაში მას სპეციალური წამკითხველი პროგრამები ეხმარება. მიუჩვეველი ყურისთვის ეს ხმა და თხრობა უჩვეულო და რთულად გასაგებია, თუმცა თუ სმენას დაძაბავთ შინაარსის გამოტანა არ უნდა გაგიჭირდეთ.

პოდკასტის ჩაწერის დროს, როდესაც ბატონ ზაზას მისი YouTube პროფილის აღწერა ვთხოვე, მას ამაში სპეციალური წამკითხველი პროგრამა დაეხმარა. ეს პროცესი მეათე ეპიზოდის ჩანაწერში კარგად აღიქმება, თუმცა მათთვის ვინც ამ მცირე ბლოგს კითხულობთ, გეტყვით რომ წამკითხველი პროგრამა ისე მუშაობს, როგორც გესმით, ანუ იმის მაგივრად რომ აპლიკაციის გახსნისას თავად მიყვნენ ვიზუალურ ინსტრუქციას, უსინათლო ადამიანები სპეციალური პროგრამით შექმნილ აუდიო-ინსტრუქციას უსმენენ და შესაბამისად ირჩევენ რას და როგორ დააჭირონ აპლიკაციაში.

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტი

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტისთვის ამბავი სწორედ YouTube-ში ავარჩიეთ. ბატონ ზაზას რამდენიმე საინფორმაციო არხი აქვს გამოწერილი, თუმცა „ფორმულას“, „იმედისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საინფორმაციო გამოშვებებს გვერდი აუარა და ალტ-ინფოს ინტერნეტ ტელევიზიაზე შეჩერდა. თქვა, რომ მისთვის უკვე გასაგებია რას იტყვის ტელეკომპანია „იმედი“, რა ინტერპრეტაციით მომიყვება ამბავს „Tv-პირველი“, მაგრამ ამ არხებს შორის „ალტ-ინფო“ შედარებით ახალი საინფორმაციო პლატფორმაა, ამიტომ მაინტერესებს მათი აზრი დღის აქტუალურ თემაზეო. პოდკასტის ჩაწერის დღეებში საინფორმაციო სივრცეში ვარდების რევოლუციის 18 წლისთავი დომინირებდა, შესაბამისად ეპიზოდის სტუმარს აინტერესებდა არა „იმედის“ ან „მთავარის“,არამედ „ალტ-ინფოს“ ინტერეპრეტაცია ამ თემაზე - „ალტ ინფო“ კონსერვატიული და ხშირად ძალადობრივი რიტორიკით გამორჩეული ტელევიზია და ახლა უკვე პოლიტიკური პარტიაა.

ალტ-ინფოს YouTube-ის არხს 26 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. საერთო ნახვების რაოდენობა კი 10-მილიონ ნახევარზე მეტია. ინტერნეტის გარდა, ისინი საკაბელო არხებითაც მაუწყებლობენ. ჩვენი ექსპერიმენტისთვის, ბატონმა ზაზამ ის ეპიზოდი შეარჩია, რომელშიც თვალსაზრისს გამოთქვამს „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი წევრი და ამავე დროს ანალიტიკური გადაცემა „ალტერნატიული ხედვის“ წამყვანი ჯაბა ჟვანია.

ვიდეო დაახლოებით საათნახევრიანია, რასაც ბოლომდე ვერ ვუყურეთ, თუმცა პირველი რამდენიმე წუთის შემდეგ, ბატონი ზაზა ჯერ მედიაწიგნიერების ხუთ კითხვას გაეცნო, შემდეგ კი პასუხების გაცემა დაიწყო.

ვინ შექმნა ამბავი?

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტის პირველ კითხვას ზაზა ადანაიამ სწრაფადვე უპასუხა. თქვა რომ ამ ვიდეოს უკან კონსერვატიული ღირებულებების მქონე პარტია „ალტ-ინფო“ დგას, რაც მისთვის სრულად გასაგებს ხდის მათ პოლიტიკურ ინტერპრეტაციებს. ვკითხე, დაინტერესდებოდით თუ არა ამ არხის სიღრმისეული კვლევით, მაგალითად დაფინანსების წყაროების ანალიზით მეთქი, რაზეც მითხრა რომ მოსახლეობას ამ ინფორმაციაზე წვდომა გაუჭირდება, თუმცა მედიაწიგნიერების პირველი კითხვის პასუხი ნამდვილად მოითხოვს ამ ინფორმაციის მოძიებასო. უფრო მეტიც, ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი დეტალებიაო.

რა მეთოდებია გამოყენებული ჩემი ყურადღების მოსაპყრობად?

ამ კითხვამ სტუმარი ოდნავ დააბნია, თუმცა პასუხის მოძიება რთული არ იყო. თქვა რომ, ეს კონკრეტული გადაცემა იმიტომ შეარჩია, რომ ალტ-ინფოს ინტერპრეტაცია აინტერესებდა, ანუ ზაზა ადანაიას პასუხიდან ისე გამოვიდა, რომ ამბავი თავად შეარჩია და არა პირიქით, ამბავმა შეარჩია ის.

როგორ აღიქვამს ერთსა და იმავე მესიჯს სხვა და სხვა ადამიანი?

ამ კითხვაზე პასუხი ბატონმა ზაზამ თავისი მეგობრების მაგალითით ახსნა. თქვა, რომ „ალტ-ინფოს“ ანალიტიკური გადაცემის აუდიტორიაში იქნებოდნენ ისეთები, რომლებიც „ალტ-ინფოს“ ინტერპრეტაციას გაიზიარებდნენ, ისევე როგორც იქნებოდნენ ისეთებიც, ვინც ამ ინტერპრეტაციას კრიტიკულად შეხედავდნენო. ასეთ ადამიანებს ჩემს მეგობრებშიც ვიპოვი, ოღონდ, ცხადია, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ერთმანეთს არ გვაკარგვინებსო.

რა ღირებულებები/იდეოლოგია დგას ამ ამბის უკან?

კონსერვატიული, ნაციონალური მოძრაობის ქილიკისკენ მიმართული იდეოლოგიის ამოკითხვა ბატონ ზაზას არ გაჭირვებია, იმის მიუხედავად რომ გადაცემას მხოლოდ რამდენიმე წუთით უყურა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ზაზა ადანაია „ალტ-ინფოს“ მესიჯებს კარგად მომზადებული შეხვდა.

რა არის გამოტოვებული?

აქ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ რომ, გადაცემა ბოლომდე არ გვინახავს, შესაბამისად ლეგიტიმური პასუხის გაცემა ამ კითხვაზე რთულია. ამის მიუხედავად, ბატონმა ზაზამ დასაწყისშივე სწორად ივარაუდა, რომ „ალტ-ინფოს“ ეს გადაცემა აუცილებლად გამოტოვებდა „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარს.

დაგისვამთ თუ არა ეს კითხვები მანამდე მეთქი, ვკითხე ბატონ ზაზას, რაზეც მიპასუხა, რომ მსგავსი ფორმულირებით შეიძლება არა, მაგრამ ამაზე დაფიქრებულა. ის, რაც მისთვის ამ ექსპერიმენტში ახალი იყო, არის მედიაწიგნიერების პირველი კითხვა. თავად კითხვის ფორმულირებაც „ვინ შექმნა“ უკვე იმაზე მიუთითებს, რომ ამბავი შექმნილია ვიღაცის მიერ. ეს უკვე უნდა აჩენდეს კრიტიკულ კითხვებს აუდიტორიაშიაო, აღნიშნა ბატონმა ზაზამ და მადლობა გადაგვიხადა, რომ ამაზე ამ გზით დამაფიქრეთო.

ჩაწერისას პოდკასტის მეათე ეპიზოდის გმირმა იმდენი სიახლე გამიზიარა უსინათლოებისთვის შექმნილ ციფრულ სერვისებზე, მტკივნეულად გავაცნობიერე, რომ ხშირად შშმ პირების პრობლემებს გადაწყვეტილების მიმღები პირები უფრო ნაკლებად აგვარებენ, ვიდრე ეს ტექნოლოგიებმა შეძლეს. უსინათლო და მცირემხედველი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად შექმნილ აპლიკაციებს შორის ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი „ჭკვიანი სათვალე“ აღმოჩნდა, რომელსაც თქვენც გიზიარებთ:

OrCam and Messi are Empowering the Blind Community
კატეგორია: პოდკასტი
პოდკასტის ამ ეპიზოდის გმირისთვის, 56 წლის მხატვარ-დიზაინერ, ნინო თოფურიძისთვის ონლაინ მუშაობა სიახლე არაა. უკვე 6 წელია პანდემიით გამოწვეული „ახალი ჩვეულებრივობა“ (ე.წ. New Normal) მისთვის ჩვეულებრივი ამბავია. პროფესიიდან გამომდინარე, ის ყველაზე მეტად და ხშირად იყენებს ინტერნეტს, ლეპტოპს, და სმარტფონს.



ნინო ციფრულ იმიგრაციას თავიდან შიშით შეხვდა, მაგრამ ეს პროცესი მისთვის ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნამ ბევრად გაამარტივა. მართალია მოგვიანებით კომპიუტერისა (მაიკროსოფტის) და სმარტფონის პარამეტრების ქართულ ენაზე გაცნობა გახდა შესაძლებელი, თუმცა წლების წინ, როდესაც საქართველოში ციფრული ტექნოლოგიის სწავლის აუცილებლობა დადგა, მაშინ, ნინოსგან განსხვავებით, მისი ასაკის ადამიანები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ნინოს თავისივე ასაკის მეგობრების გამოცდილებაზე ვკითხე და მითხრა რომ ციფრული წიგნიერების უნარები მეტ-ნაკლებად განვითარებული აქვთ, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც ონლაინ ბანკის სიკეთეებიც კი ვერ დავანახეო.

ინგლისური ენის ცოდნის გარდა ნინოს უპირატესობა ციფრული წიგნიერების გზაზე მხატვარ-დიზაინერის პროფესიამაც განაპირობა. იმის გამო, რომ მას ფერისა და ფაქტურის აღქმის განსაკუთრებული უნარი და გამოცდილება აქვს, ეს ნინოს ვიზუალურად წიგნიერ ციფრულ იმიგრანტად აქცევს. რას ვგულისხმობ ამაში? ვიზუალური წიგნიერება ერთ-ერთი მიმართულება ახალი დროის წიგნიერებებს (New Literacies) შორის, მედიაწიგნიერებასთან ერთად და გულისხმობს იმას, რომ ანალიზი შეეხება არა სიტყვებს, არამედ ფოტოს, ვიდეოს, ილუსტრაცია და ა.შ, ანუ ყველაფერს, სადაც აღქმის ობიექტია არა ნაწერი/ნაბეჭდი ტექსტი, არამედ ილუსტრაცია. ვიზუალური წიგნიერების უნარები ონლაინ-შოპინგის დროს მეხმარება არ მოვტყუვდე რას ვყიდულობო, მითხრა ნინომ. გარდა ამისა, როდესაც YouTube-ზე სხვადასხვა ვიდეოებს ვუყურებ, უკვე პირველი წამიდან შემიძლია ვთქვა, რამდენად რეალურია ის რასაც ვუყურებ და ღირს თუ არა მასზე დროის ხარჯვაო.

ინფორმაციას მისაღებად იყენებს ლეპტოპსა და თავის სმარტფონს. საძიებო სისტემებიდან არჩევანს Google-სა და YouTube-ზე აკეთებს. ინფორმაცია ბევრად მრავალფეროვანი, მოკლე და გასაგებიაო. ამ ეპიზოდის გმირი, საძიებო სისტემების გამოცდილებაზე საუბრისას, ისევ ახსენებს ინგლისურ და რუსულ ენას, რაც მის უპირატესობაზე მეტყველებს. წარმოიდგინეთ მისივე ასაკობრივი ჯგუფის სხვა წარმომადგენელი, რომელიც ინფორმაციას გუგლში ქართულად ეძებს. რას ხედავს ნინო და რას ხედავს ის ციფრული იმიგრანტი, რომელიც საძიებო ენად იყენებს მხოლოდ ქართულს, ან უკეთეს შემთხვევაში ქართულ და რუსულ ენებს?

ნინო თოფურიძე ცნობილი ტელეწამყვანის და ერთ-ერთ პირველი ტელე-დიქტორის, ლია მიქაძის შვილია, თუმცა დღეს ნინო ტელევიზორს თითქმის აღარ უყურებს. გაქრა შემეცნების და ტელევიზიის მიმართ პატივისცემის მიზეზებიო, აღნიშნა ნინომ, თანამედროვე ქართულ სატელევიზიო არხებზე საუბრისას და ის ამბებიც გაიხსენა, როცა დედას ტელევიზიაში დაჰყავდა.

ციფრული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის სიკეთეებზე საუბრისას ყოველთვის არსებობს, სულ მცირე, ერთი „მაგრამ“. ნინო თოფურიძისთვის ეს სმარტფონზე დამოკიდებულებით აიხსნება. იმისთვის რომ კაფეში ტელეფონ-მომარჯვებულ ახალგაზრდა წყვილს ან ზებრაზე ტელეფონში ჩარგულ ახალგაზრდებს არ დავემსგავსო, გამოსავალი აპლიკაციების შემცირებასა და ტელეფონის სახლში დატოვებაში ვიპოვე, როცა ვიცი რომ გარეთ თეატრის, კინოს ან სხვა ღონისძიებისთვის გავდივარო. ვუსმენდი და ვფიქრობდი, ნეტა მეც შემეძლოს ამის გაკეთება? იქნებ მეცადა? იქნებ გამოვიდეს?

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტი

ტელევიზორს არ ვუყურებო, ხაზგასმით მითხრა ნინო თოფურიძემ, ამიტომ მედიაწიგნიერების ექსპერიმენტისთვის ისევ ფეისბუქს მივმართეთ. გავხსენით და დავიწყეთ მისი ნიუსფიდის თვალიერება. ჩვენ რომ ყველა ის სარეკლამო შინაარსის ინფორმაცია წაგვეკითხა, რაც ნინოს ნიუსფიდში შემოგვხვდა, ალბათ რეკლამით ფულსაც ვიშოვიდით, ამიტომ სადღაც უნდა გავჩერებულიყავით და ასე სქროლვა-სქროლვაში მივადექით სტატიას კოვიდ-პასპორტების შესახებ. ნინოსთვის ეს ოდნავ მტკივნეული საკითხია, იმიტომ რომ თავად აცრილი არ არის ჯანმრთელობის პრობლემის გამო და იმის გამოც, რომ მას უბრალოდ არ მოსწონს აცრის საშუალებით ყველას ერთი ნიშის ქვეშ გაერთიანება. ყველა ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლის საკუთარი სტრატეგია უნდა ჰქონდესო, ამიტომ კოვიდ-პასპორტის შემოღება თავისუფლების შეზღუდვად და კონტროლის დაწესების საშიშ პრეცედენტად მიმაჩნიაო.

მედიაწიგნიერების ყველა კითხვას ნინო თოფურიძემ მეტ-ნაკლები წარმატებით უპასუხა:

1. ვინ შექმნა ამბავი?

პასუხი: Jam news-მა.

კომენტარი: ჯემნიუსი ონლაინ-მედია პლატფორმაა კავკასიაში მიმდინარე ამბებზე. ვებგვერდის ინფორმაციით, მათი რედაქცია აერთიანებს რეგიონში მცხოვრებ ჟურნალისტებს, მოქალაქე-რეპორტიორებს, და ექსპერტებს. საიტზე ხშირად ნახავთ ანალიტიკურ სტატიებს და მულტიმედია პროდუქტს. ნინოს ვკითხე, რამდენად იცოდა ამ ონლაინ მედიის შესახებ, რაზეც მიპასუხა რომ პირველად ესმის. ინფორმაცია კი მის ნიუსფიდში თემის აქტუალობის გამო მოხვდა. ეს ალბათ ის ინფორმაციაა, ყველასთან რომ ამოვარდებაო. ამაზე Jam News-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკაც მეტყველებს, რომლის თანახმადაც 21 ნოემბრის მონაცემებით, სტატია კოვიდ-პასპორტების შესახებ ყველაზე პოპულარულია მკითხველებს შორის. 2. რა მეთოდებია გამოყენებული ჩემი ყურადღების მისაპყრობად?

პასუხი: ფოტო, სადაც აეროპორტის გამშვები პუნქტი ჩანს. მეგონა კიდევ ახალი სამოგზაურო რეგულაციები დაწესდა და ვიფიქრე რომ წავიკითხავო, თუმცა სათაურმა სხვა რამე უთხრა.

კომენტარი: ფეისბუქის ნიუსფიდში კოვიდ-პასპორტების შესახებ ეს სტატია მისმა მეგობარმა გააზიარა. ყურადღება კი აეროპორტის სარეგისტრაციო დახლის ფოტომ მიიქცია. ნინოს მოგზაურობა უყვარს, ან ვის არ უყვარს? აეროპორტი ასეთი ადამიანებისთვის ჯადოსნური ადგილია, ამიტომ ფოტოს გამოქვეყნებით მკითხველი გაცილებით სწრაფად და ეფექტურად რეაგირებს, რამაც ნინოს შემთხვევაშიც იმუშავა, იმის მიუხედავად რომ კოვიდ-პასპორტს ვერ მიიღებს თუ არ აიცრება. 3. როგორ აღიქვამს მესიჯს სხვადასხვა ადამიანი?

პასუხი: ცხადია იქნებოდნენ ისინიც, ვინც მაშინვე გაიქცეოდნენ კოვიდ-პასპორტის ასაღებად, ისევე როგორც ისინიც ვინც ჩემსავით გაღიზიანდებოდნენ.

კომენტარი: ნინოს პასუხი ზუსტია. სტატიის ქვეშ არსებული კომენტარებიც ამას ადასტურებს.

4. რა იდეოლოგია/შეხედულებები/ღირებულებები დგას ამ ამბის უკან?

პასუხი: ალბათ ის, რომ მალე კოვიდ-პასპორტის გარეშე ვერსად წავალთ და ვერაფერს გავაკეთებთ. კომენტარი: ნინოს პასუხი ზუსტია. კოვიდ-პასპორტის შემოღების მთავარი იდეა ის არის რომ ადამინებმა გააცნობიერონ რა პრობლემების წინაშე დადგებიან პასპორტის გარეშე. სტატიაში, რომელიც აღნიშნულ სიახლეს ეხმიანება, აეროპორტის ფოტოს გამოყენება გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებულ მესიჯს აგზავნის. იმუშავებს თუ არა ეს მესიჯი ნინოს შემთხვევაში, ჯერ არ ვიცით. პოდკასტის ჩაწერისას ეს ნამდვილად არ მიგრძვნია. 5. რა არის გამოტოვებული?

პასუხი: გამოტოვებული არაფერია. ის რაც კოვიდ-პასპორტს ეხება აქ ყველაფერი ნათქვამია.

კომენტარი: ამ კითხვაზე პასუხს ვერ გავცემთ, თუ სტატია ბოლომდე არ წავიკითხეთ. ნინომ დასკვნა მხოლოდ სტატიის სათაურზე დაყრდნობით გააკეთა, რაც სრულს სურათს არ იძლევა.

56 წლის ნინო თოფურიძის ისტორია, ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მისი გამოცდილებები და ღიაობა, რომელსაც ის სიახლეების მიმართ იჩენს ნამდვილად წარმოადგენს მისი, როგორც ციფრული იმიგრანტის უპირატესობას. მისგან ბევრი ისეთი რჩევაც მივიღე, რომელსაც სიამოვნებით მოვარგებდი ჩემს ციფრულ ცხოვრებას. მედიაწიგნიერების გამოცდაც გადალახულია, თუმცა კრიტიკული მედია წიგნიერების გაუმჯობესებისთვის გზა მაინც გასავლელია.
კატეგორია: პოდკასტი


პოდკასტის მერვე ეპიზოდის გმირი 70 წლის ანა ჭაბაშვილია. დღეს რომ უცხო ენებიდან ქართულად ნათარგმნ ლიტერატურას, ან ახალ ქართველ ავტორებს კითხულობთ და სიამოვნებას იღებთ, ეს მნიშვნელოვანწილად ქალბატონი ანას დამსახურებაა, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ქართული გამომცემლობის რედაქტორია. მასთან გადაკვეთის სხვა საერთო სივრცეებს შორის ფეისბუქი უნდა გამოვარჩიო, რომელსაც ის ძალიან აქტიურად იყენებს სასარგებლო რჩევების გასავრცელებლად იმ იმედიათ, რომ ჩემი თაობა უკეთესი ქართულით იმეტყველებს და დაწერს.

ანა ჭაბაშვილი ორი შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებიაა, რაც ნოყიერ ნიადაგს ქმნის იმაზე დასაკვირვებლად, თუ რა იცვლება ტექნოლოგიების გამოყენებისა და მასთან ადაპტაციის კუთხით. გამომცემლობაში ვმუშაობ და წიგნების მეტი რა მომიტანია სახლში, თუმცა ჩემს 5 წლის შვილიშვილს თითქმის აღარ სჭირდება ბეჭდური წიგნის გადაშლა, YouTube-ზე იმდენი მხატვრული ამბავი და თამაშიაო, მითხრა ინტერვიუს დასაწყისში. ‘სიახლეებს ვერ შეეწინააღმდეგები, მოვიდა და მოვიდესო’-, ლაღად მიპასუხა. უფრო მეტიც ცდილობს ინტერნეტის ფართო შესაძლებლობები საკუთარ პროფესიულ საჭიროებებსაც შეუთავსოს. ქალბატონი ანა თავის დასთან ერთად, მამის მიერ შედგენილი უცხო სიტყვათა ლექსიკონის განახლებაზე მუშაობს და ამაში ინტერნეტი დიდ სამსახურს უწევს.

ინტერნეტთან და ტექნოლოგიებთან პირველად forum.ge-ის დამსახურებით გადაიკვეთა. მართალია შვილმა დაარეგისტრირა, თუმცა მალევე მიხვდა რომ მრავალფეროვანი თემატური დისკუსიები მისთვის ინფორმაციის გაცვლისა და ახალი ადამიანების გაცნობის უნიკალური საშუალება იყო, ამიტომ მასზე დამოკიდებულიც კი გახდა. „სწორედ იქ დავიღუპეო“-, სიცილით აღნიშნა იმაზე მისანიშნებლად, რომ ვირტუალურმა ფორუმმა უცბად ჩაითრია. საჯარო ფორუმის კონტექსტში დღეს ფეისბუქსაც ხშირად განიხილავენ, და როგორც ჩანს, სწორედ ეს აღმოჩნდა ანა ჭაბაშვილისთვის მიზიდულობის მთავარი ძალა ფეისბუქზეც, რომელსაც უკვე წლებია იყენებს. დამოკიდებულიც კი ვარო მითხრა. ძალიან მიყვარს ადამიანების გაცნობა და მათთან კომუნიკაცია და ამის მეტი ფეისბუქში რა არისო.

როგორ შეცვალა ინტერნეტმა ინფორმაციის სანდოობა? ეს კითხვა თითქმის ყველა რესპონდენტთან მაქვს, მაგრამ ამ ეპიზოდის გმირი გამორჩეულია იმ კუთხით, რომ ის წიგნებთან დიდ დროს ატარებს, შესაბამისად ინფორმაციის დამუშავების თავისებური მეთოდები აქვს. ენათმეცნიერების მიმართულებით კვლევითი საქმიანობა ანა ჭაბაშვილისთვის უნივერსალური ცოდნისა და უნარების მომტანი აღმოჩნდა, რასაც სოციალურ მედიასაც არგებს.

როგორც ენის გარკვეული თავისებურებები, ან თუნდაც კონკრეტული სიტყვები და გამოთქმები არ შეიძლება განვიხილოთ მოწონება-არმოწონების მიხედვით, ისე არ შეიძლება ვამტკიცოთ ის რისიც გვჯერა, თუკი ლოგიკური არგუმენტი არ მოგყვება ამ აზრის განსამტკიცებლადო. ენის კეთილხმოვანება გემოვნების საკითხი არაა, ისევე როგორც პოლიტიკური ან სოციალური შეხედულებების ფრქვევა არ შეიძლება არგუმენტაციის გარეშე. მივხვდი რომ ამ სტრატეგიის მორგება სოციალური მედიით გამწვავებული პოლარიზაციის შემსუბუქებაშიც შეიძლებოდა დაგვხმარებოდა, თუმცა სოციალურ მედიაში ეს გაცილებით რთული მისაღწევია დიდი მასშტაბის, ალგორითმით ნასაზრდოები ხელოვნური პროცესებისა და კონტროლის არ არსებობს გამო. თუმცა დაფიქრებას ხომ არაფერი უდგას წინ? ის რაც კეთილხმოვანი ერთი ბაბლისთვის, მიუღებელია მეორისთვის. ამ განსხვავების დანახვას კი ვარჯიში სჭირდება რომ მხოლოდ იმ რეალობის მსხვერპლი არ გავხდეთ, რაც მხოლოდ ჩვენი და ჩვენი ბაბლისთვის ჟღერს ტკბილად.

ანასთან საუბარს ვერაფრით დავასრულებდი, რომ არ მეკითხა რა მოუვიდა ენას ინტერნეტის ეპოქაში, რა ვუქენით მას ციფრული სამყაროს ბინადრებმა. ამ კითხვის პასუხად მითხრა, რომ თანამედროვე ქართული სამეტყველო ენა ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში მოვლენების პარალელურად ვითარდებოდა და იცვლებოდა. მაგალითად, თუ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცის დასაწყისში ქართული პუბლიცისტური ენა დომინირებდა სალაპარაკო ქართულში, საბჭოთა მმართველობამ თავისებური ლექსიკა და ფორმები დაამკვიდრა. ყველაზე ხისტი გავლენა ქართულ ენაზე მაინც არასამთავრობო ორგანიზაციების გამრავლებას მოჰყვა, როდესაც ჟურნალისტმაც, პოლიტიკოსმაც, აქტივისტმაც ამ ენაზე დაიწყო საუბარი სოციალურ ქსელშიო, მითხრა ანამ და ისიც დაამატა, რომ ენა ასეთია, მას შეუძლია თავის თავში მოაქციოს ასეთი გარემო ცვლილებებიო.

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტი

ენაზე საუბარი არ დამთავრდებოდა, რომ არა პოდკასტის ფორმატი, რომლის თანახმადაც მედიაწიგნიერების ექსპერიმენტიც უნდა ჩაგვეტარებინა. ასე ნელ-ნელა დავიწყეთ მისი სმარტფონის და ინფორმაციის მოძიების მისთვის ჩვეული მეთოდების კვლევა. ქალბატონმა ანამ მითხრა, რომ ტელევიზორს იშვიათად უყურებს, იმდენად იშვიათად, რომ არხების გადართვაც კი დამავიწყდაო. სმარტფონის აპლიკაციებიდან ყველაზე ხშირად ფეისბუქს და მესენჯერს იყენებს. ფეისბუქია ინფორმაციის მიღების მთავარი წყაროც. მითხრა, რომ ამ სოციალურ ქსელში ის მომწონს რომ არჩევანის საშუალება მაქვსო. რაც მაინტერესებს იმას ვკითხულობო, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ როდესაც ქვეყანაში დაძაბულობა იმატებს, ან რაიმე არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება, ფეისბუქის გახსნაც არ მინდა დღის დასრულებამდეო.

ერთ-ერთი ასეთი დღე იყო მაშინაც, როცა პოდკასტის ამ ეპიზოდს ვწერდით. ზუსტად ამ დღეს, 11 ნოემბერს სოციალური ქსელით, ინტერნეტ გვერდებითა და სატელევიზიო არხებით გავრცელდა ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს როგორ ექცევიან საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები. მოკლედ რომ ვთქვათ, როგორ იქცევა სისტემა. ამ კადრების ნახვა დილიდანვე ჩემმა შვილმა მირჩიაო, მაგრამ ბოლომდე ყურება ვერ შეძლო. ერთი რისი თქმაც შემიძლია, ის არის რომ აღნიშნული კადრები ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე სამარცხვინო კადრებიო.

ფეისბუქი დიდხანს ვსქროლეთ ექსპერიმენტისთვის საჭირო ინფორმაცია რომ მოგვეძებნა. ბუნებრივია, ზემოთ აღნიშნულ კადრებს ვერ ავცდით.

საინტერესოა, რომ ანა ჭაბაშვილს ეს კადრები მხოლოდ თვალის გადავლებით ჰქონდა ნანახი, თუმცა საკმარისი იყო იმისთვის რომ მედიაწიგნიერების ხუთი მთავარი კითხვისთვის ეპასუხა. დავალებას წარმატებით გაართვა თავი, რასაც ეპიზოდს მეორე ნაწილში თავად მოისმენთ.

1. ვინ შექმნა ამბავი?

მთავრობამ. 2. რა მეთოდებია გამოყენებული ჩემი ყურადღების მისაპყრობად?

მეთოდებზე დაკვირვებისთვის დრო არ მიეცა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ კადრებმა 2012 წლის ციხის კადრები გაახსენა, რომელიც თავის დროზე სახალხო შოკის წარმოსაქმნელად შეიქმნა და გავრცელდაო. მეთოდები არ იცვლება, აღნიშნა ანა ჭაბაშვილმა.

3. როგორ აღიქვამს ერთსა და იმავე მესიჯს სხვადასხვა ადამიანი?

ანა ჭაბაშვილის პასუხი ამ კითხვაზე ზუსტია. იქნებიან ადამიანები, როგორსაც ის თავის თავს და მის ბაბლს მიაკუთვნებს, რომლებიც გაბრაზდებოდნენ ხელისუფლებაზე, თუმცა იქნებოდნენ ისეთებიც, ვინც ამ კადრებში „სამართლიანობის აღსრულებას“ ამოიკითხავდნენ და იტყოდნენ რომ სააკაშვილმა ასეთი მოპყრობა დაიმსახურა. ესეც პოლარაზაცია მაღალ ხარისხში.

4. რა იდეოლოგია/ღირებულებები დგას ამ ამბის უკან?

პასუხი მარტივიაო, აღნიშნა ანამ: ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის ბრძოლა სახელმწიფოს მიერ.

5. რა არის გამოტოვებული?

ამ კადრებმა არ მითხრა, რატომ გადაიღეს და გაავრცელეს ეს კადრებიო. აი ამ კითხვაზე ვერ მიიღო პასუხი პოდკასტის მერვე ეპიზოდის გმირმა.

ქალბატონმა ანამ მითხრა, რომ მედიაწიგნიერების ამ კითხვებს ისედაც სვამენ ოჯახში დისკუსიისას, რაც ბუნებრივია იმდენი პოლიტიკოსი იტყუება ჩვენს გარშემოო. ექსპერიმენტის დასასრულს ანა ჭაბაშვილს ტერმინის მედიაიწიგნიერების განმარტება ვთხოვე, რაზეც მიპასუხა, რომ საქმე მარტივად არის და ის ზოგად განათლებას ეფუძნებაო. ამ მხრივ კი პრობლემები არა მარტო საქართველოში, მთელს მსოფლიოშიაო.

როგორც ჩანს, მედიაწიგნიერებას რთული და გრძელი გზის გავლა მოუწევს მსოფლიოში, მაგრამ განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, რომელიც საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება და ცვლილების განხორცილება კომპლექსურ ჩარევას საჭიროებს.
კატეგორია: პოდკასტი


როდესაც ამ პოდკასტის სახელზე ვმსჯელობდით, ვიფიქრე რომ შეიძლებოდა მამა გამენაწყენებინა, იმიტომ რომ პოდკასტს "დედასთვის" დავარქვი. სხვებმაც მითხრეს, მამებმა რა დააშავესო. მაშინ პასუხი არ მქონია, მაგრამ ახლა დავფიქრდი და მივხვდი, რომ პირადი ოჯახური გამოცდილებიდან გამომდინარე, დედა უფრო აქტიურად იყენებდა ციფრულ ტექნოლოგიებს ვიდრე მამა, ამიტომ, ინსტინქტურად, დედას უფრო ვაკვირდებოდი, ვიდრე მამას.

ორი კვირის წინ, როდესაც მომდევნო ეპიზოდებს ვგეგმავდით, ძიება მამებზე გამოვაცხადე. ეპიზოდის გმირის პოვნა არ გაგვჭირვებია, თუმცა ამ მოკლე ხანში მოულოდნელად მამა გარდამეცვალა, რის გამოც სამუშაო პროცესის ორი კვირით შეჩერება მოგვიწია. პირადმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა პოდკასტის სახელზე და აუდიტორიაზე. მივხვდი, რომ მომდევნო ეპიზოდების გმირები ის მშობლებიც უნდა ყოფილიყვნენ, რომლებიც ტექნოლოგიების ხსენებაზე პირველივე წუთში არ გვახსენდებიან. პოდკასტის მეშვიდე ეპიზოდის გმირიც ასეთია. მის სახლში ჯერ კიდევ არის გაზეთები, რომელიც ჩვენთან ერთად გადაშალა და წაიკითხა. ინფორმაციის მისაღებად კი სატელევიზიო არხებს ამჯობინებს ფეისბუქის ნაცვლად.

პროფესიით ექიმს, 70 წლის კახა ჯაფარიძეს ვერისუბანში ვესტუმრეთ. მისაღებ ოთახში თითქმის ყველა თაობის საინფორმაციო პლატფორმას მოვკარი თვალი - უახლეს პრესას, ტელევიზორს, რომელიც ოთახის გამორჩეულ კუთხეში იდგა, სმარტფონს, რომელიც მაგიდაზე, ვაზაში იდო, და ე.წ. "ფანრიან ნოკიას", რომელსაც ხშირად ნოსტალგიურად ვიხსენებთ ხოლმე. მითხრა, რომ სმარტფონი პანდემიის დაწყებიდან მალევე შვილებმა აჩუქეს, იმისთვის რომ ინფორმაციის მიღების თანამედროვე გზები აეთვისებინა. ამ პერიოდს უკავშირებს მეშვიდე ეპიზოდის გმირი ფეისბუქის აქტიურ გამოყენებასაც. პანდემიის გამო სახლში დიდ დროს ვატარებდი და ამიტომ ფეისბუქსაც უფრო აქტიურად ვიყენებდიო, თუმცა კახა ჯაფარიძეს ფეისბუქის მართვის საკუთარი წესები აქვს, რომელსაც თითქმის ყოველთვის იცავს:

1. ფეისბუქს ხსნის დილას და/ან საღამოს, დაახლოებით 20 წუთი.

2. ფეისბუქზე არასდროს აქვეყნებს ფოტოს საინტერესო ამბის გარეშე. მითხრა, რომ შვილსაც კი არ ვულაიქებ ფოტოებს, რომელსაც არ მოჰყვება ახსნა თუ რატომ გამოაქვეყნა ეს კონკრეტული ფოტოო. საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებშიც ყოველთვის ამბები იკითხება და, ძირითადათ, დაკავშირებულია მნიშვნელოვან თარიღებთან, როგორიცაა ოჯახის წევრის დაბადების დღე, მასწავლებლის დღე, და ა.შ.

3. პოლიტიკური ცნობების მისაღებად თითქმის არასდროს იყენებს ფეისბუქს. შეიძლება ფეისბუქმა დაასწროს ტელევიზიას მნიშვნელოვანი ცნობის გამოქვეყნებაო, მაგრამ დღის ბოლოს მაინც ტელევიზიით ვამოწმებ ინფორმაციასო.

4. არასდროს სქროლავს ფეისბუქს სხვა აქტივობის პარალელურად. თითქმის შეუძლებელია სოციალური მედიის პარალელურად სხვა საქმეზე კონცენტრაციაო (რაშიც სრულია ვეთანხმები).

5. ფეისბუქის შესაძლებლობები წელიწად-ნახევარში ამოწურა, ანუ პანდემიის დაწყებიდან დღემდე.

კახა ჯაფარიძისთვის ტრადიციულ მედიას სოციალურ მედიასთან შედარებით მეტი დისციპლინა აქვს ინფორმაციის მოწოდების საქმეში. ამბობს, რომ გაზეთები და სატელევიზიო არხები მეტ სივრცეს ტოვებს განსხვავებული აზრის მისაღებადო. კატეგორიულ აზროვნებას ყოველთვის გავურბივარ, ამიტომ ტელევიზიის შემთხვევაში ვიცი რომ არსებობს პროსამთავრობო და ოპოზიციური არხები, ისევე როგორც არსებობს პროსამთავრობო და ოპოზიციური პრესა, ამიტომ ვცდილობ ორივეს გავეცნოო, მაშინ როცა ფეისბუქზე ინფორმაციის წყაროების ასეთი გამჭვირვალე ანალიზი გაცილებით რთულიაო. იმის მიუხედავად რომ სოციალური მედიის პარამეტრები ნიუსფიდის დაპროგრამების საშუალებას იძლევა იმ გვერდების გამოწერით, რომელიც გვაინტერესებს, ტელევიზიისგან და გაზეთებისგან განსხვავებით სოციალური მედიის ფილტრი მაინც მყიფეა. დისციპლინა, რომელიც ტრადიციული მედიის პროგრამირებაში არსებობს, სოციალურმა მედიამ თითქოს შთანთქა.

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტი

იმის გამო რომ პოდკასტის მეშვიდე ეპიზოდის გმირი სოციალურ-პოლიტიკურ ცნობებს მაინც ტრადიციული მედიით იღებს, მედიაწიგნიერების ექსპერიმენტისთვისაც შესაბამისი მედია შევარჩიეთ. ჯერ გაზეთი გადავშალეთ, მაგრამ ბოლოს მაინც ტელევიზიაზე შევჩერდით.

აღმოჩნდა რომ მისი ყურადღება მიიქცია "მაესტროს" სატელევიზიო პროექტ "უცნობის კიდობნის" ახალმა ეპიზოდმა, რომელშიც წამყვანი, გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე 'უცნობი' მასპინძლობს მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერს, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გია ვოლსკის. ახლა არჩევნების მეორე ტურის წინა პერიოდია, და, შესაბამისად პრო-სამთავრობო მედია-პროექტი აქცენტს ოპონენტზე აკეთებს. ოპონენტი ამ შემთხვევაში ზუგდიდის მერობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან ანზორ მელიაა, რომლის წარსულის გახსენებით წამყვანიც და სტუმარიც მის დისკრედიტაციას ცდილობენ. ჩვენი ეპიზოდის სტუმრისთვის ეს ამბავი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, იმიტომ რომ მას ანზორ მელიასთან კოლეგიალური ურთიერთობები აკავშირებს და მის შესახებ იმაზე მეტი იცის, ვიდრე საშუალო სტატისტიკურმა მაყურებელმა.



ანზორ მელიას დისკრედიტაციის მიზნით მომზადებული სიუჟეტის ყურებისას, კახა ჯაფარიძემ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილა ყურადღება: ვინ ავრცელებს ამ ამბავს, რა ფორმით, რა სიტყვებია შერჩეული, და რა ღირებულებების წარმოჩენას ცდილობს გადაცემის გუნდი. ახსენა, რომ სიუჟეტი ბევრ კითხვას აჩენს, რაც დიდ და სახიფათო სივრცეს ტოვებს პოლიტიკური ნიშნით ინტერპრეტაციების ჩამოყალიბების მიმართულებით. ანზორ მელიას კომენტარის ისეთი დეტალების ხელოვნური გამეორება, სადაც ის საუბრობს სამართლებრივ დაპირისპირებაზე თავის „გამზრდელ პროფესორთან“, მაყურებელს უმყარებს აზრს, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მორალი მყიფეა. კახა ჯაფარიძემ ხაზგასმით რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მას რომ არ სცოდნოდა ანზორ მელიასა და მისი პროფესორის დაპირისპირების დეტალები, მისთვის უპირობოდ მისაღები იქნებოდა ის, რასაც „უცნობის კიდობნის“ ავტორები ამ მოკლე კლიპით ამბობენ.

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტის დასასრულს, კახა ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ საფრთხეებზე, რაც კატეგორიულ აზროვნებას მოჰყვება. ამისგან თავის დასაღწევად, ყველა თაობის წარმომადგენელს ურჩევს მათთვის მისაღები შეხედულებების პარალელურად განსხვავებული აზრიც ისმინონ. გარდა, ამისა იყვნენ თვითკრიტიკულებიც. უფრო მეტიც, თუკი თვითრეფლექსია არ გეყოფათ, სხვებთან გადაამოწმეთ საკუთარი თავი და შეხედულებებიო.
კატეგორია: პოდკასტი


პოდკასტის მეექვსე ეპიზოდის სტუმარი 38 წლის ნინო გაგილაძეა, თბილისის ერთ-ერთი ესთეტიკური ცენტრის თანამშრომელი. მას ორი შვილი ჰყავს, რომელთაგან ერთი სკოლის მოსწავლეა, ამიტომ საუბარი ონლაინ სკოლაზე დავიწყეთ.

მალევე გავარკვიე, რომ პოდკასტის ჩაწერაზე 10 წლის შვილის სმარტფონით იყო მოსული, რადგან გზად თავისი ტელეფონი ხელოსანს დაუტოვა შესაკეთებლად. ვთხოვე მისი შვილის პირადი ინფორმაციის გამხელის გარეშე მოეყოლა რა აპლიკაციებს იყენებს ოჯახის ერთ-ერთი უმცროსი წევრი და, ზოგადათ, მშობლობის როგორ სტრატეგიას ირჩევს შვილებთან ურთიერთობაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების დისციპლინის კუთხით.

გამიზიარა რომ 10 წლის შვილს არ აძლევს სოციალური მედიის ანგარიშის გახსნის უფლებას, რის გამოც მოზარდი პოპულარულ საბავშვო აპლიკაციას „LIKE“-ს იყენებს. ნინომ მითხრა, რომ ტიკ-ტოკისგან და სოციალური მედიის სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით, აქ ბავშვებისთვის უწყინარი ვიდეოები ვრცელდება, და რამდენიმე ასეთი ვიდეოც მაჩვენა.

როცა ჩემი გოგონა მოზრდილებისთვის განკუთვნილ სოციალური მედიის პლატფორმაზე დარეგისტრირდება, აუცილებლად მკაცრად გავაკონტროლებო, რაც, თუ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგებს დავუჯერებთ, მაინც-და-მაინც ეფექტურ შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილება არ არის.

დასავლეთში ტარდება კვლევები ციფრულ სამყაროში მშობლობის გამოცდილებაზე, სადაც იკვეთება რომ აკრძალვებზე დაფუძნებული მიდგომა სწრაფ და ეფექტურ შედეგს მხოლოდ მოკლე ვადაში იძლევა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ბუმერანგის პრინციპით მუშაობს. ამავე კვლევებში საუბარია იმაზეც რომ ყველაზე ეფექტური თანამშრომლობაზე, ციფრული ტექნოლოგიების კოლაბარაციულ მოხმარებაზე (co-using) ორიენტირებული მიდგომაა, როდესაც ბავშვიც/მოზარდიც და მშობელიც ღიაა ახალი ცოდნის მისაღებად, მათ შორის ერთმანეთისგანაც.

მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი მედიაწიგნიერების კვლევის არეალში შემოდის, საკითხის მასშტაბიდან გამომდინარე ცალკე განხილვა სჭირდება, ამიტომ შორს აღარ წავალ.

ნინოსთვის ინფორმაციის პირველწყარო ფეისბუქი და ინსტაგრამია. საინფორმაციო არხებიდან, როგორც ახსოვს, მხოლოდ პირველი არხი აქვს დალაიქებული, თუმცა ნიუსფიდში ხშირად ხვდება სხვა სატელევიზიო არხებსაც. საინტერესოა, რომ ნინოსთვის ფეისბუქის მიმართ ინტერესი პოპულარული თამაშებით - „ფერმა“ და “Candy Crush”-ით დაიწყო, თუმცა მალე მობეზრდა და ახლა ამ სოციალური ქსელისადმი მიზიდულობის მთავარი ცენტრი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ფოტოები, მეგობრები, და მრავალფეროვანი ინფორმაციაა“.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში იშვიათად აზიარებს. არ უყვარს პირადი ცხოვრების ყველა დეტალის ამ სივრცეში გამოფენა. უფრო სხვების პოსტებს ვეცნობი, ვიდრე საკუთარს ვაზიარებო.

პოდკასტის მეორე ნაწილის, ანუ მედიაწიგნიერების ექსპერიმენტის დაწყებამდე, ნინოს ვკითხე გაეგო თუ არა რაიმე მედიაწიგნიერების შესახებ, რაზეც გულწრფელად მიპასუხა, რომ არა. განმარტებისგან მეც თავი შევიკავე და მედიაწიგნიერების ხუთი მთავარი კითხვა წავაკითხე. ვერც ამ გზით დავეხმარე, ამიტომ პირდაპირ გადავეშვით მედიაწიგნიერების ექსპერიმენტში.

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტი

ფეისბუქის სქროლვისას მისი ყურადღება მალევე მიიქცია TV 25-ის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომელიც ამბობდა რომ ქვეყნის მთავარმა ინფექიონისტმა, ამირან გამყრელიძემ თანამშრომლებთან ერთად კახეთში „კოვიდრეგულაციების დარღვევით იქეიფა“ რა დროსაც ღვინო „კრამიტით“ შესვა. პირველი, რამაც ფეისბუქზე პოსტის სახით გავრცელებულ ამბავში მისი ყურადღება მიიპყრო იყო ფოტო, რომელშიც ჩანდა ღია სივრცეში გაშლილი სუფრა და ფეხზე მდგარი ამირან გამყრელიძე კრამიტით ხელში. როგორც კი ამ ცნობას თვალი შეავლო, ჯერ ხმამაღლა გაიცინა, და ჩემს კითხვაზე - დამაჯერებელი იყო თუ არა მისთვის ეს ცნობა- დაფიქრების გარეშე მიპასუხა, რომ „დიახ“. როდესაც არგუმენტის მოშველიება ვთხოვე, თქვა რომ დედა რესტორანში მუშაობს და მისგან არაერთხელ მოუსმენია რომ საყოველთაო კარანტინის დროს ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად უნახავს, შესაბამისად მისთვის რთულად დასაჯერებელი ვერ იქნებოდა ინფორმაცია მოქეიფე ამირან გამყრელიძისა და მისი თანამშრომლების შესახებ.

წინა ეპიზოდებიდან გეცოდინებათ, რომ მედიაწიგნიერების პირველი კითხვა ავტორის/მესიჯის ვინაობის გაგებას ეხება. ეპიზოდის სტუმარმა თქვა რომ ინფორმაცია TV 25 მა გაავრცელა, თუმცა ამაზე შორს აღარ წასულა. სინამდვილეში ამ ცნობის პირველწყარო საგამოძიებო ჟურნალისტიკის სტუდია „მონიტორი“ იყო. აქამდე რომ მისულიყო, მისთვის ეს ცნობა კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას შეიძენდა, რადგან სტუდია „მონიტორი“ ქართული მედიის სივრცეში მაღალი პროფესიული ეთიკითა და სტანდარტებით გამოირჩევა.

ექსპერიმენტის შემდეგ ეტაპზე გადასვლამდე ნინოს მივუთითე რომ ამბავი სრულად წაეკითხა. როგორც კი ამბის პირველ-ორ ხაზს გასცდა, ამოიკითხა, რომ ამირან გამყრელიძეც და მისი თანამშრომლებიც აცრილები არიან და რომ ისინი ღია სივრცეში შეიკრიბნენ, შესაბამისად ეს საფრთხის შემცველი არავისთვის ყოფილა, არადა სათაური მტკიცებით ფორმაში ამბობდა რომ ამირან გამყრელიძემ კოვიდრეგულაციების დარღვევით იქეიფა. ცხადია, ეს არ ამსუბუქებს ამბის უხერხულობას, მაგრამ ფეისბუქიდან TV-25-ის გვერდზე გადასვლითა და ცნობის სრულად წაკითხვის შემდეგ ნინო ჩემი დახმარების გარეშე მიხვდა, რომ ყველაზე მეტად ფოტომ და სტატიის სათაურმა აღაშფოთა, და ამ პირველმა იმპულსმა ის, გარკვეულწილად, შეცდომაშიც შეიყვანა. იმისთვის რომ ამ იმპულსური შეცდომის მასშტაბი გაეაზრებინა, კიდევ ერთი მითითება მივეცი: ისევ ფეისბუქზე დაბრუნება და პოსტის ქვეშ არსებული კომენტარების წაკითხვა. „აი ხომ გითხარი. ხალხს ეს სტატია არც გაუხსნია, ისე ლანძღავენ ამირან გამყრელიძესო“ - მითხრა ნინომ, და ბოლოს ესეც დაამატა „დაფიქრდით, სანამ ლანძღვას დაიწყებთო.“ რა გვაჩვენა ექსპერიმენტმა? როგორც წესი მედიაწიგნიერების ამ ექსპერიმენტში ამბის/ინფორმაციის შინაარსობრივ ანალიზს თავს ვარიდებთ, პოდკასტის მიზნებიდან და ფორმატიდან გამომდინარე, ამიტომ ამჯერადაც აქცენტს ამბის გადმოცემის ფორმაზე და დღევანდელი ეპიზოდის გმირის შეფასებაზე გავაკეთებ. ზემოთ მოტანილი ვიზუალური მასალიდან იკვეთება, რომ ამბის სათაური და შინაარსი სოციალურ მედიაში მანიპულირების ძალიან კარგი მაგალითია, რასაც ნინოს თქმით, თვითონ არა, მაგრამ ჩემი რამდენიმე ნაცნობი აუცილებლად წამოეგებოდაო. არადა ნინოს პირველი რეაქცია ამ პოსტის გახსნამდე და წაკითხვამდე ოდნავ საპირისპირო იყო. ექსპერიმენტით გამოჩნდა, რომ ასეთი მანიპულრებადი შინაარსის შემცველი ინფორმაციის მსხვერპლი წამიერად შეიძლება გახდე. გასათვალისწინებელია, რომ ადამიანთა ამ კატეგორიას უკვე დაკარგული აქვს ნდობა ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ. ისეთ პოლარიზებულ გარემოში, როგორშიც ჩვენ ვართ ფეისბუქის პოსტის ფორმატი, რომელიც სათაურით, პოსტით და მცირე სარედაქციო კომენტარით შეცდომით ხშირად სრულ სტატიას უტოლდება, მნიშვნელოვნად აძლიერებს პოლარიზაციისა და უნდობლობის გამწვავებას ჩვენს საზოგადოებაში.
კატეგორია: პოდკასტი
 

პოდკასტის ამ ეპიზოდის სტუმარი 61 წლის ნატა მეფარიშვილია, საბიბლიოთეკო საქმის სპეციალისტი, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული თბილისის მედიათეკების მოწყობასა და მართვაში.

ნაწილი 1

მედიაწიგნიერების თემაზე გამართულ ფორმალურ და არაფორმალურ დისკუსიებში ხშირად ვისმენ ხოლმე ვერბალურ ასოციაციებს მედიაწიგნიერებასა და ტრადიციულ წიგნიერებას შორის, რაც გასაკვირი არ არის. პოპულარულ წარმოსახვაში წიგნიერი ადამიანი ისაა, ვინც ბევრ წიგნს კითხულობს. მედიის ხსენებისას კი საზოგადოების დიდ ნაწილს უპირველესად ტელევიზია, რადიო, და ჟურნალ-გაზეთები ახსენდება. კითხვები და დაბნეულობა მაშინ ჩნდება, როდესაც ამ ორ სიტყვას-მედიასა და წიგნიერებას ვაერთებთ.

თანამედროვე სამყაროში მედიაწიგნიერების არეალი საკმაოდ გაფართოვდა და მოიცვა როგორც ციფრული მედია (სოციალური მედია, ინტერნეტ-მედია, საინფორმაციო-საკომუნიკაციო პლატფორმები, და ა.შ.) ისე ციფრული პლატფორმების კითხვისა და ანალიზის, და ასევე მათი გამოყენებით ციფრული კომუნიკაციის წარმართვის უნარები.

ციფრულმა რევოლუციამ თავისთავად წარმოქმნა ისეთი საჯარო სივრცეების შექმნის საჭიროება, რომელიც ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების მრავალფეროვან პლატფორმებს შესთავაზებდა მომხმარებელს. ამას უკავშირდება ისტორიული თუ სხვა ტიპის არქივების გაციფრების ტენდენცია, ბიბლიოთეკების სამკითხველო დარბაზების კომპიუტერულ ლაბორატორიებად გადაკეთება, და ბოლოს მედიათეკების შექმნა.

მედიათეკა ბიბლიოთეკის ფრანგული მოდელია, რომელიც ბეჭდურ რესურსებთან ერთად სტუმარს სთავაზობს მულტიმედია რესურსებს, მაგალითად ფილმებს, აუდიო-ჩანაწერებს და ვიდეო-თამაშებს. ეს არის ტრადიციული ბიბლიოთეკა, რომლის სამკითხველო დარბაზებში ნახავთ კომპიუტერებითა და ინტერნეტით აღჭურვილ სივრცეს.

როდესაც პირველად მედიაწიგნიერების ამერიკულ გამოცდილებას გავეცანი, გამიჭირდა იმის დაჯერება, რომ მედიაწიგნიერების, როგორც საგანმანთლებლო პროცესის ფუნდამენტს სწორედ სკოლებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან არსებული ბიბლიოთეკები წარმოადგენენ. ამერიკასა და ევროპაში თითქმის ყველა ბიბლიოთეკას ჰყავს თანამშრომელი, რომლის როლი ქართულად ასე შეიძლება ითარგმნოს - მედიის სპეციალისტი. გამიკვირდა იმიტომ რომ ჩემს სკოლასა და სასწავლებლებში ასეთი არავინ ყოფილა, თუმცა გამიმართლა და მოვესწარი პირველი თანამედროვე საბიბლიოთეკო სივრცის, მედიათეკის გახსნას თბილისში, ჯერ ვაკეში, შემდეგ კი ვარკეთილსა და ნაძალადევში.

მახსოვს იმდენჯერ მომიმზადებია დავალებები მედიათეკის სივრცეში, მისარგებლია უფასო ინტერენეტითა და გამართული კომპიუტერებით. ფილმების ჩვენებსაც დავსწრებივარ, თუმცა მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, მედიათეკაში მხოლოდ წიგნები არ მიზიდავდა. მომწონდა ის დემოკრატიული შესაძლებლობები, რომელსაც უფასო ინტერნეტი და კომპიუტერები მაძლევდა. მაშინ ნამდვილად ვმონაწილეობდი მედიაწიგნიერების პროცესში, რადგან ამ დისციპლინის ერთ-ერთი საზრუნავი სწორედ ციფრულ რესურსებსა და ინფორმაციაზე წვდომის თანასწორობის უზრუნველყოფაა.

ნაწილი 2

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტის დაწყებამდე ჩვენს რესპონდენტს, ნატა მეფარიშვილს ვკითხე და მიპასუხა რომ ინტერნეტისა და პერსონალური კომპიუტერის გარეშე დღეს რთული იქნებოდა წიგნადი ფონდის განახლება, რისთვისაც ის Google-სა და Wikipedia-ას ხშირად იყენებს. სოციალური ქსელებიდან მხოლოდ Facebook-ის მომხმარებელია, რაც ყველაზე მეტად ახლობლებთან და მეგობრებთან კომუნიკაციის შენარჩუნებაში ეხმარება. სწორედ ამისთვის იყენებს უმეტესწილად სმარტფონს. სმარტოფნში ამინდის პროგნოზსაც ვამოწმებ ხოლმე.

პოდკასტის წინა ეპიზოდების თითქმის ყველა სტუმარმა გაუსვა ხაზი სმარტფონის როლს ამინდის პროგნოზის გაცნობაში, ეს იმაზე მიმანიშნებს, რომ ჩემი მშობლების თაობას უყვარს დაგეგმვა და სმარტფონის ერთ-ერთ მთავარ სარგებელს ამ რუტინულ რიტუალში ხედავს. ჩემთვის სმარტფონის ამინდის აპლიკაცია იმდენად ჩვეულებრივი ამბავია, რომ არც მახსოვს ამინდის შემოწმების სხვა გზებს როდის მივმართე, ან საერთოდ რა არის ეს სხვა გზა.

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტი

ქალბატონი ნატა ეცადა პოლიტიკაზე საუბრისგან თავი შეეკავებინა, თუმცა არ გამოუვიდა, რადგან პირველივე ამბავი, რომელიც მისი ფეისბუქის ნიუსფიდში შეგვხვდა მმართველი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერისადმი მიმართული კრიტიკა იყო. მითხრა რომ ამ ინფორმაციის წაკითხვა უბრალოდ არ სურს მისი პოლიტიკური სიმპათიებიდან გამომდინარე. იმის გამო რომ მის ნიუსფიდში ძირითადათ ახლობლებისა და მეგობრების ფოტოები ჭარბობდა, ვთხოვე ექსპერიმენტისთვის პირად გვერდზე გადავსულიყავით და გვენახა რას აზიარებს. პოსტებს შორის იყო რამდენიმე რუსულენოვანი სიუჟეტიც და მოკლე ვიდეო. სულ ბოლო პოსტად კი გაზიარებული ჰქონდა სატელევიზიო პროექტის „აი უცნობის“ გადაცემის ფრაგმენტი. გადაცემის სტუმარი ლევან ლორთქიფანიძე, ამ მოკლე ვიდეო-ფრაგმენტში, მკაცრად აკრიტიკებს ქართველი ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმს. კრიტიკის ობიექტები მეტწილად ოპოზიციური არხების ჟურნალისტები არიან. გადაცემის წამყვანი გია გაჩეჩილაძე, იგივე, "უცნობია". პროექტი ვრცელება ტელეკომპანია მაესტროს ეთერითა და „აი უცნობის“ ფეისბუქის გვერდით.

ქალბატონ ნატას გაუჭირდა მედიაწიგნიერების პირველ კითხვაზე (ვინ შექმნა ამბავი?) ზუსტი პასუხის გაცემა. პასუხის ძიებისას ლევან ლორთქიფანიძის რიტორიკა გაიმეორა, რის გამოც ექსპერიმენტის პირველი კითხვის განმარტება მომიწია. მცირე მინიშნებამ შედეგი გამოიღო. ნატა მეფარიშვილმა დაასახელა გადაცემის ავტორი, პროექტის სახელი და ტელევიზია. ამაზე შორს არ წავსულვართ, თუმცა, როგორც წინა ეპიზოდებშიც მითქვამს, ამ კითხვაზე პასუხის ძიება მხოლოდ ავტორის და/ან პლატფორმის იდნეტიფიცირებას არ გულისხმობს. უფრო მნიშვნელოვანია, გავიგოთ ავტორის/პლატფორმის ღირებულებები. ამის კვლევას დამატებითი კითხვები და მეტი დრო სჭირდება.

მედიაწიგნიერების მეორე კითხვაზე პასუხისას, ქალბატონმა ნატამ აღნიშნა რომ მისი ყურადღება რესპონდენტმა მიიქცია. მოსწონს და ხშირად იზიარებს ლევან ლორთქიფანიძის მოსაზრებებს, შესაბამისად მისთვის ეს ვიდეო საინტერესოა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ამ კითხვაზე პასუხისას გამოიკვეთა არის ვიდეოს ხანგრძლივობა. ეპიზოდის სტუმარმა აღნიშნა, რომ გრძელ ვიდეოებს ფეისბუქზე იშვიათად უყურებს. ეს მიუთითებს იმაზე, თუ როგორ იცვლება ფეისბუქის მომხმარებლის ქცევა ვიდეო-კონტენტთან მიმართებაში. თუ რამდენიმე წლის წინ, მოკლე და ლაკონური ვიდეო-ფორმატი ფეისბუქის შედარებით ახალგაზრდა მომხმარებლის არჩევანი იყო, როგორც ახლა ჩანს, ეს ტენდენცია უკვე ყველა თაობას მოიცავს.

მედიაწიგნიერების მესამე კითხვაზე ქალბატონი ნატას პასუხი კარგი გამოხატულება იყო იმისა, თუ როგორ მუშაობს ფეისბუქზე ე.წ. „საინფორმაციო ბუშტის“ (Filter Bubble) ტენდენცია. ეპიზოდის გმირმა აღნიშნა, რომ მისი მეგობრების უმეტესობა ისე გაიგებდა „აი უცნობის“ გადაცემის ვიდეო-ფრაგმენტში გამოთქმულ მოსაზრებებს, როგორც ის.

ამბის/ინფორმაციის ღირებულებსა და იდეოლოგიაზე საუბრისას ქალბატონმა ნატამ ობიექტური ჟურნალისტიკის მნიშვნელობა დაასახელა. თუკი გადაცემას მოისმენთ მიხვდებით, რომ სტუმარიც და წამყვანიც საუბრობენ ჟურნალისტების ქცევაზე, როდესაც სიუჟეტებსა და პირდაპირ ეთერებში ფაქტების ნაცვლად, საკუთარ ინტერპრეტაციებს ავრცელებენ. ის რაც ანალიზის სრულყოფილებისთვის იქნებოდა საჭირო არის გადაცემის წამყვანისა და სტუმრის პოლიტიკურ წარსულსა და ღირებულებებზე მინიშნება. ამაზე პოდკასტის მეხუთე ეპიზოდის სტუმარს არ უსაუბრია.

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტი დასრულდა იმით, რომ ქალბატონმა ნატამ აღნიშნა, რომ გადაცემაში არაფერია გამოტოვებული და მას არაფერი დაკლებია იმისთვის, რომ საკითხზე, რომელზეც სტუმარი საუბრობს, სრულყოფილი და ობიექტური წარმოდგენა შექმნოდა. სინამდვილეში ობიექტურ ჟურნალისტიკაზე საუბარი საჭიროებს იმ პასუხისმგებლიანი მედიის მუშაობის ხსენებასაც, რომელიც საქართველოში ნამდვილად მოიძებნება.

რა გავიგეთ?

პოდკასტის ამ ეპიზოდის ჩაწერისას ვეცადე გარკვევით ამეხსნა სტუმრისთვის რომ ეს კონკრეტული პოდკასტი აპოლიტიკურია და რომ ჩვენი მთავარი ამოცანა ინფორმაციის მიღებისა და ანალიზის კვლევაა კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფში და არა ინფორმაციის პოლიტიკური ანალიზი. ამის მიუხედავად, ამ ეპიზოდმა კარგად გამოავლინა ფეისბუქის იმ მომხმარებლის პროფილის მახასიათებლები, რომელსაც მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური აფილაციები აქვთ. ეს თავისებუერებებია: განსხვავებული აზრისგან თავის არიდება და „საინფორმაციო ბუშტში“ მოძრაობა იმ ტიპის ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების გზით, რომელიც ჰარმონიაშია ჩვენს რწმენა-წარმოდგენებთან.
კატეგორია: ვიდეო
დღეს, Deepfake ტექნოლოგიით შესაძლებელია ნებისმიერი გამოსახულების ან ხმის ისე გაყალბება, რომ ადამიანს გააკეთებინო ან ათქმევინო ის, რაც არასდროს უთქვამს ან გაუკეთებია. მომავალში Deepfake კიდევ უფრო მეტად მარტივი და ხელმისაწვდომი გახდება. რამდენად უნდა გვეშინოდეს ამ ტექნოლოგიის?



კატეგორია: პოდკასტი

ამ ეპიზოდის გმირი 54 წლის მარეხი მემანიშვილია, რომელიც თერჯოლის მეორე საჯარო სკოლაში მათემატიკას ასწავლის. წერს ლექსებს, ნოველებსა და მოთხრობებს, რომელთაც აქვეყნებს როგორც ფეისბუქის პირად გვერდზე, ასევე საკუთარ ბლოგზე. მარეხი რამდენიმე თვეა ინტერნეტ-გაყიდვების პროფესიას ეუფლება და მეუღლის საოჯახო სანერგე მუერნეობის ფეისბუქის გვერდს მართავს.

მარეხ მემანიშვილი თავად გამოგვეხმაურა პოდკასტში მონაწილეობის მისაღებად. რეგიონში ვერ ჩავედით, ამიტომ გამონაკლისი დავუშვით და პოდკასტი Zoom-ის პლატფორმაზე ჩავწერეთ. კამერები გამოვრთეთ რომ ჩაწერა არ შეფერხებულიყო. გამორთული კამერის უკან ხშირად მეღიმებოდა, ზოგჯერ ხმამაღლაც მეცინებოდა.

გამაოცა მისმა განსაკუთრებულმა სიფხიზლემ ციფრულ სივრცეში ინფორმაციის დამუშავების თვალსაზრისით. ისე ზუსტად და გასაგებად ჩამოაყალიბა კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ინფორმაციას ამოწმებს, ვკითხე მედიაწიგნიერების ან ციფრული უსაფრთხოების ტრენინგი ხომ არ გაქვთ გავლილი მეთქი, რაზეც მითხრა რომ არა. უფრო მეტიც, მედიაწიგნიერების არსი სულ არ ვიცოდი, სანამ შეხვედრას შემოვუერთდებოდი, დავგუგლე რომ შენთან არ შევრცხვენილიყავიო.

მომხიბლა მისმა ცნობისმოყვარეობამ და იუმორმა. „რა საჭიროა ახალი ტერმინის „პოდკასტის“ შემოტანა, როცა არსებობს ინტერვიუ?“-, რიტორიკულად მკითხა. პოდკასტი ჯერ „ჭორაობას“ შეადარა, მერე მითხრა ორი ადამიანის ყავაზე ჩამოჯდომას და უშუალო საუბარს ჰგავსო. ასეა, ქალბატონო მარეხ. პოდკასტის მთავარი არსი სწორედ ამ უშუალობაშია, ყველგან და ყველა სიტუაციაში რომ ისმინება.

ემოციებისგან თავის შეკავება ყველაზე მეტად მაშინ გამიჭირდა, როცა მითხრა რომ ფეისბუქზე მხოლოდ ორი ჯგუფის წევრი და შვიდი გვერდის გამომწერია. ნერვებს მინაგვიანებს ბევრი ინფორმაცია და ასე ვფილტრავო. ნელ-ნელა ვრწმუნდები, რომ ამაში აუცილებლად უნდა მივბაძოთ ჩვენს მშობლებს. დათვლაც გამიჭირდება იმდენი გვერდის და ჯგუფის გამომწერი ვარ ფეისბუქზე და ინსტაგრამზე, რაც ნერვებთან ერთად ჩემს საბანაკო ანგარიშებზეც (ჯიბეზე) აისახება ხოლმე.

ქალბატონი მარეხი მასწავლებელია და, ცხადია, ონლაინ სწავლებაზე ვკითხე. მითხრა, ჩემი უპირატესობა იმაშია, რომ ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და ძალიან არ გამჭირვებია კომპიუტერული პროგრამების შესწავლაო, მაგრამ თქვა რომ პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა ასწავლა რომ მუდმივად ახალ ინფორმაციას უნდა ეძებდეს, რომ ბავშვების ყურადღება არ დაკარგოს გაკვეთილზე. თვითონ ბავშვებისგანაც ბევრს ვსწავლობო, მითხრა და ამით კიდევ უფრო მეტად მოიგო ჩემი გული.

მარეხ მემანიშვილი ინფორმაციას, ძირითადათ, ფეისბუკიდან იღებს და ამავე სოციალურ ქსელს იყენებს ამბების გასაცვლელად კოლეგებთან, მეგობრებთან და მკითხველებთან. „სიტყვებით ვერ აღვწერ, რამდენად მნიშვნელოვანია ფეისბუქი ჩემთვისო“. ის რაც ქალბატონმა მარეხმა მითხრა, შეიძლება ავხსნათ ცნობილი თეორიით, რომელსაც ხშირად იყენებენ ხოლმე მედიისა და კომუნიკაციის მკვლევრები.

ეს არის ხელმისაწვდომობის (affordances) თეორია, რომელსაც მისი შემქმნელი, ფსიქოლოგი ჯეიმს გიბსონი განმარტავს, როგორც შესაძლებლობებს, რომელთაც ადამიანები გარემოს მიაწერენ, შესაძლებლობებს, რომლებიც ამ გარემოშია. აქ მთავარი აღქმაა, და არა ფაქტობრივი მოცემულობა. ამ თეორიით იხსნება ალბათ ისიც, რომ, რაც უფრო დრო გადის, ციფრულ ტექნოლოგიებსა და ინტერნეტს სულ უფრო დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ.

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტი

ექსპერიმენტის თანახმად ეპიზოდის გმირთან ერთად, შემთხვევითობის პრინციპით ვარჩევთ ამბავს და ვუსვამთ მედიაწიგნიერების 5 მთავარ კითხვას.

ქალბატონ მარეხს ზუმის ეკრანის გაზიარება ვთხოვე, რომ მისი ფეისბუკის ნიუსფიდი ერთად გაგვეანალიზებინა. სქროლვისას მალევე გადავეყარეთ სტატიას სათაურით „ბედის გახსნა, შაკიკის განკურნება, წელკავის მოხსნა... 10 ქართული შელოცვა, რომელსაც ბებიები ჩურჩულებდნენ“. გავარკვიეთ რომ ეს სტატია ფსიქოლოგიის მოყვარულთა გვერდზე გააზიარეს, რომლის გავლითაც ის ქალბატონი მარეხის ფეისბუქის ნიუსფიდში მოხვდა.

alt

უკვე მერამდენე შემთხვევაა იმისა რომ სენსაციური ამბის/ყალბი ამბის/დამახინჯებული ამბის გასავრცელებლად ფეისბუქზე ვხვდებით ვიწრო ინტერესებით მანიპულირების სტრატეგიას. მაგალითად, პოდკასტის მეორე ეპიზოდის გმირის, მასწავლებლის დავით ახალაიას შემთხვევაში ეს იყო განათლების თემაზე შექმნილი ვირუსული ვიდეო. ექიმ ლიანა გოგუას ფეისბუქმა მანიპულაციური ციტატა კოვიდის შესახებ შესთავაზა. დღევანდელი ეპიზოდის გმირის მრავალმხრივ ინტერესებში ფსიქოლოგიაც არის. მან ინტერვიუში ამას რამდენჯერმე გაუსვა ხაზი. სწორედ ფსიქოლოგიის გვერდიდან მოხვდა ზემოთ ნახსენები სტატია მის საინფორმაციო ველში.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეპიზოდის გმირმა არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ექსპერიმენტი რომ არა, ამ მძაფრი ემოციების გამომწვევ სტატიას არ გახსნიდა. ქალბატონი მარეხის სიფხიზლეს ფეისბუქის ყველა მომხმარებელს ვერ მივაწერთ, ამიტომ ვფიქრობ, საკითხის პრობლემატიზაცია უნდა დაიწყოს იქიდან, რომ ეს მასალა ფეისბუქზე გავრცელდა და ის გავრცელდა თემატური გვერდის გავლით.

არ ვიცი რამდენად დაეხმარა ქალბატონ მარეხს მათემატიკური ფორმულების კარგად ცოდნა, მაგრამ ფაქტია, რომ მან მედიაწიგნიერების ამოცანა შესაშური წარმატებით ამოხსნა.

რა გვასწავლა ამ ექსპერიმენტმა?

იმ ფონზეც კი, როცა დღევანდელი ეპიზოდის გმირს გამოწერილი გვერდების რაოდენობა მინიმუმამდე აქვს შემცირებული, მის ნიუსფიდში მაინც მოხვდა ვირუსული შინაარსის შემცველი მასალა. ამ კონკრეტული მასალიდან გამომდინარე, ვირუსულობის ხარისხი რთული ამოსაცნობი არ იყო.

არც შინაარსი იყო, მაინცდამაინც მავნებელი, თუმცა საყურადღებოა ამ ვირუსული კონტენტის გავრცელების მეთოდი და კონტექსტი. ქალბატონ მარეხის ეგონა რომ ვირუსული გვერდების რაოდენობა შეზღუდა, თუმცა იმ 10-მდე გამოწერილ გვერდსა და ჯგუფშიც აღმოჩნდა ისეთი ვირუსული ინფორმაცია, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. წინა ეპიზოდების გმირების მსგავსად, ამ ეპიზოდშიც გამოვლინდა დადებითი ტენდენცია იმისა, რომ ჩვენი მშობლების თაობაში არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ამოიცნონ მანიპულირება იმ ინფორმაციულ ხმაურში, რომელიც მათი სოციალური მედიის გვერდებზე, ზოგჯერ მათივე თანხმობით ან ფარულად მოპოვებული თანხმობით ისმის.
კატეგორია: პოდკასტი


კორონავირუსის თავის დასაცავად რეგულაციების დაცვასთან ერთად ვაქცინაცია შეუცვლელი იარაღია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს იარაღი უმოქმედოა ჯანსაღი საინფორმაციო კამპანიის გარეშე, ან პირიქით - საშიშია მიზანმიმართული დეზინფორმაციის ფონზე.

ამ საინფორმაციო კამპანიის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მოთამაშეები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ რომ პოდკასტის მესამე ეპიზოდის გმირად ექიმი შეგვერჩია.

67 წლის ლიანა გოგუა პროფესიით ენდოკრინოლოგია, თუმცა პანდემიით შექმნილი საგანგებო ვითარების გამო ჩართულია როგორც კოვიდპაციენტების კონსულტირების, ისე საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში.

მის სამუშაო ოთახში პერსონალური კომპიუტერი დგას, თუმცა ინტერნეტი არ მიეწოდება. როგორც ჩანს კლინიკის ადმინისტრაციამ ინტერნეტის მის კაბინეტამდე მიყვანა პრიორიტეტულად არ მიიჩნია, ამიტომ პაციენტებთან მუშაობის დროს სხვადასხვა ინფორმაციის მოსაძიებლად ან გადასამოწმებლად სმარტფონს იყენებს.

ლია გოგუა გუგლის საძიებო სისტემას გამიზნულად მაშინ იყენებს, როდესაც პაციენტების მიერ დასახელებული მედიკამენტების ფარმაკოლოგიური შემადგენლობის გადამოწმება სურს, ან როცა კოვიდის სტატისტიკა აინტერესებს.

კოლეგა ექიმებთან საკომუნიკაციოდ და ინფორმაციის გასაცვლელად ის საზღვარგარეთ მოღვაწე ექიმების მიერ შექმნილ ფეისბუქ-ჯგუფს იყენებს, სადაც ერთმანეთს ინფორმაციას უცვლიან. ამას რომ მიყვებოდა, წარმოვიდგინე სამედიცინო კონსილიუმი, რომელიც სოციალური მედიის პლატფორმაზე იმართება დიდი სამედიცინო დაწესებულების ნაცვლად. ეს ალბათ ნაკლებად რეალისტურია ბევრი ეთიკური და პროფესიული დილემის გამო, თუმცა ექიმების პროფესიული ჯგუფი ფეისბუქზე მანიშნებელია იმისა რომ „ციფრულ იმიგრაციას“ საზღვრები ნამდვილად არ აქვს.

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტი

მედიაწიგნიერების ექსპერიმენტისთვისაც ამ ეპიზოდშიც ფეისბუქზე შევჩერდით. პირველივე ჩამოსქროლვაზე ექიმ გოგუას ვაქცინაციასთან დაკავშირებული ციტატა შემოხვდა. ციტატის ავტორი სასულიერო პირი იყო, რომელიც ამტკიცებდა რომ ხშირად ჰქონია შეხება კოვიდინფიცირებულებთან, თუმცა ვირუსი არასდროს გადასდებია, შესაბამისად, ციტატიდან ირკვეოდა რომ ეს არგუმენტი მას ვაქცინაციის აუცილებლობის გასაბათილებლად მოჰყავდა.

alt

ამ ციტატას ექიმი თავიდანვე სკეპტიციზმით შეხვდა. ის ამბობდა, რომ ან ციტატაა დამახინჯებული, ან თავად მამა შალვას აქვს მცდარი ინფორმაცია კოვიდის შესახებო.

მედიაწიგნიერების პირველი კითხვის (ვინ შექმნა ამბავი/მესიჯი?) თანახმად გავარკვიეთ რომ ციტატა გამოცემა „მეტრონომმა“ გაავრცელა. სანამ ტექსტს ვკითხულობდით, ამბავი ფეისბუქის ნიუსფიდში ჩაიკარგა, ამიტომ ქალბატონ ლიანას 15 წუთამდე დრო დასჭირდა წყაროს თვიდან მოსაძებნად.

საბოლოოდ, გავარკვიეთ რომ მეტრონომი (metronome.ge) საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერნეტ გაზეთია, რომლის მთავარი დევიზი ასე ჟღერს: „ჩვენ არ ვართ მხარე და ვიცავთ ჟურნალისტურ ეთიკას“. გამოცემას აქვს ვებსაიტი და ფეისბუქ გვერდი, რომელსაც იყენებენ როგორც ახალი ამბების, ისე ვრცელი ანალიტიკური სტატიების გასავრცელებლად.

ერთი საყურადღებო დეტალი, რაც ექიმ ლიანა გოგუასთან საუბრის დროს გამოიკვეთა ის არის, რომ მას არ ახსოვდა როგორ და საიდან გაჩნდა ეს გვერდი მის მიერ გამოწერილ სხვა გვერდებს შორის. თქვა რომ არ ახსოვდა როდის მოიწონა გვერდი, რაც ფეისბუქის მომხმარებლის კიდევ ერთი მახასიათებელია.

ამ ქცევას ყველაზე კარგად ჟარგონი „შემოლაიქება“ აღწერს, ანუ პასიური დალაიქება, რაც ყველას ჩაგვიდენია. საინტერესოა რამდენ ჩვენგანს გვიფიქრია რომ ამ პასიური ფეისბუქ აქტივობებით თანაბრად ვხდებით პანდემიასთან ერთად ინფოდემიის გადამტანები . ამ დროს მნიშვნელოვანია ვიკითხოთ, რა უფრო საშიშია ბიოლოგიური ვირუსი თუ ვირუსული ინფორმაცია, რომელიც დიდი ნაბიჯით გვაშორებს ბიოლოგიური ვირუსისგან თავდაცვის პერსპექტივას?

P.S. პოდკასტის ეს კონკრეტული ეპიზოდი აგვისტოს მეორე ნახევარში ჩაიწერა. მონტაჟზე კი სექტემბრის შუა რიცხვებში ვიმუშავეთ. ეპიზოდის გამოქვყნებამდე ბლოგის მომზადებისას კიდევ ერთხელ შევამოწმე mentronom.ge-ის ფეისბუქის გვერდი და რას ვხედავ? ისე შალვა კეკელიას ციტატა. ისევ სკეპტიციზმი კორონა ვირუსის მიმართ:

alt
კატეგორია: პოდკასტი



პოდკასტის მეორე ეპიზოდის გმირი 61 წლის დათო ახალიაია, მასწავლებელია თბილისიდან. ის ციფრულ ცოდნას ავრცელებს როგორც მოსწავლეებში, ისე მასწავლებლებში. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ის „ისტ-ის“, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელია. დათო ახალაიას 146-ე სკოლაში ვესტუმრე და ჩვენი საუბარიც, სწორედ, მის სამუშაო სივრცეში, კომპიუტერებით სავსე ოთახში შედგა.

პორკასტის, "დედასთვის" - პირველი ეპიზოდი ნახეთ ამ ბმულზე.

დათო ახალაია ამბობს, რომ ზოგადი წიგნიერება უმნიშვნელოვანესია კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბების კუთხით, თუმცა ასევე მიიჩნევს, რომ დროის ცვლილებასთან ერთად ყველა პროფესიის ადამიანი ვალდებულია არ ჩამორჩეს ციფრულ პროგრესს.

სწორედ ამ მიზნით ის უკვე 15 წელია თბილისსა და რეგიონებში მასწავლებლებს ციფრული, საინფორმაციო და საკომუნიკაციო უნარების განვითარებაში ეხმარება. ვთხოვე გაეზიარებინა მისი პირადი დაკვირვება ბავშვებთან და ზრდასრულებთან მუშაობის პროცესში ციფრული უნარების ათვისების გზაზე. მან ახსენა „შიში“, რომელიც ასაკოვან ადამიანებს აქვთ ტექნოლოგიებთან ურთიერთობებისას:

„მოსწავლეებს, რომლებიც ამ ეპოქაში დაიბადნენ, უკეთესად ესმით ციფრული მოწყობილობები და ისინი ძალიან თამამად, შეცდომის შიშის გარეშე ყველა ასეთ ციფრულ მოწყობილობაზე. უფრო ასაკოვან ადამიანებს, ყოველთვის ეშინიათ რომ რაღაცას გააფუჭებენ, თუმცა მე ხშირად ვეუბნები, თუ ჩაქუჩი არ ჩაარტყით, ვერაფრით გააფუჭებთ, ამიტომ ნუ გეშინიათ, იმუშავეთ, პრობლემა არ შეგექმნებათ-მეთქი.“

ამის მოსმენისას თვალწინ მედგა 80 წლის ბებიაჩემი, რომელიც მესენჯერის მენიუში სასურველი საკონტაქტო პირის მოძიებისას თითის არასწორად გასმის („დარტყმის“ - ბებიაჩემის ენით) შემთხვევაში, ფიქრობს რომ კონტაქტი წაშალა და უკან ვეღარ დააბრუნებს.

დათო ახალაია ციფრული მოწყობილობებიდან ყველაზე ხშირად სმარტფონს იყენებს, როგორც კოლეგებთან ურთიერთობისთვის (ელექტრონული ფოსტის შემოწმება, მასწავლებლების ფეისბუქ ჯგუფები და ა.შ), ისე ყოფითი დანიშნულებით - მაგ. ამინდის პროგნოზის შესამოწმებლად და ელექტრონული წიგნების წასაკითხად. სოციალურ-პოლიტიკურ თემებზე ინფორმაციის სანდო წყაროდ მაინც ტრადიციულ მედიას მიიჩნევს, თუმცა ისიც იცის რომ ამბები უნდა გადაამოწმოს სხვადასხვა არხებზე.

ექსპერიმენტი - მედიაწიგნიერების 5 მთავარი კითხვა

პოდკასტის ექსპერიმენტის წესების თანახმად, ეპიზოდის გმირი თავად ირჩევს საინფორმაციო პლატფორმას. დათო ახალაია ფეისბუკი აირჩია და საკვლევი ამბის/მესიჯის ძიებაც სწორედ აქედან დავიწყეთ. მისი ინტერესების სფეროც, როგორც პროფესია, განათლებასთან დაკავშირებული ჯგუფები და თემებია. „სქროლვისას“ ის შეჩერდა სათაურზე, „განათლების დონე საქართველოში“. ქუჩის გამოკითხვის ამ ვიდეოს ბოლომდე ყურების შემდეგ კი დაასკვნა, რომ განათლების დონე ასეთი გამოკითხვებით არ იზომება.

დასკვნის გასამყარებლად საკმაოდ ძლიერი არგუმენტებიც მოიყვანა - გამოკითხულთა შერჩევის მეთოდი, ადამიანები რომლებიც კითხვებს პასუხობენ, კითხვების დასმის ფორმა და თავად კითხვების შინაარსი. ისიც თქვა, რომ ეს ვიდეო სენსაციისთვის არის შექმნილი, რომ მისი და მისი კოლეგების ყურადღება მიიპყროს.

alt

ავტორის ძიებისას, პირველად მან ვიდეოს გამზიარებლის სახელი და გვარი ახსენა. ისიც გაარკვია, რომ ეს ვიდეო მის მიერვე შექმნილ მასწავლებლების ჯგუფში ერთ-ერთმა წევრმა გააზიარა. აქ მცირე მითითება მივეცი რომ ვიდეოს პირველწყაროს, ანუ ფეისბუკის იმ გვერდს დაკვირვებოდა, რომელმაც ვიდეო პირველად გამოაქვეყნა. დავადგინეთ რომ ვიდეო ეკუთვნის პორტალს სახელწოდებით, GMTV|ჯიემთივი.

GMTV|ჯიემთივი, მათივე გვერდზე მოცემული აღწერის მიხედვით „არის ტელევიზია, ასევე ახალი ამბებისა და მედიის გვერდი”. გვერდი გამოწერილი აქვს 12 000-ზე მეტ მომხმარებელს. ფეისბუქის გამჭვირვალობის პოლიტიკის თანახმად, ვიგებთ რომ ის2021 წლის იანვარში დარეგისტრირდა და მას შემდეგ სახელი სამჯერ შეიცვალა. გვერდის შემქმნელებს 300 დოლარზე მეტი აქვთ დახარჯული სოციალურ-პოლიტიკური თემატიკის ფეისბუკ რეკლამაზე, მათ შორის არჩევნებზეც.

როგორც ფეისბუკის, ისე მათ ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეხვდებით ბევრ ვირუსულ ვიდეოს, მმართველი პარტიის აქტივობების შესახებ შექმნილ ახალ ამბებს და სხვა სოციალურ თემებს ეპატაჟური ჰედლაინებით.

alt

ყველაზე ნიშანდობლივი მთელს ამ ექსპერიმენტში ის იყო, რომ ფეისბუკის ალგორითმმა დათო ახალაია და მისი კოლეგები ამ ვიდეოს სამიზნე აუდიტორიაში მოაქცია. სამიზნე აუდიტორიას პოსტის ან რეკლამის თმა განსაზღვრავს. თუკი პოსტი განათლებაზეა, დიდი შანსია, რომ სამიზნე აუდიტორია მასწავლებლები გახდნენ. ასე არჩევს ფეისბუკიც იმას, თუ ვის მიაწოდოს ინფორმაცია. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ხშირად ეცნობით მასალას განათლების მიმართულებით, ალგორითმი მსგავს თემებს უფრო და უფრო ხშირად შემოგთავაზებთ „თაიმლაინზე“.

ეს პატარა მაგალითი კარგი ილუსტრაციაა იმისა თუ როგორ რეაგირებს სხვადასხვა ადამიანი ისეთ ვირუსულ ვიდეოზე, რომელიც განათლების დონეს ქუჩაში გამვლეთათვის აბსურდული კითხვების დასმით ზომავს; ამავე პრინციპით შექმნილი ვირუსული მასალა ფეისბუქზე უფრო მავნე შინაარსითაც ხშირად ვრცელდება, ამან კი შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ინფორმაციის მომხმარებლებს, საზოგადოებას.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი კრიტიკული დისტანცია - იმპულსურ ჩართულობაზე (მოწონება, კომენტარის დაწერა, გაზიარება) უარის თქმა, ინფორმაციის შინაარსზე და გამავრცელებლზე მეტად დაკვირვება და თუ საჭიროა, დარეპორტებაც კი.

კატეგორია: პოდკასტი

მოუსმინეთ პირველ ეპიზოდს

„დედასთვის“ - დედასთან გასაუბრებით იწყება. დედაჩემი, ნინო რამიშვილი 53 წლის „ციფრული იმიგრანტია“. ის თბილისის ერთ-ერთ გარეუბნის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მუშაობს. აქვს სმარტფონი, თუმცა ინფორმაციის მთავარი წყარო მისთვის მაინც სატელევიზიო ახალი ამბებია.

ნახეთ სალომე აფხაზიშვილის ბლოგი პოდკასტების შესახებ.

მე 29 წლის ვარ და მაინტერესებს, როგორ იღებს ინფორმაციას ჩემი მშობლების თაობა.

ჩემი მშობლები „ციფრული იმიგრანტები“ არიან. ანუ თაობა, რომელიც რადიოს, ტელევიზიისა და გაზეთების ეპოქაში დაიბადა და ციფრული ინფორმაციის ეპოქაში განაგრძო ცხოვრება.

ეპოქაში, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს ინფორმაციის შემქმნელი და გამავრცელებელი. და თუ ამ გარემოს კარგად არ იცნობ, შესაძლებელია ინფორმაციულმა ხმაურმა გზა აგიბნიოს.

პოდკასტის თითოეული ეპიზოდი ამ თაობის ციფრულ მოგზაურობაზე მოგითხრობთ. მთავარი გზამკვლევი კი მედიაწიგნიერების ხუთი მთავარი კითხვაა:

  1.          ვინ შექმნა ამბავი?
  2.          რა მეთოდებია გამოყენებული ყურადღების მისაპყრობად?
  3.          როგორ აღიქვამს ამ მესიჯს სხვა ადამიანი?
  4.          რა იდეოლოგია დგას ამ ამბის უკან?
  5.          რა არის გამოტოვებული?


Facebook-ის აპლიკაციის წაშლა დედამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გააცნობიერა რომ ნიუსფიდში გავრცელებული ინფორმაციის რაოდენობა და შინაარსი ძალიან ღლის.

მხოლოდ მესენჯერს იყენებს თანამშრომლებთან, ნათესავებთან და ჩემთან ყოველდღიური კომუნიკაციისთვის.

ჩვენ ერთ-ერთი ქართული სატელევიზიო არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას მედიაწიგნიერების ხუთი მთავარი კითხვის საფუძველზე განვიხილავთ. მედიაწიგნიერების კითხვები დედასთვის ერთდროულად მარტივიც არის, მოულოდნელიც და დამაბნეველიც. ტელევიზიით მოყოლილი ამბის შინაარსი და ფორმა მას მთელი საუბრის განმავლობოაში ხელს უშლის ამბავს კრიტიკულად შეხედოს.

მეტიც მას აინტერესებს, საერთოდ რა აზრი აქვს ამ კითხვების დასმას?

კატეგორია: ვიდეო


1796 წელს, ინგლისელმა მკურნალმა, ედვარდ ჯენერმა აღმოაჩინა, რომ თუ ადამიანებს სხეულში ძროხის ყვავილით დაავადებულ ქსოვილს შეუყვანდა, ისინი ყვავილის მომაკვდინებელი დაავადების მიმართ იმუნიტეტს გამოიმუშავებდნენ.

ამ აღმოჩენით მან თანამედროვე ვაქცინაციას დაუდო სათავე. თუმცა ამ ვაქცინას მისი შექმნის დღიდანვე ჰყავდა მოწინააღმდეგეები. მე-19 საუკუნის ბოლოს ვაქცინაციის წინააღმდეგ ინგლისში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებიც ეწყობოდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ზურაბ ალხანიშვილი ამბობს, რომ მაშინაც არსებობდა დაახლოებით იგივე ტიპის მოსაზრებები, შეხედულებები და მითები რომელსაც ვხვდებით დღეს. მაშინაც ეგონათ ადამიანებს რომ ეს იყო რაღაც იარაღი, რომელიც რაღაც კონკრეტული მიზნებისთვის გამოიყენებოდა.

თითქმის 2 საუკუნის წინანდელ ყვავილის ვაქცინის მოწინააღმდეგეთა ბროშურაში მსგავს ტექსტებს შეხვდებოდით:
  • ვაქცინაცია არ გვიცავს ყვავილისგან.
  • ვაქცინაცია იწვევს სხვა დაავადებებს.
  • ვაქცინაცია არ ამცირებს ყვავილისგან სიკვდილის რისკს.
  • სავალდებულო ვაქცინაცია არის პირადი თავისუფლების შელახვა.

ამ არგუმენტების გასამყარებლად კი მაშინაც ფსევდო სამეცნიერო წყაროები მოჰყავდათ.

ყველაფერი საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ დღეს ვაქცინაციის დამსახურებით, ყვავილის დაავადება აღარ არსებობს.

რატომ შემორჩნენ ანტივაქსერები დღემდე?

ყვავილის ვაქცინის გამოგონებამ გზა გაუხსნა მეცნიერებს, სხვა მრავალი დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინების შესაქმნელად. მაგალითად, 1971 წელს შექმნილმა წითელას, წითურასა და ყბაყურას კომბინირებულმა ვაქცინამ ეს დაავადება 2000 წლისთვის თითქმის გააქრო.

მაგრამ 20 წლის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი თავიდან გავრცელების საშიშროება დადგა. 2019 წელს გამოვლენილი 1300-მდე შემთხვევიდან 89% აუცრელი იყო.

ზურაბ ახანიშვილი ამბობს, რომ ყველგან არის რაღაც ინტერესი: “ეს თუ არ არის დიდი კამპანიური ხასიათის და კამპანიური ინტერესი არ დგას, მტერ სახელმწიფოებს ვგულისხმობ, აქ უკვე დგას კონკრეტული ადამიანების ინტერესები” ამის კარგი მაგალითია ყოფილი ექიმი, ენდრიუ ვეიკფილდი, რომელსაც 2010 წელს ლიცენზია ჩამოერთვა ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო.

1998 წელს მან 12 თანაავტორთან ერთად პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ამტკიცებდა, წითელას, წითურას და ყბაყურას კომბინირებული ვაქცინა აუტიზმს იწვევსო.

შედეგად კი მივიღეთ ახალი ანტივაქსერული მოძრაობა, რომლის იდეებსაც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც კი იზიარებდა. ეს კი, იმის მიუხედავად, რომ 1998 წლის შემდეგ, მილიონობით ადამიანზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა კავშირი mmr ვაქცინასა და აუტიზმს შორის, ხოლო ჟურნალმა ლანცეტმა ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიში მოიხადა.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ვეიკფილდის კვლევა დააფინანსეს ადვოკატებმა, რომლებსაც სასამართლო დავა ჰქონდათ ვაქცინის მწარმოებლების წინააღმდეგ.


alt

კოვიდ-19-ის მოწინააღმდეგეების არგუმენტები


კოვიდ-19-ის ვაქცინის მოწინააღმდეგეებმა და სკეპტიკოსებმა პანდემიის გავრცელებისთანავე საუბარი დაიწყეს იმით, რომ კორონავირუსი მოგონილი მითია და არ არსებობს, რომ ეს 5G „დამღუპველი ტექნოლოგიის“ დანერგვის მცდელობაა და ა.შ. მაგრამ როდესაც ეს არგუმენტები უშედეგო აღმოჩნდა, ვაქცინის წინააღმდეგ ფსევდო სამედიცინო მტკიცებაზე გადავიდნენ, რომ ვირუსი კი არსებობს, მაგრამ ვაქცინები სანდო არ არის.

კოვიდ-19-ის ვაქცინის საწინააღმდეგოდ ანტივაქსერების ერთი მთავარი არგუმენტია, რომ ის უპრეცენდენტოდ სწრაფად შეიქმნა.

რეალურად, ვაქცინის შექმნას საშუალოდ მართლაც 10-15 წელი სჭირდება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კორონავირუსების ჯგუფს მეცნიერები ათწლეულებია იცნობენ და იკვლევენ.

კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები ბოლო 20 წლის განმავლობაში ორჯერ გავრცელდა: 2003 წელს მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის, ანუ სარსის და 2012 წელს ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის ანუ მერსის სახით. 2019 წლიდან კი კოვიდ-19 იმდენად სახიფათოდ სწრაფად ვრცელდებოდა, რომ მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსთვის პირველი პრიორიტეტი გახდა.

თუ ვაქცინების დამზადებაში საშუალოდ 30-დან 70 მილიონამდე დოლარი იხარჯება, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობისთვის მხოლოდ სახელმწიფოებმა 93 მილიარდი ევრო გამოყვეს და ეს თანხა კიდევ იზრდება.
კატეგორია: ვიდეო



250 წლის წინ ერელე მეორემ ყვავილის დაავადებისგან ასზე მეტი ბავშვი აცრა, რაც საკუთარი შვილის, იულონის საჯარო აცრით დაიწყო. ეს საქართველოს ისტორიაში მასობრივი აცრის ჩვენთვის ცნობილი პირველი შემთხვევაა.

1772 წლით დათარიღებულ წერილში ერეკლე მეფე წერს, რომ მის შვილს იულონს მაღლი სიცხე აქვს და უნდა აიცრას, რადგან ქალაქში ყვავილის ეპიდემიაა მოდებული.

“Ჩვენს შვილ იულონს ყვავილი აუჭერით და გაცხელებული არის. Ქალაქში დიაღ მრავალი ყვავილი გაჩნდა და გახიზვნას ვაპირობთ.” - ვკითხულობთ წერილში.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვაჟა კიკნაძე ამ წერილს შემთხვევით გადააწყდა, როდესაც 10 წლის წინ ერეკლე მეფისა და ამილახვრების ოჯახის ურთიერთობას იკვლევდა.

alt

რატომ არის მნიშვნელოვანი ერეკლე II-ის მიერ მასობრივი აცრის დაწყება?

ყვავილის ეპიდემია დედამიწაზე ათასობით წლის განმავლოაში იყო მოდებული და მისით დაავადებული საშუალოდ, ათიდან სამი ადამიანი იღუპებოდა.

“აჭრის” პროცედურას, რომელსაც ერეკლე მეორე თავის წერილში ახსენებს, სხვადასხვა კულტურაში ყვავილისგან სამკურნალოდ საუკუნეების განმავლობაში მიმართავდნენ და მას დღეს ვარიოლაციის სახელით ვიცნობთ. ვარიოლაცია გულისხმობს ყვავილით დაავადებული ადამიანის გამონაყარის ნაცხის შეყვანას ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში.

Მაგალითდ, 1000 წლის წინ Ჩინელები ყვავილისგან გაჩენილი წყლულის ნაცხს ახომბდნენ და ფხვნილის სახით ასუნთქებდნენ ჯანმრთელ ადამიანს, თუმცა უფრო გავრცელებული მაინც “აჭრის” პროცედურა იყო.

ამ მეთოდს მიმართავდნენ ჩერქეზეთშიც, რასაც ფრანგი ფილოსოფოსი, ვოლტერი მე-18 საუკუნის წერილში აღწერს. Სწორედ ამ პროცედურით აიჭრა ერეკლე მეფის ვაჟი იულონი და მალევე ამ ტიპის აცრებმა საქართველოში მასობრივი ხასიათი მიიღო.

alt

ამას კიდევ ერთი წყარო,  რუსეთის აკადემიის წევრის, იოჰანეს გიულდენშტედტის ჩანაწერები ადასტურებს, რომელიც წერს, რომ [1772 წლის] 15 მაისს 100-ზე მეტ ბავშვს აუცრეს ყვავილი.და ისინი 19 მაისამდე გამოჯანმრთელდნენ.

იმ პერიოდში აცრების ამ ფორმით დაწყება ერეკლე II-ისხრიდან სარისკო გადაწყვეტილება იყო. მართალია, „აჭრის“ შედეგად ყვავილგადატანილი ადამიანები მეორედ აღრ ავადდებოდნენ, თუმცა 100-დან საშუალოდ 3 ადამიანის დაღუპვის რისკი არსებოობდა.

ეს ყველაფერი კი ინგლისელმა მკურნალმა, ედვარდ ჯენერმა შეცვალა.

თანამედროვე ვაქცინაციის ისტორია

ედვარდ ჯენერი ინგლისის სამხრეთში, ბრისტოლთან ახლოს სოფლის ექიმად მუშაობდა, როცა აღმოაჩინა, რომ მერძევე ქალებში გავრცელებული იყო ყვავილის მსგავსი დაავადება,  რომელიც მათ ძროხებისგან გადაედებოდათ.

უმცა ადამიანის ყვავილისგან განსხვავებით ძროხის ყვავილი მომაკვდინებელი არ იყო.

ჯენერმა ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა: ჯანმრთელ მოზარდს სხეულში ძროხის ყვავილით დაავადებული კანის ანათალი შეუყვანა.

დღევანდელი გადმოსახედიდან ამ პროცედურის მოზარდზე ჩატარება ძალიან არარაეთიკურად მიიჩნევა, თუმცა რამდენიმე დღიანი ციებ-ცხელების შემდეგ ბავშვი გამოჯანმრთელდა.

ხოლო როდესაც, ჯენერმა განკურნებული მოზარდის კანში უკვე ჩვეულებრივი ყვავილის ანათალი შეიყვანა, ბავშვი ყვავილის მიმართ სრულიად იმუნური აღმოჩნდა. ანუ, დაავადება არ გადაედო.

დვარდ ჯენერმა ეს პროცედურა სხვა ადამიანებზეც წარმატებით გამოსცადა. ასე დადო სათავე თანამედროვე ვაქცინებს, რომლებიც ვარიოლაციისგან განსხვავებით, სრულიად უსაფრთხო აღმოჩნდა ადამიანის სიცოცხლისთვის.

alt

ერმინი ვაქცინაციაც სწორედ ამ პერიოდიდან მოდის და ლათინური სიტყვვა Vacca-დან იღებს სათავეს, რაც ძროხას ნიშნავს.

საბოლოოდ, 1840 წელს ინგლისში ვარიოლაცია აიკრძალა და ოფიციალურად ჩანაცვლდა ვაქცინაციით.

ვავილის ეპიდემია მეოცე საუკუნეშიც გაგრძლედა, მაგრამ ვაქცინაციის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან შემცირდა. აქცინის ტექნოლოგიურად დახვეწის შედეგად კი 1979 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყვავილი ოფიციალურად გამოაცხადა გამქრალ დაავადებად.

რა ბედი ეწია ერეკლე მეფის ვაჟს?

ულონი ყოველთვის ძალიან კარგად გრძნობდა თავს, ბოლოს იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, შეიპყრეს, გადასახლების შემდეგ პეტერბურგში გადავიდა და იქ 1816 წლამდე იცხოვრა ისე, რომ ამ აცრას არავითრი უარყოფითი შედეგი მის ცხოვრებაში არ მოუტანია.”, - გვიყვება ისტორიკოსი ვაჟა კიკნაძე.

alt