"რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ირაკლი იმნაიშვილი განიხილება. ამის შესახებ, მაუწყებლის დირექტორმა პაატა სალიამ დღეს, 26 აგვისტოს, 20:00 საათზე, "კურიერის" "ნიუსრუმში" გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ირაკლი იმნაიშვილი უკვე წარუდგინა მაუწყებლის თანამშრომლებს.
"რუსთავი 2-ზე" ამჟამად მუშობს 800 თანამშრომელი და დღეს მათ წარვუდგინე პროფესიონალი, რომელსაც არ სჭირდება დამატებითი წარდგენა, მას იცნობს მთელი საქართევლო, ის არის ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი, რომელმაც თავისი შეუპოვრობით, თავისი კრიტიკულობით თავი დაამახსოვრა ქართულ საზოგადოებას და რომელიც იძულებული გახდა წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მრიდან არსებული წნეხის გამო დაეტოვებინა ქვეყანა", - განაცხადა პაატა სალიამ ირაკლი იმნაიშვილის წარდგენისასა და დაამატა, რომ მასთან დიდი ხანია მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ უხელმძღვანელოს "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურსა და პროდაქშენს აღმასრულებელი დირექტორის სტატუსით.
ამავე ბრიფინგზე პაატა სალიამ განაცხადა, რომ "რუსთავი 2-ის" კარი
ღიაა ყველა იმ თანამშრომლისთვის, რომლებმაც ემოციის ფონზე მიიღეს
ნაჩქარევი გადაწყვეტილება".
შეგახსენებთ, 21 აგვისტოდან, მას შედეგ, რაც არხიდან გაუშვეს წამყვანი
ჟურნალისტები და საინფორმაციო სამსახურის უფროსი, მაუწყებელი "კურიერის" გუნდმა დატოვა. მათ
განაცხადეს, რომ მიუღებელია სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება და არ
აპირებენ ხელისუფლებისადმი მაამებლური სიუჟეტების კეთებას. ამ ხნის
განმავლობაში, არხზე საინფორმაციო გამოშვებების ნაცვლად ფილმები
გადიოდა.
ირაკლი იმნაიშვილი, ბოლო 13 წელიწადია, ლონდონში ცხოვრობს და
მეუღლესთან ნათია აბრამიასთან ერთად BBC-ში მუშაობს.
საცხოვრებლად ბრიტანეთში გადასვლამდე
იგი ტელეკომპანია „მზეში“ ტოკ-შოუ წამყვანად მუშაობდა, ასევე,
მუშაობდა კონსულტანტად ტელეკომპანია "იმედში".
***
"რუსთავი 2-ში" ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 18 ივნისს
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომლის
მიხედვითაც ტელეკომპანიასთან დაკავშირებით წარმართულ სასამართლო
პროცესში არც ერთი სადავო უფლების დარღვევა არ დადგინდა. შესაბამისად,
იმავე დღეს აღსრულდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და არხის
მფლობელადაც ქიბარ ხალვაში დარეგისტრირდა, რომელმაც თავის მხრივ
თანამდებობიდან გადააყენა გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისი
ადგილი პაატა სალიამ დაიაკავა.
9 აგვისტოს არხის 9% -ის უკვე ყოფილი მლობელის, ნინო ნიჟარაძის
საჩივრის გამო დაწყებული გამოძიების საფუძველზე პროკურატურამ ნიკა
გვარამიას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დასდო ბრალი და
აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. გვარამია ბრალს არ
აღიარებს და გირაოს გადახდასაც არ აპირებს.
14 აგვისტოს ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის გაყიდვის სურვილი გამოთქვა
და პოტენციურ მყიდველებს ერთი კვირის ვადა მისცა, თუმცა, რადგანაც
მსურველი არ გამოჩნდა, 19 აგვისტოს განაცხადა, რომ ტელეკომპანიას არ
ყიდის, არ გააკოტრებს და "რუსთავი 2 "იქნება "პოლიტიკურად
დამოუკიდებელი".
20 აგვისტოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა
პაატა სალიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის
უფროსი ნოდარ მელაძე და პოლიტიკური ტოქშოუების "არჩევანისა" და
"კვირის აქცენტების", წამყვანები გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე.
ამავე დღეს ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში დატოვეს საინფორმაციო
გადაცემის წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. წასვლის
შესახებ განაცხადა პაატა იაკობაშვილმაც, რომელსაც დიანა ჯოჯუასთან
ერთად "კურიერის" მთავარი გამოშვება მიჰყავდა.
21 აგვისტოს კი არხი "კურიერის" გუნდმა დატოვა.
21 აგვისტო, "რუსთავი 2-ის" "ნიუსრუმი"