23.12.2019
21 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა
მეთერთმეტე საერთო კრებაზე, ქარტიის ხელმომწერმა ჟურნალისტებმა
ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი და ქარტიის სარევიზიო კომისიის
განახლებული შემადგენლობა აირჩიეს.
ქარტიის საბჭოს სამი ახალარჩეული წევრიდან, ერთი თბილისის კვოტითაა
არჩეული, ორი კი რეგიონების.
საბჭოს ახალი წევრები გახდნენ:
- თბილისის კვოტით - ზვიად ქორიძე
- რეგიონების კვოტით - ნინა ხელაძე, ჟურნაისტიკის რესურსცენტრი; ნათია ზოიძე - აჭარის ტელევიზია.
ქარტიის საბჭოში სულ 9 წევრია, 6 წევრი რეგიონულ მედიას წარმოადგენს, 3 კი - თბილისს. საბჭოს წევრებს სამი წლის ვადით ირჩევენ.
საბჭოს ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
- ნანა ბიგანიშვილი (თავმჯდომარე)
- ლიკა ზაკაშვილი
- ზვიად ქორიძე
- გელა მთივლიშვილი
- ირმა ზოიძე
- ნინა ხელაძე
- მაია მერკვილაძე
- კამილა მამედოვა
- ნათია ზოიძე
რაც შეეხება ქარტიის სარევიზიო კომისიას, კომისიის წევრებად აირჩიეს:
- მარიკა დუდუნია
- ნინო კაკულია
- გუბაზ მეგრელიძე