18.02.2020
სამი კონკურსანტიდან ორი, ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე მაუწყებლის თანამშრომლები არიან. ემზარ დიასამიძე საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტია, ფირუზ ბოლქვაძე კი ანალიტიკური სამსახურის გუნდის წევრი. ორივე მათგანი მონაწილეობდა მაუწყებლის ბორდის წევრების შესარჩევ კონკურსში, ფირუზ ბოლქვაძემ ორჯერ სცადა ბედი აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსშიც.
რაც შეეხება ვახო ხუზმიაშვილს, ბოლოს იგი ტელეკომპანია "იბერიის" სანფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
დირექტორის მოადგილის შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპზე განაცხადებს გადაარჩევენ, მეორე ეტაპზე კი გასაუბრება დაინიშნება.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოზიცია მას სემდეგ გახდა ვაკანტური, რაც იგი ყოფილმა მოადგილემ ნათია ზოიძემ დატოვა. ნათია ზოიძემ წასვლის მიზეზად მისი სარედაქციო საქმიანობიდან ჩამოშორება დაასახელა.