22.02.2022
- უწყებაში დღეს ტელეკომპანია "მთავარის", "პირველისა" და "ფორმულას" ჟურნალისტები გამოკითხეს.
- მოკვლვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
კონტექსტი
- 18 თებერვალს,კასპის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების გაშუქებისას "მთავარის" ინფორმაციით, მათს ჟურნალისტსა და ოპერატორზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს.
- არხის განმარტებით: მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მითითებით მედიის წარმომადგენლებს ჯერ სხდომათა დარბაზი, შემდეგ კი შენობა ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. დაზიანდა აპარატურა.
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, კასპში არასათანადო პირობებში მუშაობა მოუწიათ "პირველის", „ფორმულას”, „თრიალეთისა” და „ტვ მონიტორინგის” წარმომადგენლებსაც.
მეტი კასპის ინციდენტზე ნახეთ აქ.