12.04.2022
დაბლოკვამდე რამდენიმე დღით ადრე ორივე გამოცემამ რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო „როსკომნადზორისგან“ გამაფრთხილებელი წერილები მიიღო.
რუსეთის მედიის მარეგულირებელი ითხოვდა, რომ გამოცემებს რუსულ ვერსიაში უკრაინის ომთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალები 24 საათში წაეშალათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის ტერიტორიაზე მათ ვებგვერდებზე წვდომას შეზღუდავდნენ.
ვრცლად ამ თემაზე: „როსკომნადზორი“ ქართულ მედიებზე რუსეთის კანონმდებლობის გავრცელებას ცდილობს - რატომ არის ხელისუფლების რეაგირება საჭირო
ru.netgazeti.ge და accentnews.ge ახლა უკვე “როსკომნადზორის” ოფიციალურ საიტზე, დაბლოკილი ვებგვერდების საძიებო სისტემაშიც იძებნება.
ქართული ონლაინ გამოცემების ხელმძღვანელებმა თავიდანვე განაცხადეს, რომ არ აპირებდნენ „როსკომნადზორის“ გაფრთხილებას დამორჩილებოდნენ.
- გამოცემების ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ როსკომნადზორის მიერ ქართული მედიის გაფრთხილებას სახელმწიფო უნდა გამოხმაურებოდა.
- საქართველოს მხრიდან ამ ამბავს ოფიციალური რეაქცია არ მოჰყოლია.