27.04.2022
რა ხდება?
27 აპრილს პოსტსაარჩევნო მედიამონიტორინგის ანგარიში გამოქვეყნდა.- მედიას ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონიტორები აკვირდებოდნენ.
- ანგარიშში შევიდა 6 ტელევიზიასა და და 9 ონლაინ გამოცემის მონიტორინგის შედეგები 2022 წლის 24 იანვრიდან - 24 მარტამდე პერიოდში.
რა არის მნიშვნელოვანი?
- ანგარიშის მიხედვით, პოსტსაარჩევნო პერიოდში, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს დაემთხვა, წინა ანგარიშთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა პოლარიზაცია.
- ტელევიზისების ერთი ნაწილი ხელისუფლებისადმი იყო მიკერძოებული, მეორე კი ოპოზიციისადმი.
- ონლაინ მედიების უმრავლესობა, ისევე, როგორც წინა პერიოდში, სიღრმისეულად და დაბალანსებულად აშუქებს მოვლენებს.
ვის აკვირდებოდნენ?
- სატელევიზიო თოქშოუები და ახალი ამბები: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, აჭარის ტელევიზია, „მთავარი არხი“, „იმედი“, „ტვ პირველი“, ‘რუსთავი 2“.
- ონლაინ მედია: ამბები.ჯი, ინტერპრესნიუსი, მარშალპრესი, ნეტგაზეთი, ონ.ჯი, რადიო თავისუფლება, პუბლიკა, ტაბულა, სპუტნიკი
წინასაარჩევნო მონიტორინგისგან განსხვავებით, ქარტია აღარ აკვირდებოდა რეგიონულ მედიას.
რას აკვირდებოდნენ?
პოსტსაარჩევნო პერიოდში, ისევე როგორც არჩევნებისას, მედიამონიტორები აკვირდებოდნენ სხვადასხვა სუბიექტის გაშუქებას. მათ შორის:- 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიები, პოლიტიკოსები და დამოუკიდებელ კანდიდატები;
- ცენტრალური, ადგილობრივი და ავტონომიური მთავრობა და პრეზიდენტი;
- ბიძინა ივანიშვილი;
- მიხეილ სააკაშვილი.
ამავე სუბიექტებს ქარტია წიანასაარჩევნო პერიოდში, 2021 წლის შემოდგომაზეც აკვირდებოდა.
პოსტსაარჩევნო მედიამონიტორინგის მიგნებები დიდად არ განსხვავდება წინა მონიტორინგის შედეგებისგან.
მიგნებები მოკლედ
სატელევიზიო ახალი ამბებირა შეიცვალა?
- თუ წინასაარჩევნო პერიოდში აქტუალური თემა არჩევნებთან დაკავშირებული საკთხები იყო, პოსტსაარჩევნო პერიოდში სატელევიზიო ახალ ამბებში ძირითადად, რუსეთ-უკრაინის ომის თემები შუქდებოდა.
რა არ შეცვლილა?
- ტელევიზია მკვეთრად პოლარიზებულია - ნაწილი ხელისუფლების მიმართ არის მიკერძოებული (მაგალითად, „პირველი არხი“, „რუსთავი 2“, „იმედი“), ნაწილი - ოპოზიციის („მთავარი არხი“, „ტვ პირველი“).
- მიკერძოება აისახებოდა პოლიტიკური სუბიექტების არათანაბრად გაშუქებაში - ხშირად ირღვეოდა სამართლიანი გაშუქების პრინციპიც.
- საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია ყველაზე პოზიტიურად ადგილობრივ ხელისუფლებას აშუქებდა;
ტოქშოუები
რა შეიცვალა?
- ამ მონიტორინგის პერიოდში, ყველაზე აქტუალური თემა ტოქშოუებშიც რუსეთ-უკრაინის ომი იყო, განსხვავებით წინასაარჩევნო პერიოდისგან.
- ომის დაწყების შემდეგ, პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდა.
რა არ შცვლილა?
- მმართველი პარტიის წარმომადგენლები ისევ არ დადიან ოპოზიციურ მედიაში, ხოლო ოპოზიციური პარტიები იშვიათად ჩანან ტელეკომპანია „იმედში“.
- ტელეკომპანია „იმედის“ გზავნილები ემთხვეოდა „ქართული ოცნების“ გზავნილებს.
- „TV პირველი“ და „მთავარი არხი“ კი, მიკერძოებული იყო ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიმართ.
- „რუსთავი 2“ მაქსიმალურ კომფორტს უქმნიდა მმართველ პარტიას. ხშირად ტელეკომპანია ხელისუფლებისთვის მხოლოდ ტრიბუნის როლს ასრულებდა.
ონლაინ მედია
რა შეიცვალა?
- თუ წინასაარჩევნო პერიოდში ონლაინ მედია ყველაზე მეტად საარჩევნო სუბიექტებსა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხს აშუქებდა - პოსტსაარჩევნო პერიოდში მათი მთავარი თემაც რუსეთ-უკრაინის ომი იყო.
- ონლაინ მედიაში სულ უფრო იკლებს გენდერული ნიშნით შეურაცხმყოფელი განცხადებების გაშუქება.
რა არ შეცვლილა?
- ონლაინ მედია მოვლენებს დაბალანსებულად, სიღრმისეულად და სტანდარტების დაცვით აშუქებს და არ არის მიკერძოებული არცერთი პარტიული მხარის მიმართ.
- გამონაკლისია, გამოცემები „მარშალპრესი“ და „სპუტნიკი“, რომლებიც რუსეთ უკრაინის ომს ტენდენციურად აშუქებენ და მიკერძოებულები არიან ხელისუფლების მიმართ.
- ინტერპრესნიუსსა და ამბები.ჯი-ზე კვლავ პრობლემაა სარეკლამო სტატიების არასათანადო გამიჯვნა სარედაქციო მასალისგან.