16.05.2022
რა მოხდა?
16 მაისს, ბათუმსა და ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავება გააპროტესტეს ადგოლიბრივმა ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.აქციის მონაწილეები გვარამიას დაკავებას მედიაზე წეზოლად აფასებენ და ამბობენ, რომ სასამართლომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პოლიტიკური გადაწყვეტილება გამოიტანა და არა - სამართლებრივი.
კონტექსტი
16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ამას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას უწოდებენ.
ამ თემაზე ვრცლად: სასაამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა - საქმის დეტალები და შეფასებები