18.05.2022
- ორგანიზაციის დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, მარი სტრუტერსმა განაჩენი გვარამიას მიერ ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობის მცდელობად შეაფასა.
- “ამნესთი ინტერნეიშენალი” გვარამიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს და საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებასა და ოპონენტების ხელის შეშლის მიზნით სასამართლოზე ხელისუფლების მზარდი გავლენის შესახებ საუბრობს.
განაჩენს საქართველოს ევროპული მომავალის სერიოზული საფრთხის წინაშე დაყენებად აფასებს 9 ევროპარლამენტარი 17 მაისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში. ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯაზე სხვა საერთაშორისო შეფასებებს გაეცანით აქ.
კონტექსტი
16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის” დირექტორ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. .
ამ თემაზე ვრცლად: სასაამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა - საქმის დეტალები და შეფასებები